"გირჩის" წევრებმა სუს-თან "შკოდა" მიიყვანეს და დაამტვრიეს, პოლიციამ 2 პირი დააკავა | Allnews.Ge

"გირჩის" წევრებმა სუს-თან "შკოდა" მიიყვანეს და დაამტვრიეს, პოლიციამ 2 პირი დააკავა

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან პარ­ტია „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წევ­რე­ბი, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი დი­დუ­ბე­სა და სა­ბურ­თა­ლო­ში, ნიკა მო­სი­აშ­ვი­ლი და ბო­რის ყუ­რუა და­ა­კა­ვეს.

„გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ წევ­რებ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი გა­მარ­თეს. მათ ად­გილ­ზე „შკო­და ოქ­ტა­ვი­ას“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი მი­იყ­ვა­ნეს და და­ამ­ტვრი­ეს. მათი გან­ცხა­დე­ბით, „შკო­და ოქ­ტა­ვი­ე­ბი“ სუს-ის სიმ­ბო­ლოა და „მო­დუ­ლის შე­ნო­ბის მსგავ­სად უნდა და­ინ­გრეს“.

რო­გორც პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, თბი­ლი­სის ვიცე-მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მის და­კა­ვე­ბა­საც ცდი­ლობ­დნენ და პარ­ტი­ის წევ­რე­ბი მას გა­მო­ე­სარ­ჩლენ.

"გირჩმა აქ „შკო­და ოქ­ტა­ვია“ მო­ვიყ­ვა­ნეთ, და­ვუმტვრი­ეთ ეს შკო­და და სიბ­რა­ზე გა­მოვ­ხა­ტეთ ამ ფორ­მით. ჩემს და­კა­ვე­ბა­საც ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ არას­რულ­წლო­ვა­ნი ვე­გო­ნე და მო­მე­რიდ­ნენ, და­ა­კა­ვეს ჩვე­ნი პარ­ტი­ის ორი წევ­რი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­სარ­ჩლე­ბას ცდი­ლობ­დნენ. ეს მან­ქა­ნა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ იყი­და, შემ­დეგ ჩა­მო­წე­რა, ნო­მე­რიც არ აქვს, მო­ვიყ­ვა­ნეთ მან­ქა­ნა და აქ და­ვამ­ტვრი­ეთ. სუს-თან მი­მარ­თე­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ბრა­ზი გა­მოვ­ხა­ტეთ ამ ფორ­მით“, - გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძემ.

"ამ შე­ნო­ბი­დან იმარ­თე­ბა ეს ქვე­ყა­ნა და ყვე­ლა­ფე­რი, 2 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­საც აქე­დან ჩა­ა­ტა­რე­ბენ. ეს სის­ტე­მა მარ­თავს ამ ქვე­ყა­ნას, შე­მომ­ძვრა­ლე­ბი არი­ან ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან ჩვენ­ზე. ეს შე­ნო­ბა და­სან­გრე­ვია რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, ამა­თი სიმ­ბო­ლო „შკო­და ოქ­ტა­ვი­ე­ბი“ რომ­ლი­თაც და­დი­ან, ეს შე­ნო­ბაც უნდა და­ი­ლე­წოს და და­ინ­გრეს ზუს­ტად ისე რო­გორც ეს „შკო­და ოქ­ტა­ვია“ და­ი­ლე­წე­ბა ახლა“, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა 166-ე 173-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს მუ­შა­კის კა­ნო­ნი­ე­რი გან­კარ­გუ­ლე­ბი­სად­მი ან მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

myquiz