"ვემუდარებოდი, ესუნთქა... ექთანს და ქირურგს დახმარება ვთხოვე, მაგრამ პასუხი ცივი უარი იყო... სიმწრისგან ჩავიკეცე" - ექთანი კოვიდით გარდაცვლილი მამის უმძიმეს დღეებზე | Allnews.Ge

"ვემუდარებოდი, ესუნთქა... ექთანს და ქირურგს დახმარება ვთხოვე, მაგრამ პასუხი ცივი უარი იყო... სიმწრისგან ჩავიკეცე" - ექთანი კოვიდით გარდაცვლილი მამის უმძიმეს დღეებზე

ექთა­ნი ქე­თე­ვან ცა­ლუ­ღე­ლაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მის, კლი­ნი­კა­ში გა­ტა­რე­ბულ მძი­მე დღე­ებს აღ­წერს, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა:

“დღეს მე­ცხრე დღეა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მა­მას სულს ან­გე­ლო­ზე­ბი უფალ­თან მე­ო­რედ წა­რად­გე­ნენ...

ეს ფოტო გა­და­ვი­ღე იმ მიზ­ნით, რომ რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბით დას­რულ­დე­ბო­და სი­ა­მა­ყით და­მე­დო, თუ რო­გორ გა­ვი­მარ­ჯვეთ ერ­თად ყვე­ლა სნე­უ­ლე­ბა­ზე. თუმ­ცა, სცე­ნა­რი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და, მა­მი­კომ დაგვტო­ვა, მაგ­რამ არას­დროს ვი­ტყვი, რომ ჩვენ დავ­მარ­ცხდით, იმის მერე, რაც უფალ­მა მამა გა­იყ­ვა­ნა ამ წუ­თი­სოფ­ლი­დან, კი­დევ უფრო მე­ტად დავ­რწმუნ­დი, რომ მამა კი არ და­მარ­ცხდა, არა­მედ გა­ი­მარ­ჯვა (ამა­ში ორ­მა­გად მარ­წმუ­ნებს ის მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღი­დან და­ი­წყო და რა­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ მოვ­ყვე­ბი სა­ჯა­როდ) გა­ი­მარ­ჯვა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბით ამ წარ­მა­ვალ დრო­ე­ბა­ზე და ამ­გვა­რად მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლე შე­ი­ძი­ნა.

მამა გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა.

იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ ბავ­შვო­ბი­დან არას­დროს მა­ში­ნებ­და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ფიქ­რი და თავი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მე­გო­ნა, მა­მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც უფ­ლე­ბა მქონ­და სა­კუ­თა­რი ხე­ლე­ბით მო­მევ­ლო მის­თვის, დავ­რწმუნ­დი, რომ ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, მე­ზი­ზღე­ბო­და სა­ტუ­რა­ცი­ის სა­ზო­მი აპა­რა­ტი, რომ­ლის ერთი ნიშ­ნუ­ლის ცვლი­ლე­ბაც კი გულს მი­ხეთ­ქავ­და, მა­მას უზარ­მა­ზარ ჭრი­ლო­ბას მუ­ცელ­ზე ხში­რად სრუ­ლი­ად მარ­ტო ვუ­მუ­შა­ვებ­დი, რაც პირ­ველ დღეს სა­ერ­თოდ ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, იმი­ტომ რომ რო­დე­საც პირ­ვე­ლად ვნა­ხე ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან გავ­ფით­რდი და ჩა­ვი­კე­ცე, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ მა­მას ჰა­ე­რი­ვით ვჭირ­დე­ბო­დი და მის­თვის უნდა გა­მეძ­ლო ეს მძი­მე დღე­ე­ბი.

17 აგ­ვის­ტო­დან და­ვი­წყე ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ იმის­თვის, რომ მამა სახ­ლში ჯან­მრთე­ლი და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა და დე­დას ცრემ­ლე­ბი აღარ და­მე­ნა­ხა.

21 აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლად მე­გო­ნა, რომ მამა მტო­ვებ­და, უც­ბად შე­უძ­ლოდ გახ­და, ტემ­პე­რა­ტუ­რამ აუ­წია, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა, მთხო­ვა ხელი ჩა­მე­კი­და და რამე კარ­გზე მე­ლა­პა­რა­კა - “დე­და­ზე მე­ლა­პა­რა­კე, მა­რი­ა­მზე მე­ლა­პა­რა­კე, ნი­კა­ზე მე­ლა­პა­რა­კე, თი­ა­ნეთ­ზე მე­ლა­პა­რა­კე…”

ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ბურ­თი მახ­რჩობ­და და მი­ხა­რო­და ჩემს ცრემ­ლი­ან თვა­ლებს რომ ვერ ხე­დავ­და, მაგ­რამ აკან­კა­ლე­ბულ ხმას ვე­რა­ფერს ვშვე­ლო­დი, უც­ბად მა­მას გა­ბუ­ჟე­ბა და­ე­წყო, თქვა რომ სა­სი­ა­მოვ­ნო სიმ­სუ­ბუ­ქეს გრძნობ­და, ტი­რი­ლით გავ­ვარ­დი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­თან და მა­მას საშ­ვე­ლად და­ვუ­ძა­ხე, მა­შინ გა­დავ­რჩით…

23 აგ­ვის­ტო

მა­მამ დი­ლით ადრე და­რე­კა და და­ი­ბა­რა: - დღეს ქე­თე­ვა­ნი ადრე მო­ვი­დე­სო, ეს უკვე ცუ­დად მე­ნიშ­ნა, პირ­ვე­ლი ის იყო, რომ მივ­ხვდი იმ არა­ა­და­მი­ა­ნი ექთ­ნის მო­რი­გე­ო­ბა იყო, ვი­სიც მა­მას სიკ­ვდი­ლი­ვით ეში­ნო­და, მე­ო­რე კი ად­გილ­ზე მი­სულს დახ­ვედ­რი­ლი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა, მამა ჭრი­ლო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი სის­ხლნა­რე­ვი სი­თხით დას­ვე­ლე­ბულ თეთ­რე­ულ­ში იწვა, ექთანს და ქი­რურგს დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე, მაგ­რამ პა­სუ­ხი ცივი უარი იყო, მხო­ლოდ და მხო­ლოდ მისი და­ბა­ლი სა­ტუ­რა­ცი­ის გამო (თუმ­ცა მა­მას მო­წეს­რი­გე­ბა­ში იმ წუ­თას ეს სა­ერ­თოდ ხელს არ გვიშ­ლი­და) სიმ­წრის­გან მინ­დო­და და­მეხრჩო ის ექი­მე­ბი ასე­თი გულ­ცი­ვო­ბის­თვის, მათ­თვის მამა ერთ-ერთი რი­გი­თი პა­ცი­ენ­ტი იყო - ჩემ­თვის კი ყვე­ლა­ფე­რი.

იმ დი­ლას ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტომ გა­ვა­კე­თე, ჭრი­ლო­ბა სულ მარ­ტომ და­ვუ­მუ­შა­ვე, სიმ­წრის ოფლი მას­ხამ­და, მინ­დო­და ხმა­მაღ­ლა მეღ­რი­ა­ლა, მაგ­რამ ერთი ცრემ­ლიც არ ჩა­მო­ვაგ­დე, იმი­ტომ რომ ვი­ცო­დი მამა მი­ყუ­რებ­და და თი­თო­ე­ულ ჩემს მოძ­რა­ო­ბას და­ძა­ბუ­ლი აკ­ვირ­დე­ბო­და, ვეხ­ვე­წე­ბო­დი მშვი­დად ყო­ფი­ლი­ყო, რომ სუნ­თქვა არ აჩ­ქა­რე­ბო­და, რად­გან ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად სა­ტუ­რა­ცი­ის კლე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და, მი­თხრა: - არ ინერ­ვი­უ­ლო, ნახე ახლა 90-ზე თუ არ ავ­წი­ოო და არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი მო­ნი­ტორ­ზე 92-ზე აი­წია სა­ტუ­რა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მშვი­დო­ბით და­ვამ­თავ­რეთ ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რამ 15 წუთ­ში და­ი­წყო ჯო­ჯო­ხე­თი, მა­მას სუნ­თქვა სულ უფრო და უფრო გა­უძ­ნელ­და, მთხო­ვა წყა­ლი მო­მეს­ვა სა­ხე­ზე და ნელ-ნელა გა­ლურ­ჯე­ბა და­ი­წყო, ექთ­ნებს და­ვუ­ძა­ხე საშ­ვე­ლად და მა­მას შუბ­ლის, ყუ­რე­ბის, მხრე­ბის გი­ჟი­ვით ზელ­ვა და­ვი­წყე, ვე­მუ­და­რე­ბო­დი, რომ ესუნ­თქა, ესუნ­თქა და კი­დევ ესუნ­თქა, ამ დროს მა­მას ტე­ლე­ფონ­ზე დე­დას­გან ზარი შე­მო­ვი­და, თუმ­ცა სა­პა­სუ­ხოდ არა­ვის ეცა­ლა (რო­გორც შემ­დეგ გა­ვი­გე ზუს­ტად მაგ წუ­თებ­ში, რო­დე­საც მამა კი­ნა­ღამ ხე­ლებ­ში ჩა­მაკ­ვდა, მას­ზე დარ­დის­გან დედა სახ­ლში ჩა­კე­ცი­ლა და ცუ­დად გამ­ხდა­რა).

მამა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ცო­ცხა­ლი შე­ვი­ყავ­ნეთ, თუმ­ცა ეს იყო და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი… 13 დღე ყვე­ლა ჩვე­ნი კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლი, ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ყვე­ლა მო­ნას­ტე­რი, სა­დაც ხმა მი­მიწ­ვდე­ბო­და მა­მამ ერთ მუშ­ტად შეგ­ვკვრა და ერთი მიზ­ნის­თვის გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა, რომ კი­დევ გაგ­ვთე­ნე­ბო­და ერ­თად ჩემს ოჯახს ლა­მა­ზი დღე­ე­ბი…

…4 სექ­ტემ­ბერს მა­მა­ჩე­მი უფალ­მა გა­იყ­ვა­ნა და მა­რა­დი­ულ სი­ცო­ცხლეს აზი­ა­რა.

ჩვენ დარდს ორი გა­რე­მო­ე­ბა ამ­სუ­ბუ­ქებს: ერთი რომ მა­მას სული უკ­ვდა­ვია და მას­თან გან­შო­რე­ბა არაა მა­რა­დი­უ­ლი, და მე­ო­რე ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ მისი სა­მუ­და­მო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის გან­სა­ზღვრა­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვიზ­რუ­ნოთ მის­თვის”, - წერს ქე­თე­ვან ცა­ლუ­ღე­ლაშ­ვი­ლი.

myquiz