არის თუ არა ახალაცრილი ადამიანი კორონავირუსის გამავრცელებელი და ქვეითდება თუ არა იმუნიტეტი აცრიდან 1-ლი ორი კვირა - ექიმების პასუხები პოპულარულ მითებზე | Allnews.Ge

არის თუ არა ახალაცრილი ადამიანი კორონავირუსის გამავრცელებელი და ქვეითდება თუ არა იმუნიტეტი აცრიდან 1-ლი ორი კვირა - ექიმების პასუხები პოპულარულ მითებზე

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­თის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა ახა­ლი გა­კე­თე­ბუ­ლი აქვთ, კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ამ მო­საზ­რე­ბის პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ან, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ვაქ­ცი­ნა ვირუ­სის ცო­ცხალ უჯრე­დებს შე­ი­ცავს და ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ კი­დევ უფრო მრავ­ლდე­ბა. მე­ო­რე მი­თის მი­ხედ­ვით, ახ­ლად ვაქ­ცი­ნა­გა­კე­თე­ბუ­ლებს პირ­ვე­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­ნი­ტე­ტი მკვეთ­რად უქ­ვე­ით­დე­ბათ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი არც ერთ მო­საზ­რე­ბას სი­ნამ­დვი­ლეს­თან კავ­ში­რი არ აქვს.

"უკვე მე­რამ­დე­ნე პა­ცი­ენ­ტი მე­უბ­ნე­ბა, რომ ვი­ღა­ცე­ე­ბი ურ­ჩე­ვენ, ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ მო­ე­რი­დოს გარ­შე­მომ­ყო­ფებს. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ეს რჩე­ვა იმით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მა­შინ­ვე არ არის და­ცუ­ლი და ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი კვლავ აქვს. თუმ­ცა ბო­ლოს გა­ვარ­კვიე, რომ ზოგს სჯე­რა, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა სა­ში­ში იყოს გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის, ანუ თვი­თონ და­ი­წყოს ვირუ­სის გა­მო­ყო­ფა. ზოგ­ჯერ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იკე­თე­ბენ PCR-ს და როცა შე­დე­გი და­დე­ბი­თია, გო­ნი­ათ, რომ ეს სწო­რედ ვაქ­ცი­ნის გა­მოა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნა PCR-ის და­დე­ბით შე­დეგს, ცხა­დია, ვერ გა­მო­იწ­ვევს", - და­წე­რა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა მაია ბუ­წაშ­ვილ­მა.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი და­ვით მურ­ვა­ნი­ძე გვიხ­სნის, რა­ტომ ვერ გახ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­გა­კე­თე­ბუ­ლი პირი ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი.

არც ერთი ვაქ­ცი­ნა არ შე­ი­ცავს ცო­ცხალ, აქ­ტი­ურ ვირუ­სის უჯრე­დებს. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ვაქ­ცი­ნა­გა­კე­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვერ გახ­დე­ბა გა­დამ­ტა­ნი. თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, არ აქვს ვირუ­სი და შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ფერ­საც ვერ გა­მო­ყოფს. მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ასე­თია : ვაქ­ცი­ნის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნი არ ავად­დე­ბა ამ კო­რო­ნა­ვირუ­სით, პი­რი­ქით - აცრა ადა­მი­ანს იცავს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა თით­ზე და­იხ­ვი­ეს ის ფაქ­ტი, რომ ახა­ლაც­რილ ადა­მი­ა­ნებს კორ­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. თუმ­ცა ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ასეთ შემ­თხვე­ა­ში საქ­მე სხვა რა­მე­შია. ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბი­დან 4-5 დღე მა­ინც უნდა გა­ვი­დეს, რათა ორ­გა­ნიზ­მმა და­ი­წყოს ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის შე­მუ­შა­ვე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დეს, ზუს­ტად ისე­ვე, რო­გოც აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ იცავს რე­გუ­ლა­ცი­ებს", - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge-ს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტის აკა­კი ზო­ი­ძის თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­თებს მხო­ლოდ არა­სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი არ ავ­რცე­ლე­ბენ, ხში­რად, სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა­ში ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, თა­ვად მე­დი­კო­სე­ბიც იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

განაგრძეთ კითხვა