ჯობია თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს - რას წერენ ბიძინა კულუმბეგოვი და არჩილ მარშანია გავრცელებულ ინფორმაციაზე? | Allnews.Ge

ჯობია თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს - რას წერენ ბიძინა კულუმბეგოვი და არჩილ მარშანია გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი არ­ჩილ მარ­შა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­მაც გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. სა­უ­ბა­რია ის­რა­ელ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის იმუ­ნი­ტე­ტი ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ვიდ­რე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის.

"ჯო­ბია თუ არა ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი ვაქ­ცი­ნით მი­ღე­ბულ იმუ­ნი­ტეტს?

მოკ­ლე პა­სუ­ხია: არა. არ ჯო­ბია.

ცოტა გრძლად:

ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნეა უკვე ცნო­ბი­ლია, ახა­ლი არა­ფე­რი არ არის აქ.

დიდი ხა­ნია ვი­ცით, რომ ამა თუ იმ ინ­ფექ­ცი­ას თუ გა­და­ვი­ტანთ დარ­ჩე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი.

მე­ტიც, ეს რომ ვი­ცით, ზუს­ტად მა­გის გამო გაჩ­ნდა თა­ვის დრო­ზე ვაქ­ცი­ნის იდეა, და ვაქ­ცი­ნის მი­ზა­ნიც ზუს­ტად ეგ არის, რომ ავი­რი­დოთ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი.

ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი შემ­დე­გი "ფრო­მუ­ლით" ვი­თარ­დე­ბა:

და­ვინ­ფი­ცირ­დე­ბით ➡ გავ­ხდე­ბით ავად ➡ თუ არ მოვ­კვდით და გა­დავ­რჩით ➡ გვაქვს იმუ­ნი­ტე­ტი.

Voila!

მაგ­რამ! ეს "თუ არ მოვ­კვდით და გა­დავ­რჩით" იყო ძა­ლი­ან ბევ­რი, ამი­ტომ თა­ვის დრო­ზე ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი იყო რომ შექ­მნი­ლი­ყო პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც ავად გახ­დო­მის გა­რე­შე მოგ­ვცემ­და იმუ­ნი­ტეტს - რაც მიღ­წე­ულ იქნა ვაქ­ცი­ნით. ანუ ვაქ­ცი­ნა გვი­ცავს ავად გახ­დო­მის და ყვე­ლა იმ რის­კე­ბის გა­რე­შე რო­მე­ლიც ავად გახ­დო­მას ახ­ლავს ტან.

* ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი (ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას რომ არ მი­ვედ-მო­ვე­დოთ) წი­თე­ლას მა­გა­ლით­ზე გან­ვი­ხი­ლოთ:

წი­თე­ლას ბუ­ნებ­რი­ვად გა­და­ტა­ნის შემ­დეგ რჩე­ბა უფრო მყა­რი იმუ­ნი­ტე­ტი, კი­ბა­ტო­ნო.

მაგ­რამ ამის ფა­სად ვი­ღებთ შემ­დეგს:

- ყო­ვე­ლი 1000 ინ­ფექ­ცი­ი­დან 1 ბავ­შვი კვდე­ბა, ყრუვ­დე­ბა, უნი­ვი­თარ­დე­ბა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

- ასე­ვე არ­სე­ბობს იშ­ვი­ა­თი გარ­თუ­ლე­ბა ქვემ­წვა­ვე მასკლე­რო­ზე­ბე­ლი პა­ნენ­ცე­ფა­ლი­ტი, რო­მე­ლიც 100% სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბაა და ვი­თარ­დე­ბა მხო­ლოდ წი­თე­ლას ბუ­ნებ­რი­ვად გა­და­ტა­ნის შემ­დეგ (გა­და­ტა­ნი­დან სა­შუ­ა­ლოდ 7 - 10 წლის მერე).

☠ვაქ­ცი­ნამ­დე პე­რი­ოდ­ში, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ 2 - 3 წელ­ში ხდე­ბო­და წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბა და ყო­ველ­წლი­უ­რად 3 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი კვბდე­ბო­და მაგ 'ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მით', მათ შო­რის უმე­ტე­სო­ბა ბავ­შე­ბი.

ამ ყვე­ლაფ­რის პრე­ვენ­ცია კი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნით, ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი რო უფრო ძლი­ე­რია და მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შვს კლავ­და, მა­გი­ტო კეთ­დე­ბა 2 დოზა და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა რომ პა­ტა­რა ზო­მის კუ­ბო­ე­ბის ბიზ­ნე­სი დღეს არ ყვა­ვის.

(კი კი სწო­რად მიხ­ვდით, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი რომ გირ­ჩე­ვენ ჯო­ბია თა­ვად გა­და­ი­ტა­ნოს ბავ­შვმაო და საყ­ვარ­ლად "ბა­ტო­ნე­ბი" რომ და­ვარ­ქვით, ის და­ა­ვა­დე­ბა არც ისე საყ­ვა­რე­ლია, წი­თე­ლა მწვა­ვე და ძა­ლი­ან ვე­რა­გი ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა)

კაი, მოდი კო­ვიდს და­ვუბ­რუნ­დეთ ახლა.

კი, კო­ვი­დის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დე­გაც რჩე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი, უბ­რა­ლოდ ზუს­ტად ეს ინ­ფი­ცი­რე­ბაა ამ ქა­ო­სის მი­ზე­ზი, რად­გან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

მა­გის მი­ზე­ზია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 8000 ადა­მი­ა­ნი არის მკვდა­რი და სა­გი­ჟე­თი ხდე­ბა კლი­ნი­კებ­ში.

თუმ­ცა ამის და­ნახ­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ცოტა რთუ­ლია, რაგ­დან უმე­ტე­სო­ბა მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტანს.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით თუ* 80% მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტანს და­ა­ვა­დე­ბას, სა­დღაც 20% ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვდე­ბა, 5% რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და 1.5% კი მოკ­ვდე­ბა, ეს პრო­ცენ­ტებ­ში მარ­ტი­ვად ჩანს, რი­ცხვებ­ში კი ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ შემ­თხვე­ვა­ზე ეს ნიშ­ნავს 100 000 ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, კლი­ნი­კე­ბის გა­დატ­ვირ­თვას და 7500 მკვდარს.

თუმ­ცა სა­ნამ კლი­ნი­კა­ში არ შე­ვი­ხე­დავთ ეს უბ­რა­ლოდ სტსტის­ტი­კაა და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე რცხვე­ბად ჩანს, მეტი არა­ფე­რი (თან ნუ, სხვი­სი ჭი­რიც რო ჩხი­რია და თან ღო­ბე­ში, ეგეც მეს­მის).

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბე­ბიც და კვლე­ვე­ბიც რომ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი უფრო მყა­რია ვიდ­რე ვაქ­ცინთ მი­ღე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად ის­რა­ე­ლის კვლვე­ვაც რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ 6ჯერ უფრო და­ცუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნი სიმპტო­მუ­რი კო­ვი­დის­გან თუ მას ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი ქონ­და, უბ­რა­ლოდ, ზე­მოთთ­ქმუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან და მა­ღა­ლი დო­ნის ჟურ­ნა­ლებ­ში კო­მენ­ტა­რებ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ეს არ უნდა ინ­ტერპრე­ტირ­დეს ისე თით­ქოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას აზრი არ აქვს.

ეს კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს იმას, რომ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი მყა­რია სა­ბედ­ნი­ე­როდ და არა იმას, რომ ყვე­ლა იმ რის­კზე უნდა წა­ვი­დეთ რაც ინ­ფი­ცი­რე­ბას ახ­ლავს და არც იმას, რომ ვაქ­ცი­ნა ცუ­დია.

ანუ ის, რომ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტიც გვი­ცას, ეს იმას არ ნიშ­ნავს რომ ვირუ­სით უნდა და­ვინ­ფი­ცირ­დეთ.

ცხა­დია ფარ­თო სუ­რა­თის­თვის ცოტა უფრო ფარ­თო არე­ა­ლი გვჭირ­დე­ბა, რაგ­დან არც მხო­ლოდ ერთი კვლე­ვა არ­სე­ბობს ამის შე­სა­ხებ და არც მხო­ლოდ ის­რა­ე­ლია რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო პლა­ნე­ტა დე­და­მი­წა­ზე.

➡არ­სე­ბობს სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც და კვლე­ვე­ბიც რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს ე.წ. ჰიბ­რი­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის სარ­გე­ბელს რო­დე­საც ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ ერთი დო­ზით მა­ინც ხდე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია.

➡ასე­ვე კვლე­ვე­ბი რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის (რნმ) მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის უპი­რა­ტე­სო­ბას ბუ­ნებ­რივ იმუ­ნი­ტეტ­ზე და ა.შ.

myquiz