როგორია "მთავარი არხის" ოპერატორის მდგომარეობა, რომელიც "ოცნების" შტაბში დაშავდა - ექიმის კომენტარი | Allnews.Ge

როგორია "მთავარი არხის" ოპერატორის მდგომარეობა, რომელიც "ოცნების" შტაბში დაშავდა - ექიმის კომენტარი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის“ ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც ქა­რელ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შტაბ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს და­შავ­და, ქა­რე­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

კლი­ნი­კის ექი­მის, სოსო ჩი­ბი­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, პა­ცი­ენტს მენჯ-ბარ­ძა­ყის და­ჟე­ჟი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

"პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, იკ­ვე­თე­ბა მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრის ტრავ­მა და მარ­ცხე­ნა იდაყ­ვის არე­ში ეკს­კო­რა­ცია. ამ­ჟა­მად უტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი - ექოს­კო­პი­უ­რი და რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, ზუს­ტი პა­სუ­ხი გვექ­ნე­ბა კვლე­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით არ იკ­ვე­თე­ბა მო­ტე­ხი­ლო­ბა, და­ჟე­ჟი­ლო­ბის სუ­რა­თია“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ბი­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ქა­რელ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შტაბ­ში ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რა დრო­საც "მთა­ვა­რი არ­ხის" ოპე­რა­ტო­რი ლე­ვან აბ­ლო­თია და­შავ­და. "მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ტო­რი აივ­ნი­დან გად­მო­აგ­დეს. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" აღ­ნიშ­ნულს სიც­რუ­ეს უწო­დე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ოპე­რა­ტო­რი "კი­ბის ბა­ქან­ზე მო­ა­ჯირს წა­მო­ე­დო და გა­და­ვარ­და"

myquiz