რა ქონებას ფლობს ეკატერინე ტიკარაძე | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პანდემიურ 2020 წელს შემოსავლის სახით 60 300 ლარი მიიღო.

ამასთან, როგორც მის მიერ 31 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მინისტრმა გასულ წელს თბილისში რამდენიმე თანამესაკუთრესთან ერთად საცხოვრებელი სახლიც შეიძინა სესხით. უძრავი ქონების ღირებულება 110 000 დოლარია და მისი 35%-იანი წილის მფლობელია ტიკარაძე.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 2 652 ლარი ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა