ავღანელი ქალების ფერადი სამოსით პროტესტი "თალიბანის" წინააღმდეგ, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა | Allnews.Ge

ავღანელი ქალების ფერადი სამოსით პროტესტი "თალიბანის" წინააღმდეგ, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა

მას შემ­დეგ, რაც "თა­ლი­ბან­მა" ავ­ღა­ნე­თის მარ­თვა და­ი­წყო, პირ­ველ რიგ­ში, მკაც­რი წე­სე­ბი ქა­ლებს და­უ­წე­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც იქ მცხოვ­რებ­მა ქა­ლებ­მა მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის შე­დე­გად მო­ი­პო­ვეს, უკვე შე­ი­ზღუ­და. მათი დიდი ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ არ აპი­რე­ბენ "თა­ლი­ბებს" და­ე­მორ­ჩი­ლონ და მზად არი­ან იბ­რძო­ლონ, სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სა­დაც კი.

უკვე გა­ი­მარ­თა ავ­ღა­ნე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ქა­ლე­ბის "თა­ლი­ბა­ნის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ახლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოჰ­ყვა პრო­ტეს­ტის ტალ­ღა.

avganeti4-44774-1631852258.jpg

ონ­ლა­ინ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ავ­ღა­ნეთ­ში და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბი აქ­ვეყ­ნე­ბენ ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, რომ აც­ვი­ათ ფე­რა­დი სა­მო­სი. ისი­ნი გა­ერ­თი­ან­დნენ ჰეშ­თე­გის - #DoNotTouchMyClothes (არ შე­ე­ხო ჩემს სა­მოსს) გარ­შე­მო.

პროს­ტეს­ტი არის პა­სუ­ხი ქა­ბუ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თულ დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც "თა­ლი­ბა­ნის" მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით, 300 ქალი შავი სა­მო­სით იყო შე­მო­სი­ლი, მათ და­ფა­რუ­ლი ჰქონ­დათ სახე და ასე­ვე არ უჩან­დათ ხე­ლე­ბი.

აფ­რი­ა­ლებ­დნენ "თა­ლი­ბა­ნის" დრო­შას და ამ­ბობ­დნენ, რომ მხარს უჭე­რენ მათ მებ­რძო­ლებს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც გან­ცხა­დეს, რომ ქა­ლებს არ ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა და­ი­კა­ვონ მა­ღა­ლი რან­გის სამ­თავ­რო­ბო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და რომ სკო­ლე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი უნდა იყოს გენ­დერუ­ლად და­ყო­ფი­ლი.

avganeti2-44652-1631852296.jpg

"ფე­რა­დი სა­მო­სის ტა­რე­ბა დიახ, ეს ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბის ტრა­დი­ცი­აა, ასე­თია ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სი", - წერს აქ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი ერთ-ერთი ქალი.

კი­დევ ერ­თმა კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა დე­დის ფოტო, რო­მე­ლიც წლე­ბის წი­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი და მას­ზე ფე­რად სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბი არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი.

e-jetndweaa-gee-1631852360.jpg

e-msu45xmac4ari-1631852394.jpg

"თა­ლი­ბან­მა“ ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ახლა ჩა­იგ­დო და მმარ­თვე­ლო­ბა მათ ქა­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით და­ი­წყეს. მე და­სა­კარ­გი არა­ფე­რი მაქვს, ან ჩა­კე­ტი­ლი ვიქ­ნე­ბი სახ­ლში და ავერ გა­ვარგრძე­ლებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, ან შე­მიძ­ლია ვიბ­რძო­ლო მი­უ­ხე­და­ვად სი­ცო­ცხლის რის­კი­სა. სჯობს, მომ­კლან, ვიდ­რე არა­ფე­რი ვთქვა“, - ამ­ბობს ქა­ბუ­ლის უნი­ვე­რი­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, სა­მი­რა.

ცნო­ბის­თვის, მას შემ­დეგ, რაც "თა­ლი­ბან­მა" ქვეყ­ნის მარ­თვა და­ი­წყო, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა მა­მა­კაც­თა დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა. ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ურ­ბა­ნულ ცენ­ტრებ­ში მცხოვ­რებ­ნი, ში­შო­ბენ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის შე­დე­გად მო­ი­პო­ვეს, შე­ი­ზღუ­დე­ბა, რად­გა­ნაც მათ კარ­გად ახ­სოვთ 1996-2001 წლებ­ში "თა­ლი­ბა­ნის" რე­ჟი­მი, როცა ქა­ლებს თან­მხლე­ბი მა­მა­კა­ცის გა­რე­შე სახ­ლის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბაც კი არ ჰქონ­დათ

myquiz