24 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

24 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - ამინდის პროგნოზი

22-24 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით წვი­მა ელ­ჭე­ქით, ზო­გან ძლი­ე­რი, შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ტყვა, ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ზღვა­ზე 2-3 ბა­ლი­ა­ნი ღელ­ვა. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 სექ­ტემ­ბერს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­იკ­ლებს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა, მა­ღალმთი­ან ზო­ნა­ში ზო­გან შე­საძ­ლოა თოვ­ლი აღი­ნიშ­ნოს.

„მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, ხოლო ქვეყ­ნის მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა - გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს“, - ნათ­ქვა­მია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.