"შენს სიწმინდეში ვიღაც ისაქმებს და შენიშვნის მიცემის უფლებაც არ გაქვს... მონასტერში მთვრალი მოდიან, წყვილები უხამსად იქცევიან" - აფხაზი ბერები რუსი ტურისტების წინააღმდეგ | Allnews.Ge

"შენს სიწმინდეში ვიღაც ისაქმებს და შენიშვნის მიცემის უფლებაც არ გაქვს... მონასტერში მთვრალი მოდიან, წყვილები უხამსად იქცევიან" - აფხაზი ბერები რუსი ტურისტების წინააღმდეგ

"გთხოვთ, რო­გორ­მე და­ა­რე­გუ­ლი­როთ ახალ ათონ­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის ქცე­ვის კო­დექ­სი და აუხ­სნათ მათ, რომ ეს წმინ­და ად­გი­ლია და აქ არ შე­იძ­ლე­ბა ისე მო­იქ­ცე, რო­გორც ტყე­ში, მინ­დორ­ში ან დის­კო­თე­კა­ზე", - ასე მი­მარ­თა­ვენ ახა­ლი ათო­ნის ბე­რე­ბი რუ­სულ-აფხა­ზურ ტუ­რო­პე­რა­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თი­დან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტუ­რის­ტე­ბის ჩაყ­ვა­ნით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ახა­ლი ათო­ნის ბე­რე­ბი რუსი ტუ­რის­ტე­ბის ქცე­ვით უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ არა­ერ­თხელ შეს­ჩივ­ლეს თა­ვი­ანთ მრევლსაც, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, ამ პრობ­ლე­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ნი­ხი­ლავს. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ პრობ­ლე­მას არა­ერ­თგავ­როვ­ნად აფა­სებს. ნა­წი­ლის თქმით, აფხა­ზეთ­ში სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი თა­ვა­დაც ვერ მო­რი­გე­ბუ­ლან, სად და ვის გვერ­დით ილო­ცონ. სა­უ­ბა­რია, დო­რო­თეი დბარ­სა და ბე­სა­რი­ან აპ­ლი­ას შო­რის წლე­ბის წინ და­წყე­ბულ გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ზე. აპ­ლია რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ი­სა და კრემ­ლის ფა­ვო­ტირ­ტად მი­იჩ­ნე­ვა, დო­რო­თეი დბა­რი კი "აფ­ცხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ის ცალ­კე გა­მო­ყო­ფის­თვის" იბვრძვის და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მეტი ნდო­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მი­თაც სარ­გებ­ლოს.

scale-1200-1-56780-1631190535.jpg

შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო ორად არის გა­ყო­ფი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაც. ერთი ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, ეკ­ლე­სი­ამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ტუ­რის­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი მხო­ლოდ მო­სა­ლო­ცად არ არის ჩა­მო­სუ­ლი და მათ­თვის მი­სა­ღე­ბი სა­მო­სით ვერ ივ­ლის; სხვე­ბის თქმით, კი რუს ტუ­რის­ტებს მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა მარ­თებთ, მაგ­რამ მათ ტო­ნის გამ­კაც­რე­ბას "აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ვერ უბე­დავს".

წელს ახა­ლი ათო­ნის ბე­რებ­მა ხმა კი­დევ უფრო აღი­მაღ­ლეს და "ხელმღვა­ნე­ლო­ბას" სთხო­ვეს, ტუ­რო­პე­რა­ტო­რებს მო­უ­წო­დონ, ნას­ვამ ტუ­რის­ტებს აუხ­სნან, რომ მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­ვიდ­ნენ.

scale-1200-2-56744-1631190561.jpg

"ხში­რად ვერ აც­ნო­ბი­რე­ბენ, სად არი­ან, რას აკე­თე­ბენ... ერე­ვათ გული, ან იკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სხვა ბუ­ნებ­რივ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს. არა­ერ­თხელ შევ­სწრე­ბი­ვართ ფაქტს, რო­დე­საც ფო­ტო­ე­ბის გადსა­ღე­ბად, კედ­ლებ­ზე ადი­ან... ნას­ვამ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდა წყვი­ლებს ავი­წყდე­ბათ, რომ მო­ნას­ტრის ეზო­ში, ან უშუ­ა­ლოდ მო­ნას­ტერ­ში არი­ან და უხამ­სად იქ­ცე­ვი­ან... შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე გაგ­რძელ­დეს. ეს წმინ­და ად­გი­ლია, გთხოვთ, მი­ი­ღოთ ზო­მე­ბი", - ნათ­ქვა­ია ახა­ლი ათო­ნის ბე­რე­ბის თხოვ­ნა-გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ.

მათ მი­მარ­თვას სი­ტყვი­ე­რად პა­სუ­ხო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი. მათი თქმით, ახა­ლი ათო­ნი რუსი ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ად­გი­ლია. "ამას­თან, ის მხო­ლოდ ბე­რებს არა, მთელ ქვე­ყა­ნას ეკუთ­ვნის და მათ იქ ტუ­რის­ტე­ბი სრუ­ლი­ად ლე­გა­ლუ­რად მიჰ­ყავთ".

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, თა­ვა­დაც ცდი­ლო­ბენ ტუ­რის­ტე­ბის კონ­ტროლს და მო­ლოც­ვის გარ­და, ზედ­მე­ტი არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა, მათ, ვინც და­მო­უ­კი­დებ­ლად, ხში­რად კარ­ვე­ბით ჩა­დი­ან აფხა­ზეთ­ში და მო­ნას­ტრის ახ­ლოს ჩერ­დე­ბი­ან, მათ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ აი­ღე­ბენ.

ახალ ათონ­ში რუსი ტი­ურსტე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე წერს რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა zen.yandex.ru. ავ­ტო­რის თქმით, აფხა­ზეთ­ში პირ­ვე­ლად არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ წელს ახალ ათონ­ში, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა დახ­ვდა.

"წარ­მოდ­გე­ნი­ლი მქონ­და, რომ ახალ ათონ­ში მშვი­დი, წყნა­რი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ბე­რე­ბი დაგ­ვხდე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ კე­ლი­ებ­ში მშვი­დო­ბის­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი. რომ არა­ფე­რი ვთქვათ, საკ­მა­ოდ უკ­მეხ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, აგ­რე­სი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, "ვი­ღა­ცე­ე­ბი" ახა­ლი ათო­ნის პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და იქვე მდე­ბა­რე კა­ფე­ებ­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში პირ­და­პირ გა­ტყა­ვე­ბენ. თან ამ ფას­ში ისე უხე­შად გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რომ ნა­ყიდ ნივ­თებს თუ პროდ­ქუტს, პირ­და­პირ სა­ხე­ში გეს­ვრი­ან.

scale-1200-56793-1631190623.jpg

მეს­მის, რომ ჩვე­ნი ტუ­რის­ტე­ბიც მთლად გა­და­სა­რე­ვად არ იქ­ცე­ვი­ან, მაგ­რამ სტუმ­რე­ბის ასე მი­ღე­ბა, მცი­რე­დი პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მოხ­ტა­ვის გა­რე­შე, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი მგო­ნია. ზუს­ტად ვიცი, რომ იქ მე და სხვა ბევ­რიც, მეტ­ჯერ აღარ ჩავა", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

აფხა­ზე­ბის თქმით, თა­ვა­დაც შეს­წრე­ბი­ან ტუ­რის­ტე­ბის მხრი­დან მი­უ­ღე­ბელ ქცე­ვას. ზოგ­ჯერ შე­ნიშ­ვნაც მი­უ­ცი­ათ და საქ­მე სი­ტყვი­ერ ან ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­მა­დეც მი­სუ­ლა.

"თა­ვად შე­ვეს­წა­რი, რო­გორ იქ­ცე­ოდ­ნენ რუსი ტუ­რის­ტე­ბი და რო­დე­საც ყვე­ლამ ერ­თად შე­ვუ­ტი­ეთ, მათ­მა მე­გობ­რებ­მა აქ­ცენ­ტი მა­ღალ ფა­სებ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს. ნას­ვა­მი რუ­სე­ბი კი, იქვე და­ძი­ნე­ბას აპი­რებ­დნენ. სხვა დე­ტა­ლე­ბის მო­ყო­ლის­გან ამ­ჯე­რად თავს შე­ვი­კა­ვებ", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ალი­ას კიც­ბა.

"უკვე ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე ვხე­დავ და ვგრძნობ მათ უპა­ტივ­ცემ­ლო­ბას ჩვე­ნი ხალ­ხის, წარ­სუ­ლის, ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რის მი­მართ. ასე მგო­ნია, აქ ჩა­მო­დი­ან მხო­ლოდ იაფი ფა­სე­ბის, ღვი­ნი­სა და არ­ყის გამო. სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა მი­პყრობს, რად­გან არაფ­რის შეც­ვლა არ შე­მიძ­ლია. შენს სიწ­მინ­დე­ში ვი­ღაც ისაქ­მებს, შენ კი შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მის უფ­ლე­ბაც არ გაქვს, რად­გან ვერც გი­ცა­ვენ და ვერც უფრთხილ­დე­ბი­ან მას", - წერს ელე­ნე დბა­რი.

ambebi.ge