ვინ და რატომ აცრეს საქართველოში ვაქცინის მესამე დოზით? | Allnews.Ge

ვინ და რატომ აცრეს საქართველოში ვაქცინის მესამე დოზით?

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ ზო­გი­ერ­თმა ადა­მი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გა­ი­კე­თა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ბუს­ტერ დოზა. ამ სი­ახ­ლეს მა­შინ­ვე მოჰ­ყვა კო­მენ­ტა­რე­ბიც, რო­მელ­შიც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უფრო დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ითხოვ­დნენ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და კი­თხუ­ლო­ბენ - რო­დის, ორი აც­რი­დან რამ­დენ ხან­ში შე­იძ­ლე­ბა აიც­რან მე­სა­მედ?

ambebi.ge ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლეს პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძე:

- მე­სა­მე აცრა სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ მათ გა­უ­კეთ­დათ, ვინც მი­დის სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად ან სამ­კურ­ნა­ლოდ, ოღონდ ამ ადა­მი­ა­ნებს ბუს­ტერს არ უკე­თე­ბენ. უბ­რა­ლოდ, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არ ცნო­ბენ სი­ნო­ფარმს, ამ ვაქ­ცი­ნით აც­რილ ადა­მი­ა­ნებს, - რომ­ლე­ბიც სას­წავ­ლებ­ლად ან სამ­კურ­ნა­ლოდ მი­დი­ან, ძი­რი­თა­დად გერ­მა­ნი­ა­ზეა ლა­პა­რა­კი, - იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს ნე­ბარ­თვით, მი­ე­ცათ უფ­ლე­ბა, რომ გა­ი­კე­თონ ფა­ი­ზე­რი, რათა წა­ვიდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ.

- ამის­თვის და­რე­გის­ტრი­რე­ბა რო­გორ ხდე­ბა?

- სა­მი­ნის­ტრო­ში იწე­რე­ბა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ა­ყო­ლონ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქა­ღალ­დი, რომ ამის გა­რე­შე არ შე­უშ­ვე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მი­დი­ან.

- დიდი ხა­ნია ეს მოქ­მე­დებს?

- ეს მოქ­მე­დებს ზა­ფხუ­ლი­დან. ბუს­ტერ დო­ზის გა­კე­თე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ და­ი­წყო, სა­დაც გა­ვი­და 8 თვე ორ­ჯე­რა­დად აც­რი­დან.

- თუმ­ცა, ვინც წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­სა­მედ ავი­ცე­რი­თო, იქ თა­რი­ღიც აქვთ მი­თი­თე­ბუ­ლი - ორ­ჯე­რა­დად აც­რის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე იყო გა­სუ­ლი მე­სა­მე აც­რამ­დეო.

- ვერ გა­მი­გეთ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბუს­ტერ დო­ზით კი არ აც­რეს, არა­მედ მე­სა­მედ აც­რეს ფა­ი­ზე­რით, იმი­ტომ რომ სას­წავ­ლებ­ლად ან სამ­კურ­ნა­ლოდ მი­დი­ოდ­ნენ და ისე არ შე­უშ­ვებ­დნენ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მი­დი­ოდ­ნენ. ამი­ტომ მი­ვე­ცით უფ­ლე­ბა, რომ არ დარ­ჩნენ ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი, ვინც მი­დის სა­ზღარ­გა­რეთ, გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე. არ გვინ­დო­და ამის მი­ზე­ზი გამ­ხდა­რი­ყო ის, რომ ვაქ­ცი­ნა არ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, ან კი­დევ სამ­კურ­ნა­ლოდ რომ მი­დის ადა­მი­ა­ნი, ხომ არ ეტყვი, - ვერ წახ­ვა­ლო.

- ბევ­რია ამ ეტა­პის­თვის მე­სა­მედ აც­რი­ლი?

- ასე, ასის ფარ­გლებ­ში

- ზო­გა­დად გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თე­ლო­ში ბუს­ტერ დო­ზის და­მა­ტე­ბა?

- რო­დე­საც იქ­ნე­ბა ამა­ზე ლა­პა­რა­კი ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვიქ­ნე­ბით. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­აა რომ ჯერ უნდა აიც­რას უმ­რავ­ლე­სო­ბა 2 დო­ზით და მერე იფიქ­რეთ, - ბუს­ტერ­ზეო.

myquiz