"ყვე­ლას აქვს გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში" - კალაძე ბანერებზე | Allnews.Ge

"ყვე­ლას აქვს გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში" - კალაძე ბანერებზე

მე­რია არა­ფერ შუ­ა­შია, მე­რი­ას არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ აქვს ბა­ნე­რის ჩა­მოხ­სნი, ან და­კი­დე­ბის, რე­ა­გი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა, ყვე­ლას აქვს გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში“,- ასე აფა­სებს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე, გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ბა­ნე­რებს, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რია გა­მო­სა­ხუ­ლი წარ­წე­რით "არა ნა­ცებს, არა ბო­რო­ტე­ბას! არა ღა­ლატს!"

რო­გორც კა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ცნო­ბი­ლია, თუ ვინ გა­ნა­თავ­სა ბა­ნე­რი.

“მე პი­რა­დად არ მომ­წონს ეს. ჩემი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მაქვს, ყო­ველ­თვის ვე­სა­უბ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე. ვე­სა­უბ­რე­ბი გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. დღეს, მა­გა­ლი­თად პრე­ზენ­ტა­ცია მქონ­და, თუ რას ვა­პი­რებ მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი და ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ისიც გა­ირ­კვა ვინ გა­მო­აკ­რა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია. მე­რია არა­ფერ შუ­ა­შია, არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ აქვს მე­რი­ას ბა­ნე­რის ჩა­მოხ­სნის, ან და­კი­დე­ბის. არა­ფე­რი რე­ა­გი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა, ყვე­ლას აქვს გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, არის კომ­პა­ნია „ალმა“, გა­გი­გი­ათ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით? რომ­ლის სა­კუთ­რე­ბაა ეს ბა­ნე­რე­ბი და ისი­ნი იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მე­რი­ას არც გაკ­ვრა­ში და არც ჩა­მოხ­სნა­ში არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და უფ­ლე­ბა არ აქვს“,- აღ­ნი­შავს კა­ლა­ძე.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, იმუ­შა­ვებს თუ არა „სის­ხლი­ა­ნი ბა­ნე­რე­ბი“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, კახა კა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა, მისი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ კი ცი­ლის­წა­მე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ხომ არ მოგ­წონთ ეს, რაც გა­მოკ­რუ­ლია? ისე არ მომ­წონს მე, ისე არ მომ­წონს ის კამ­პა­ნია, რო­მელ­საც თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თქვე­ნი­ვე პარ­ტია ახორ­ცი­ე­ლებს. შე­გიძ­ლი­ათ ჩარ­თოთ ტე­ლე­ვი­ზო­რი და ნა­ხავთ, სა­არ­ჩევ­ნო კლი­პე­ბი, რაც არის შე­უ­რა­ცხყო­ფა, ცი­ლის­წა­მე­ბა, ბო­რო­ტე­ბა, სი­ძულ­ვი­ლის ენა, ეს ხართ თქვენ. მა­შინ რა­ტომ არ იღებთ ენას?! რა­ტომ არ სა­უბ­რობთ ამა­ზე?! სა­სი­ა­მოვ­ნოა?! „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და კახა კა­ლა­ძე არა­ფერს აკე­თებს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დგას მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, ვერ ნა­ხავთ ჩემ გან­ცხა­დე­ბას, ოპო­ნენ­ტის, ან ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ სი­ძულ­ვი­ლის ენა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნოს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს გან­სა­კუთ­რე­ბით. თქვენ, ერთხელ არ გა­მო­სულ­ხართ, ჩემი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ მი­დის ეს ცი­ლის­წა­მე­ბის ვი­დეო, ჩემი შვი­ლე­ბი რა, რე­ზი­ნის შვი­ლე­ბი მყავს გგო­ნი­ათ?! ეს არის რე­ა­ლო­ბა!“-აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

myquiz