ავტომობილებზე, რომელთა გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერება დადგენილ ნორმას აღემატება, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს | Allnews.Ge

ავტომობილებზე, რომელთა გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერება დადგენილ ნორმას აღემატება, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს

მთავრობა, ისეთ ავტომობილზე, რომლის გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერებები დადგენილ ნორმატივებს აღემატება, პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია, რომელიც პარლამენტს 2021 წლის საშემოდგომო სესიისთვის გადაეგზავნა.

დოკუმენტის თანახმად, ცვლილების შეტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება და მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება.

BPN.ge