რა ვიცით კორონავირუსის ახალი, "მიუ" ვარიანტის შესახებ - რამდენად გადამდებია და ეფექტიანია თუ არა არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ? | Allnews.Ge

რა ვიცით კორონავირუსის ახალი, "მიუ" ვარიანტის შესახებ - რამდენად გადამდებია და ეფექტიანია თუ არა არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ?

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი "მიუ" ვა­რი­ან­ტი ბოლო დროს მე­დი­ა­ში გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხია. ეს არის ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, რო­მე­ლიც მე­დი­კოს­თა გან­მარ­ტე­ბით, სხვა­დას­ხვა მუ­ტა­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას წარ­მო­ად­გენს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი - რამ­დე­ნად გა­დამ­დე­ბი და სა­ხი­ფა­თოა ის, ასე­ვე რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია მის მი­მართ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი.

"მიუს", ან სა­მეც­ნი­ე­რო ენა­ზე რომ ვთქვათ, “B.1.621” ვა­რი­ანტს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში "სა­ინ­ტე­რე­სო ვა­რი­ანტს" უწო­დე­ბენ, სწავ­ლო­ბენ და აკ­ვირ­დე­ბი­ან. რო­გორც washingtonpost.com წერს, ეს არის მე­ხუ­თე ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად ჯან­მო სწავ­ლობს.

corona1-58840-1631107889.jpeg

სად გა­მოვ­ლინ­და პირ­ვე­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სის "მიუ“ ვა­რი­ან­ტი?

აღ­ნიშ­ნუ­ლი შტა­მი პირ­ვე­ლად 2021 წლის იან­ვარ­ში კო­ლუმ­ბი­ა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც ამ დრო­ის­თვის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ კი უკვე "მიუ" 39-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, მათ შო­რი­საა, აშშ, სამ­ხრეთ კო­რეა, ეკ­ვა­დო­რი, კა­ნა­და და ევ­რო­პის ნა­წი­ლი. აშშ-ში "მიუ“ ვა­რი­ან­ტის 2000-მდე შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. უმე­ტე­სი მათ­გა­ნი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ფლო­რი­და­ში, ტექ­სას­სა და ნიუ იორკში.

აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის თქმით, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი დიდი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან ამ ვა­რი­ანტს და ამ დრო­ის­თვის უფრო მეტ საფრ­თხის შემ­ცვე­ლად "დელ­ტა“ შტა­მი რჩე­ბა.

არის თუ არა ეფექ­ტი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი "მიუ“ ვა­რი­ან­ტის მი­მართ

ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის თუ რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტით ეფექ­ტი­ა­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი შტა­მი­სად­მი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "მიუ" ვა­რი­ან­ტი სხვა­დას­ხვა მუ­ტა­ცი­ე­ბის შერ­წყმის შე­დე­გა­დაა მი­ღე­ბუ­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს იმა­ზე, რომ ამ შტამს ჰქონ­დეს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტეტ­ზე კი­დევ უფრო მე­ტად ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვიდ­რე აქამ­დე არ­სე­ბულ შტა­მებს, რაც იწ­ვევს შეშ­ფო­თე­ბას, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა კვლე­ვით არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც ჯან­მო - ში ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვის შე­დე­გებს ელო­დე­ბი­ან.

ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის ცნო­ბით, გარ­კვე­უ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ცდე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ამ ვა­რი­ანტს აქვს უნა­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი აი­რი­დოს, მაგ­რამ მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცდე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი უტყუ­ა­რი დას­კვნის გა­სა­კე­თებ­ლად. ფა­უ­ჩი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ვაქ­ცი­ნა რჩე­ბა ეფექ­ტი­ან და სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

განაგრძეთ კითხვა