"ვერ აღ­გი­წერთ, რა რთუ­ლი იყო მუ­შა­ო­ბა ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც, პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც"-გოგა ჩანადირის ფოტორეპორტაჟი კოვიდკლინიკიდან | Allnews.Ge

"ვერ აღ­გი­წერთ, რა რთუ­ლი იყო მუ­შა­ო­ბა ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც, პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც"-გოგა ჩანადირის ფოტორეპორტაჟი კოვიდკლინიკიდან

ფო­ტოგ­რაფ­მა გოგა ჩა­ნა­დირ­მა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვამდყო­ფოს კო­ვიდკ­ლი­ნი­კა­ში ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი გა­და­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლო ახლა კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­თხე ტალ­ღას ებ­რძვის. მძი­მე ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის ფონ­ზე ექი­მე­ბი თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რძვი­ან რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში...

გოგა ჩა­ნა­დი­რი:

მე და ნინ­ჩო ჯიბ­ლა­ძე ვმსჯე­ლობ­დით, რო­გორ დაგ­ვე­ჭი­რა მხა­რი კო­ვიდ­თან მებ­რძო­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის. ნინ­ჩოს­გან ეს არც გა­მიკ­ვირ­და, რად­გან მე­დი­კო­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ "გალ­ფის" აქ­ტი­ვო­ბებს თვალს ვა­დევ­ნებ­დი.

გა­და­სა­ღე­ბად თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ორ­ჯერ მი­ვე­დი და ხელი შე­მი­წყვეს, რის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი "ვივო მე­დი­ქალ ჯგუფს."

ვერ აღ­გი­წერთ, რა რთუ­ლი იყო მუ­შა­ო­ბა ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც, პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც.

ხე­დავ ვირუს­თან მებ­რძოლ პა­ცი­ენ­ტებს და ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად მებ­რძოლ მე­დი­კო­სებს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი მძი­მე და ემო­ცი­უ­რია, გა­მო­სა­ხა­ტად სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის.

რე­ა­ნი­მა­ცი­ის შემ­ხედ­ვა­რეს აზ­რად არ მოგ­დის იმა­ზე ფიქ­რი, არ­სე­ბობს თუ არა კო­ვიდ 19.

240491814-2710873722546178-8518552136721773855-n-1631015473.jpg

240506899-2710874202546130-8485863385675796696-n-1631015487.jpg

დიახ, არ­სე­ბობს. ის ძა­ლი­ან ვე­რა­გია და მას მხო­ლოდ მე­დი­კო­სე­ბი ვერ გა­უმკლავ­დე­ბი­ან. რე­ა­ნი­მა­ცია გახ­სე­ნებს, რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კო­რო­ნა­პან­დე­მი­ის და­საძ­ლე­ვად და გა­დაღ­ლი, და­ქან­ცუ­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის მუ­შა­ო­ბის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად.

არა­და, ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვა სუ­ლაც არ არის რთუ­ლი. დიდი მად­ლო­ბა მედ­პერ­სო­ნალს! ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!“ - წერს ჩა­ნა­დი­რი.

240513906-2710874392546111-1081226937226363371-n-1631015506.jpg

240516982-2710873682546182-5223865271056360635-n-1631015522.jpg