ვინ არის "საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი? | Allnews.Ge

ვინ არის "საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი?

გუშინ, 4 სა­ათ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყვარ­ლის ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და. ბან­კში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა. ის მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს ოთხოვ­და.

"რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბი­თაა დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს და გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს პირი, ვინც იყო ბან­კში და რო­მელ­საც ჰყავ­და მძევ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­დეს ამ ცოტა ხნის წინ შსს-ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძარ­ცველს 23 ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბამ­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი არის თე­ლა­ვის მცხოვ­რე­ბი, 49 წლის შალ­ვა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმის დროს ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ იყო. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ხელ­ყუმ­ბა­რა, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმი­სას თან ჰქონ­და, დიდი ალ­ბა­თო­ბით, საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ იყო.