ლოლიტა დანილინა რუსეთიდან ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან სტუმრად, ბატონ მიშასაც გავაცანი" - მეუფე ნიკოლოზი სუს-ის ჩანაწერებზე | Allnews.Ge

ლოლიტა დანილინა რუსეთიდან ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან სტუმრად, ბატონ მიშასაც გავაცანი" - მეუფე ნიკოლოზი სუს-ის ჩანაწერებზე

12 სექ­ტემ­ბერს, გვი­ან ღა­მით ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, ღია პორ­ტალ­ზე 300-მდე ფა­ი­ლი აიტ­ვირ­თა. სა­უ­ბა­რია სამი ათა­სამ­დე დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხე­ბა.

სუს-იდან გა­ჟო­ნილ მა­სა­ლებ­ში, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო იერ­არ­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბის ფა­რულ მი­ყუ­რა­დე­ბას შე­ე­ხე­ბა, 100-მდე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეა ინ­ფორ­მა­ცია. სუს-ის სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებ­ში კუ­მურ­დოს, კა­რი­სა და ახალ­ქა­ლა­ქის მიტ­რო­პო­ლი­ტი ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვი­ლიც ფი­გუ­რი­რებს, რო­მელ­საც უწყე­ბა რუ­სე­თის აგენ­ტო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ოპე­რა­ტი­ულ ცნო­ბა­ში წე­რია, რომ მე­უ­ფე დიდი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ლო­ლი­ტა და­ნი­ლი­ნას ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, ასე­ვე პატ­რი­არ­ქის პი­რა­დი შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და. რო­გორც დგინ­დე­ბა, მე­უ­ფეს არა­მარ­ტო უს­მენ­დნენ, მის პი­რად მი­მო­წე­რებ­საც კი­თხუ­ლობ­დნენ. ოპე­რა­ტი­უ­ლი ცნო­ბის თა­ნახ­მად, და­ნი­ლი­ნამ მე­უ­ფე ნი­კო­ლოზს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­და­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ, 2 ივ­ლისს მოს­კო­ვი­დან 30 ათა­სი დო­ლა­რი ჩა­უ­რი­ცხა და მი­უ­თი­თა, თით­ქოს თან­ხა სა­ეკ­ლე­სიო შე­სა­წი­რის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი ადას­ტუ­რებს, რომ სუს-ის სა­ი­დუმ­ლო ფა­ი­ლებ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­უბ­რე­ბი მას­სა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს შო­რის ნამ­დვი­ლად შედ­გა, თუმ­ცა უარ­ყოფს იმას, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს, 30 ათა­სი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­სა და პატ­რი­არ­ქის შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცა.

მიტ­რო­პო­ლი­ტი ნი­კო­ლო­ზი ამ­ბობს, რომ იც­ნობს ლო­ლი­ტა და­ნი­ლი­ნას.

„ერთი პე­რი­ო­დი, ძა­ლი­ან ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და ჩემ­თან სტუმ­რად. ცხოვ­რე­ბა ისე­თია, რომ იც­ვლე­ბა რა­ღა­ცე­ბი. მას იც­ნობ­და ყვე­ლა, ვინც მე მიც­ნობს და ყვე­ლამ იცის, რომ ეს ადა­მი­ა­ნი რუ­სე­თი­დან ჩემ­თან ჩა­მო­დი­ო­და სტუმ­რად. ალ­ბათ ასე, 2007 წლი­დან, თუ 2008 წლი­დან, ზუს­ტად აღარ მახ­სოვს. ძა­ლი­ან მკა­ფიო, სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა იყო და ვინც შე­მეძ­ლო, ყვე­ლა გა­ვა­ცა­ნი. ბა­ტონ მი­შა­საც გა­ვა­ცა­ნი (იგუ­ლის­ხმე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი) იმი­ტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა", - თქვა მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

კი­თხვა­ზე, სი­მარ­თლეა თუ არა, რომ მან ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის სტუმ­რო­ბის შე­სა­ხებ ვინ­მე ლო­ლი­ტა და­ნი­ლი­ნას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა უპა­სუ­ხა:

„მე ახ­ლაც არ მაქვს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, გარ­და იმი­სა, რაც ყვე­ლამ ვი­ცით, რომ იქ კო­ვიდ ტეს­ტებს აკე­თე­ბენ, არა­ფე­რი სხვა არ ვიცი ამ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე სა­ერ­თოდ. შე­მიძ­ლია სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რი გა­ვი­ა­რო. ის, რომ ვიც­ნობ­დი ქალ­ბა­ტონ ლო­ლი­ტას, ეს ყვე­ლამ იცო­და და ამას ძა­ლი­ან კარ­გად ებ­მის ის ის­ტო­რია, რომ მე შე­იძ­ლე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვუგ­ზავ­ნო ინ­ფორ­მა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პი­რად ან­გა­რიშ­ზე რუ­სე­თი­დან შეს­რუ­ლე­ბულ ტრან­ზაქ­ცი­ას, მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, გად­მო­რი­ცხვის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, არ კეთ­დე­ბა, არ სრულ­დე­ბა ასე­თი ოპე­რა­ცია", - ამ­ბობს მიტ­რო­პო­ლი­ტი.

ფა­რულ თვალ­თა­ვალ­სა და მოს­მე­ნებს რაც ეხე­ბა, მისი სი­ტყვე­ბით, „უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი უნდა ფლობ­დეს ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ოღონდ, ამის შე­სა­ხებ არა­ვინ უნდა იცო­დეს“.

„იცით რა­შია საქ­მე? მე ჩემი ქვეყ­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურს ვენ­დო­ბი მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ისი­ნი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად იქ­ცე­ვი­ან. მინ­და, რომ გან­ვი­თარ­დეს ეს სამ­სა­ხუ­რი. არც ერთ ადა­მი­ანს არ ვიც­ნობ უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში, ვი­საც შე­უძ­ლია, რომ ასე­თი მოს­მე­ნე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს... არ ვიც­ნობ, თუ ვიც­ნობ, თქვას თვი­თონ. ჰოდა, კი­ნო­ე­ბი მაქვს ნა­ნა­ხი, ერთი ფილ­მი მაქვს ნა­ნა­ხი, სა­დაც ამ თე­მა­ზეა სა­უ­ბა­რი. ადა­მი­ანს, ქალს უნიშ­ნა­ვენ, პი­რად მცველს, რო­მე­ლიც ამ ქალს კა­მე­რას უყე­ნებს ტუ­ა­ლეტ­ში. ეს ქალი გა­და­ი­რე­ვა ამა­ზე, რას ჰქვია, მე არ მჭირ­დე­ბაო! თქვენ ჩემი დაც­ვის ობი­ექ­ტი ხართ, ამი­ტომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა თქვენ­ზე თავ­დას­ხმას სად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. ეს იქ­ნე­ბა ტუ­ა­ლე­ტი, თქვე­ნი სა­ძი­ნე­ბე­ლი, მე ყვე­ლაფ­რი უნდა ვი­ცო­დეო, მე ეს მეს­მის, მე ამას ვე­თან­ხმე­ბი, თუ ჩვენ ვართ დაც­ვის ობი­ექ­ტი", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

სკან­და­ლურ მოვ­ლე­ნას ფბ-ზე სტა­ტუ­სით გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე:

"ძა­ლი­ან ცუ­დია, თუ სი­მარ­თლეა უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ისე, ზო­გი­ერ­თი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ფაბ­რი­კა­ცი­ე­ბიც ბევ­რი გვი­ნა­ხავს, ცი­ლის­წა­მე­ბე­ბიც. სამ­წუ­ხა­როდ, თა­ვად ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა შეგ­ვაჩ­ვი­ეს, რომ ახა­ლი ამ­ბე­ბი "იქ­მნე­ბა" და არა უბ­რა­ლოდ შუქ­დე­ბა. ტყუ­ი­ლის და მარ­თა­ლის შე­რე­ვით კი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ცი­ლის­წა­მე­ბე­ბი იქ­მნე­ბა. ამი­ტომ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ ვიჩ­ქა­რებ", - და­წე­რა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ.

AMBEBI.GE სუს-იდან გა­მო­ჟო­ნი­ლი მა­სა­ლე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას­თან და მოს­მე­ნა-თვალ­თვა­ლის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის­თვის უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გვი­პა­სუ­ხეს, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სუს-ი ამ ეტაპ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

myquiz