"საქმე სასამართლოშია" - რა ხარვეზები გამოიკვეთა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში | Allnews.Ge

"საქმე სასამართლოშია" - რა ხარვეზები გამოიკვეთა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში

გერ­მა­ნი­ა­ში, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ 208 ადა­მი­ა­ნი და­საქმდა. სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი კი­დევ 2 ქვე­ყა­ნას­თან - ის­რა­ელ­თან და საფ­რან­გეთ­თან აქვს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მუ­შა­ოდ არც ერ­თგან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ გამ­გზავ­რე­ბუ­ლან. რო­გორც "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­აწ­ვდი­ან.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნუ­ლი მხა­რის მიერ ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა, მათ შო­რის, სა­შე­მოდ­გო­მო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე. "შე­სა­ბა­მი­სად, და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­ა­ყე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას საქ­მის კურ­სში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და სტა­ტის­ტი­კის შე­სა­ხებ“, - ამ­ბო­ბენ სა­ა­გენ­ტო­ში.

გარ­და გერ­მა­ნი­ი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მით მიგ­რა­ცი­ა­ზე შე­თან­ხმე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი კი­დევ 2 ქვე­ყა­ნას­თან აქვს - ის­რა­ელ­თან და საფ­რან­გეთ­თან. ის­რა­ელ­ში ძი­რი­თა­დად შინ მოვ­ლის სფე­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით, საფ­რან­გეთ­ში კი, რო­გორც და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ "პრო­ფე­სი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ვრცე­ლია“. თუმ­ცა "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად რა პრო­ფე­სი­ებ­ზეა ლა­პა­რა­კი სა­ა­გენ­ტო­ში ვერ და­ა­კონ­კრე­ტეს.

"კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის და რა ვა­დით გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი შე­თან­ხმე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ამის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ა­გენ­ტო, რო­დე­საც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი აწარ­მო­ე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბას გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ქვეყ­ნებ­თან (ძი­რი­თა­დად ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან) დრო­ე­ბი­თი ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე. ისე რო­გორც ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ქვე­ყა­ნას­თან და რა პი­რო­ბებ­ზე მოხ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­დეს "ბიზ­ნესპრეს­ნუსს“ უწყე­ბა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გერ­მა­ნი­ა­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბა­ზე ასი ათა­სამ­დე ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქემ გა­ი­ა­რა რე­გის­ტრა­ცია და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე. იყო მო­ლო­დი­ნი, რომ მარ­ტო წელს სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე 5 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­ემ­გზავ­რე­ბო­და. ოპ­ტი­მიზ­მი ნელ-ნელა იკ­ლებ­და, ბოლო დროს მხო­ლოდ 500 იღ­ბლი­ან­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ.

ჩვენ რამ­დე­ნი­მე რე­გის­ტრა­ცია გავ­ლი­ლი გა­მოვ­კი­თხეთ, რო­მელ­თა თხოვ­ნით ვი­ნა­ო­ბას არ ვა­სა­ხე­ლებთ. სერ­გო ნ. ამ­ბობს, რომ გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე რე­გის­ტრა­ცია ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ი­ა­რა იმ მიზ­ნით, რომ პო­ტენ­ცი­ურ წამ­სვლელ­თა პირ­ვე­ლი­ვე კა­ლა­თა­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. მი­სი­ვე თქმით, იო­ბის მოთ­მი­ნე­ბით ლო­დი­ნი დღემ­დე ამაო აღ­მოჩ­ნდა.

"ერთ-ერთ გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ სტრუქ­ტუ­რა­ში ვმსა­ხუ­რობ. მი­ვე­დი, ვი­კი­თხე მე­გობ­რებ­ში და უმე­ტე­სო­ბას ჩემ­სა­ვით გერ­მა­ნულ და­საქ­მე­ბა­ზე რე­გის­ტრა­ცია გავ­ლი­ლი ჰქო­ნია. ასე და­ვას­კვე­ნით, რომ სამ­სა­ხუ­რის მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვარს უკე­თეს სა­შო­ვარ­ზე გაღ­წე­ვა უნ­დო­და; იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ნა­წი­ლი არ აღი­ა­რებ­და. მა­ლე­ვე ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს გა­უ­მარ­თლა და გერ­მა­ნი­ის ნაც­ვლად პო­ლო­ნეთ­ში აღ­მოჩ­ნდა, კერ­ძო ტყის მცვე­ლად (რე­ინ­ჯე­რად). მფლო­ბელ­მა ქარ­თვე­ლე­ბის ხუთ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ჩა­იყ­ვა­ნა და კარ­გა­დაც უხ­დის. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი დას­წრე­ბა­ზეა ამ ქა­ლაქ­ში“, - ამ­ბობს ის.

ნიკო გ-მაც რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არც მას შეხ­მი­ა­ნე­ბი­ან:

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, დიდი იმე­დი არც მაქვს, რად­გან მსუ­ბუ­ქი მუხ­ლით ნა­სა­მარ­თლე­ვი ვარ და ვა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით გა­სუ­ლი არ მაქვს. იქ რე­გის­ტრა­ცი­ის ერთ-ერთი პუნ­ქტი იყო ნა­სა­მარ­თლო­ბის ცნო­ბის წარ­დგე­ნა; თან გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­მა­ლოთ, მერე მა­ინც გა­და­ვა­მოწ­მებ­თო. მეც არ და­მი­მა­ლავს. არ ვიცი, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე რამ­დე­ნად იმოქ­მე­დებს“.

სოსო ბ.-ს თქმით, რე­გის­ტრა­ცია გავ­ლილს ორი თვის წინ და­უ­რე­კეს, გა­სამ­გზავ­რებ­ლად სა­ბუ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა სთხო­ვეს. ეგო­ნა მალე წა­ვი­დო­და, ასე არ მომ­ხდა­რა:

"ჩემი სა­ბუ­თე­ბის გაგ­ზავ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­ველ ნა­კად­ში ვერ მოვ­ხვდი. არ ვიცი, მან­დაც ჩა­წყო­ბი­თაა, თუ რა ხდე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია ვნა­ხე 95 ათა­სი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი­დან აქამ­დე სულ 200 კაცი წა­სუ­ლა და ასე­თი ტემ­პით გაგ­რძელ­დე­ბაო, რას გა­ი­გებ. რო­გორც ვიცი, პო­ლო­ნეთ­შიც კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბაა, უბ­რა­ლოდ ნორ­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი უნდა გა­მო­ძებ­ნო. ერ­თია, პო­ლო­ნეთ­ში დიდი ხნით მო­მი­წევს ყოფ­ნა, სამ­თვი­ა­ნი გერ­მა­ნია მერ­ჩივ­ნა. მაგ­რამ აქა­უ­რი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ისე­თი ჰყავთ, სა­რე­ზერ­ვო სი­ა­ში კი არა, სა­ბუ­თე­ბი რომ არ გა­ეგ­ზავ­ნა, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა. წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს, სად არის და რა უნდა აკე­თებს. ახლა ისევ და­მი­რე­კეს, გერ­მა­ნი­ა­ში მე­ო­რედ გაგ­ზავ­ნეს ჩემი სა­ბუ­თე­ბი“.

ამ ლო­დინ­ში სო­სომ ად­გილ­ზე, კა­ხეთ­ში­ვე მო­ძებ­ნა სა­მუ­შაო და უკ­მა­ყო­ფი­ლოც არ არის.

"აქაც შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბა თუ მო­ინ­დო­მებ. რა­ღაც ბრი­გა­დე­ბი ყო­ფი­ლა, და­დი­ან დიდ ნაკ­ვე­თებ­ში და მო­სა­ვალს იღე­ბენ, რგა­ვენ, სა­გა­ზა­ფხუ­ლო, სა­შე­მოდ­გო­მო სა­მუ­შა­ო­ებს ეწე­ვი­ან. ასეთ ბრი­გა­და­ში დღე­ში 45 ლარს მიხ­დი­ან, 7 სა­ა­თი სა­მუ­შაო, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი დას­ვე­ნე­ბა - არც ვიზა მჭირ­დე­ბა, არც აცრა. სო­ფელ­ში თვე­ში 1200 ლარი ძა­ლი­ან კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბაა. ქი­ზიყ­ში, ახლო-მახ­ლო­ში დავ­დი­ვართ, მაგ­რამ როცა სა­ჭი­როა შორ­საც მი­დი­ან - თე­ლა­ვი, სა­ბათ­ლო... ზოგს უჭირს მუ­შა­ო­ბა, მე თით­ქმის არ ვიღ­ლე­ბი. ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლე­ბენ. თურ­მე ბოლო წლებ­ში სულ მუ­შა­ო­ბენ. ბრი­გა­დი­რებს აჰ­ყავთ ბრი­გა­და, ისი­ნი ელა­პა­რა­კე­ბი­ან დამ­საქ­მე­ბელს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, თით­ქმის ყვე­ლა ბრი­გა­დი­რი ქა­ლია. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სის­ტე­მაა, ყო­ველ დღე სა­მუ­შა­ოს დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე იღებ თან­ხას. სა­მეგ­რე­ლო­დან ჩა­მო­დი­ან მუ­შე­ბი რთველ­ში, რად­გან თურ­ქეთ­ში გა­დაგ­დე­ბა "მო­სუ­ლა“. აქ უფრო და­ცუ­ლი ხარ, ოღონდ კერ­ძო პირ­თან. კომ­პა­ნი­ე­ბი აქაც თურ­მე მა­ი­მუ­ნო­ბენ ფუ­ლის ამ­ბავ­ში, შარს მოგ­დე­ბენ და გაკ­ლე­ბენ თან­ხას“, - გვე­უბ­ნე­ბა სოსო.

Ambebi.ge ამ თე­მა­ზე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

petriashvili11-47417-1631525431.jpg

- გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ და ად­გილ­ზე გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დად­გნენ. ერთი იყო წი­ნას­წარ და­ნა­პი­რე­ბი და მე­ო­რე რე­ა­ლო­ბა, რა­შიც აღ­მოჩ­ნდნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, ამან პროგ­რა­მის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნა. თო­რემ და­საქ­მე­ბა ისე­თი ტი­პის ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც გერ­მა­ნი­აა (ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როა), არ შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად შე­ფას­დეს. ვფიქ­რობ, უპირ­ვე­ლე­სად სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბით მოხ­და ის, რაც მოხ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი ღირ­სე­უ­ლად იპო­ვი­ან სა­მუ­შაო ად­გილს, უკა­ნაც დაბ­რუნ­დე­ბი­ან და ამ თვლა­საზ­რი­სით ფორ­მა­ლურ და­საქ­მე­ბას პროფ­კავ­ში­რი უარ­ყო­ფი­თად ნამ­დვი­ლად არ აფა­სებს.

- რომ და­ვა­ზუს­ტოთ, იქ რა პრობ­ლე­მა გა­მო­იკ­ვე­თა?

- რო­გორც იცით, სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში გვაქვს შე­ტა­ნი­ლი გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, ად­ვო­კა­ტი­რე­ბას ვუ­წევთ. მათი რო­გორც მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სე­ბის, ისე სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის კონ­ტრაქ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლი პი­რო­ბე­ბი იყო დარ­ღვე­უ­ლი.

- გერ­მა­ნი­ა­ში დარ­ჩე­ნი­ლებ­ში თუ გა­მოს­წორ­და ასე­თი ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი?

- ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ და სხვა­დას­ხვა დამ­საქ­მებ­ლე­ბი ჰყავ­დათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრობ­ლე­მა ყვე­ლას არ ჰქონ­და. ვი­საც ჰქონ­და, ნა­წი­ლი დაბ­რუნ­და. მე­ო­რე ნა­წი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ამ უა­რე­სი პი­რო­ბე­ბით გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა, რათა გა­სამ­გზავ­რებ­ლად აღე­ბუ­ლი ვა­ლე­ბი მა­ინც და­ე­ფა­რათ. ამის­თვის მუ­შა­ო­ბა ცუდ პი­რო­ბებ­ში გა­აგ­რძე­ლეს. ნა­წილს ნორ­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო და პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

- ვის­ზეც სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი გაქვთ შე­ტა­ნი­ლი, პერ­სპექ­ტი­ვა რო­გო­რია?

- აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­გებთ. თუ ჩვენს სტა­ტის­ტი­კას თვალ­ყურს ადევ­ნებთ, პროფ­კავ­ში­რებს სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბის ლა­მის 98% მო­გე­ბუ­ლი გვაქვს, რაც კი შე­ვი­ტა­ნეთ. ბუ­ნებ­რი­ვია, აქაც ყვე­ლა­ფე­რი შა­ვით თეთრზე იკი­თხე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნებს ერთს დაჰ­პირ­დნენ და მუ­შა­ო­ბა სხვა რე­ა­ლო­ბა­ში მო­უ­წი­ათ.

ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია თუნ­დაც ის, რომ გერ­მა­ნი­ა­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა იყო და ამათ ხელ­მო­წე­რილ კონ­ტრაქ­ტში ეწე­რათ უფრო და­ბა­ლი სტან­დარ­ტი, რაც გერ­მა­ნი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით იკ­რძა­ლე­ბა. ეგ­რე­ვე კა­ნონ­თან კო­ლი­ზი­ა­ში მო­დის და ბუ­ნებ­რი­ვია გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია.

რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი 9 ევრო იყოს და მე რომ თქვენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ხუთ ევ­რო­ზე გა­გი­ფორ­მოთ, ხომ მო­მი­გებთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს?

- რო­გორ უნდა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და­საქ­მე­ბის ეს პროგ­რა­მა, რათა მსგავ­სი ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი აღარ შე­იქ­მნას?

- სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას, და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო რომ ჰქვია, უფრო მეტი ამ­ბი­ცია, პატ­რი­ო­ტიზ­მი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი უნდა ჰქონ­დეს. როცა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა ხალ­ხი აქ ნორ­მა­ლუ­რად და ღირ­სე­უ­ლად და­საქმდეს, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ხე­ლი­დან არ უნდა გა­უშ­ვას. თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, ბი­უ­ჯე­ტიც საკ­მა­რი­სად აქვთ, რომ თვა­ლი მი­ე­დევ­ნე­ბი­ნათ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, თუნ­დაც იმის­თვის გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რომ სხვა მსურ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, პირ­ვე­ლი რი­გის გამ­გზავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბა ან­ტი­რეკ­ლა­მა არ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

- ის­რა­ელ­თან და საფ­რან­გეთ­თან ხელ­მო­წე­რი­ლი პროგ­რა­მა ჯე­რაც და­წყე­ბუ­ლი არ არის...

- ის­რა­ელ­თან ახა­ლი ხელ­მო­წე­რი­ლია. საფ­რან­გეთს რაც შე­ე­ხე­ბა, კარ­გა ხა­ნია ქვე­ყა­ნას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა (და­ახ­ლო­ე­ბით ათი წე­ლია), რომ 700-მდე მო­ქა­ლა­ქე ასე­თი­ვე კარ­გი პი­რო­ბე­ბით გაგ­ზავ­ნოს. საფ­რან­გე­თის მხა­რე ვალ­დე­ბუ­ლია, რომ ზუს­ტად ის პი­რო­ბე­ბი და­უკ­მა­ყო­ფი­ლოს, რაც მი­სი­ვე მო­ქა­ლა­ქეს აქვს ქვე­ყა­ნა­ში. აი ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რა­ტომ არ ხდე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს უნდა ვკი­თხოთ, რად­გან ჩემ­თვი­საც პა­სუ­ხე­ბი ბუნ­დო­ვა­ნია და ვერ ვი­გებთ, რა­ღაც ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ის­რა­ელს, ვიცი ძა­ლი­ან მალე და­ი­წე­ბა პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ambebi.ge