როგორ გავიძლიეროთ ფილტვები კოვიდ-19-ის დროს და მის შემდეგ? | Allnews.Ge

როგორ გავიძლიეროთ ფილტვები კოვიდ-19-ის დროს და მის შემდეგ?

არაერთხელ ითქვა, რომ კოვიდ-19 განსაკუთრებულად დიდ ზიანს აყენებს ფილტვებს. იმისათვის, რომ ჯანმრთელი ფილტვები შევინარჩუნოთ ან ვირუსის გადატანის შემდეგ მათი გაძლიერება შევძლოთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. არის პროდუქტები, რომლებიც კოვიდ-19-ის დროს უნდა მიიღოთ და ასევე, პროდუქტები, რომლებსაც ამ დროს ყველაზე მეტად უნდა მოერიდოთ.

ჯანმრთელი ფილტვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია - ანუ სითხის საკმარისი ოდენობით მიღება. თუ თქვენი წონა 80 კგ-მდეა, სასურველია დღის განმავლობაში 2.5 ლ წყალი მიიღოთ, ხოლო თუ 68 კგ-მდე იწონით - 2 ლ.

როგორ გავიძლიეროთ ფილტვები საკვების დახმარებით

ფილტვებისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკვებ პროდუქტებს. გამოიყოფა რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც განსაკუთრებულად ეხმარება ორგანიზმს სასუნთქი გზების ანთების შემცირებაში. ასეთი პროდუქტებია ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული, ასევე, ომეგა-3-ით გაჯერებული პროდუქტები: ორაგული, ვაშლი, მწვანე ჩაი და ყავა, თხილეული. ასეთივე სასარგებლოა ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეული: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, გოგრა და ნიორი. ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა ფორთოხალი.

თუკი უკვე გადატანილი გაქვთ კოვიდ-19, ფილტვების გაძლიერებისთვის მიირთვით ეს 7 პროდუქტი:

1. პომიდორი

პომიდორს შეუძლია შეამციროს სასუნთქი გზების ანთება ასთმით დაავადებულ ადამიანებში და ზოგადად, ეხმარება ფილტვებს ფუნქციების შესრულებაში.

2. ჭარხალი

ჭარხალი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ფილტვების ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს. ეს ბოსტნეული მდიდარია ნიტრატებით, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, დადებით გავლენას ახდენს ფილტვებზე.

3. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის ანტიოქსიდანტური და და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რამაც შეიძლება შეამციროს ანთება ფილტვებში. მას ასევე შეუძლია დაიცვას ფილტვის ქსოვილები სხვადასხვა სახეობის კვამლის მავნე ზემოქმედებისგან

განაგრძეთ კითხვა