როგორ ეხმაურებიან აფხაზები გალის სკოლებში ქართული ენის ამოღებას | Allnews.Ge

როგორ ეხმაურებიან აფხაზები გალის სკოლებში ქართული ენის ამოღებას

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სკო­ლებ­ში, სა­დაც ქარ­თუ­ლი ენა ერთ საგ­ნად, უცხო ენის სტა­ტუ­სით ის­წავ­ლე­ბო­და, სრუ­ლად ამო­ი­ღეს. გა­ლის ყვე­ლა სკო­ლა რუ­სულ ენა­ზე გა­და­ვი­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ბჟა­ნი­ა­სა და პუ­ტინს შო­რის ბოლო დროს, ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის გარ­შე­მო შემ­დგა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გახ­და.

ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ლე­ლე­ბი მა­ინც ცდი­ლობ­დნენ, თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბა ქარ­თულ მხა­რეს არ­სე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ე­ღოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მათ უგა­მოც­დოთ ჩა­რი­ცხვა­სა და შემ­დეგ, უფა­სო სწავ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბო­და, მა­ინც ცდი­ლობ­დნენ, რომ შვი­ლე­ბი ქარ­თუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ. ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლე­ბი­დან ქარ­თუ­ლი ენის ამო­ღე­ბის შემ­დეგ, ისი­ნიც უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩნენ.

"მცი­რე ნა­წი­ლი, ვი­საც ნა­თე­სა­ვე­ბი ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი რუ­სეთ­ში, სა­ცხოვ­რებ­ლად ან სა­მუ­შა­ოდ ჰყავ­დათ წა­სუ­ლი, უმ­ღა­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად იქ მი­დი­ოდ­ნენ. კი­დევ უფრო მცი­რე ნა­წი­ლი, სო­ხუმ­ში აგ­რძე­ლებ­და სწავ­ლას, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა მა­ინც ქარ­თულ მხა­რეს გად­მო­დი­ო­და, რად­გან ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლის შემ­დეგ, იქ და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვაც უჩ­ნდე­ბო­დათ.

არ ვიცი, რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს შე­ზღუდ­ვა მო­ზარ­დებ­ზე. ორი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს - პირ­ვე­ლი, რო­გორც კი ბავ­შვი სას­კო­ლო ასა­კის გახ­დე­ბა, ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხი ქარ­თულ მხა­რეს გა­და­ვა სა­ცხოვ­რებ­ლად, რათა ბავ­შვის ინ­ტეგ­რა­ცია დრო­უ­ლად მოხ­დეს...

241813120-153468910275718-6622260837971437737-n-67834-1631679748.jpg

მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი ასე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს - დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, იმი­ტომ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა სიმ­წრით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სახლ-კარი არ და­ტო­ვონ, ან სო­ხუ­მის ე.წ. უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­უშ­ვე­ბენ შვი­ლებს, ან რუ­სეთ­ში, ნა­თე­სა­ვებ­თან, სა­დაც პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­ღა­ზი­ებ­ში, ზო­გა­დად, სა­ვაჭ­რო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ექ­ნე­ბათ..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი გა­ლე­ლი.

კი­დევ ერთი მათ­გა­ნის თქმით, ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დის­თვის წინა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ წინა გუნ­დის და­წყე­ბულ გზას გაჰ­ყვა.

"ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ ცვლი­ან გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბას, თო­რემ ამ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბი გა­საკ­ვი­რიც არის. თუ ხა­ჯიმ­ბა და მისი გუნ­დი, წა­რა­მა­რა კე­ტავ­და ენ­გუ­რის გზას, ბჟა­ნი­ას გუნ­დი ბევ­რად ლო­ი­ა­ლუ­რია ჩვენს მი­მართ" - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მე­ლიც სო­ფელ ჭუ­ბურ­ხინ­ჯში ცხოვ­რობს.

ფოტო: სპუტ­ნი­კიგა­ლის რა­ი­ო­ნის სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის შე­ზღუდ­ვა ჯერ კი­დევ რაულ ხა­ჯიმ­ბას დრო­ინ­დელ­მა კადრმა, თე­მურ ნა­და­რა­ი­ამ და­ი­წყო, რო­მე­ლიც გა­ლის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის პოსტზე მუ­შა­ობ­და. ნა­და­რა­ი­ას რა­დი­კა­ლუ­რად ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­წყო­ბე­ბი თა­ვად აფხა­ზებ­საც კი აღი­ზი­ა­ნებ­დათ.

აფხა­ზე­ბის თქმით, 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვერც ერ­თმა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ" ვერ შეძ­ლო გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ნარ­ჩენ აფხა­ზეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცია და ეს პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დე­ბა...

"გა­ლის რა­ი­ო­ნი, არც სა­ქარ­თვე­ლოს ეკუთ­ვნის არც აფხა­ზეთს. ვი­საც რო­გორც და სა­დაც მი­უ­ხერ­ხდე­ბო­და, ისე იღებ­და გა­ნათ­ლე­ბას. ასე რომ, ძა­ლი­ან სწო­რად იქ­ცე­ვა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თუ აფხა­ზე­თის ნა­წი­ლი არი­ან, კე­თი­ლი ინე­ბონ და ადაპ­ტირ­დნენ. საკ­მა­რი­სია, ამ­დე­ნი ცალ­კე ავ­ტო­ნო­მია რომ ჰქონ­დათ..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლუ­ი­ზა ცკუა.

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ახ­ლო­ე­ბის ერთ-ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. აი, ჩვენც ვმუ­შა­ობთ, უმ­ცი­რე­სო­ბას ასე ვებ­რძვიო, ეუბ­ნე­ბი­ან... და­ვე­ლო­დოთ, რა მოხ­დე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც სომ­ხე­ბი მო­ი­თხო­ვენ სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლებს" -აღ­ნიშ­ნავს ზურა ად­ლე­ი­ბა.

myquiz