იაპონიის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის წარმატების ისტორია | Allnews.Ge

იაპონიის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის წარმატების ისტორია

მოდის ინდუსტრია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სფეროა. დიზაინერები ძალიან დიდ ფულს გამოიმუშავებენ, მაგალითად, LVHM დამფუძნებელი ბერნარ არნო არის გლობალური მილიარდერთა კლუბის ნომერ პირველი ფიგურა. მაგრამ ის არ არის ერთადერთი მოდის მაგნატი, რომელსაც რეკორდული ქონება აქვს.

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ამ სფეროში Uniqlo-ს დამფუძნებელი, იაპონიის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი ტადაში იანისაა. იგი 33 მილიარდ დოლარს ფლობს.

იანაი ქალაქ უბეში, 1949 წლის 7 თებერვალს დაიბადა. მამამისი ტანსაცმლის საკუთარ მაღაზიას - Men's Shop Ogoroi Shoji-ს ფლობდა. ოჯახი მაღაზიის მაღლა არსებულ სართულზე ცხოვრობდა.

იანაი ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში, მათი ტრადიციისამებრ მშობლებს სურდათ შვილს უმაღლესი განათლება მიეღო. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ტოკიოს ვაესდას უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა ცნობილია თავისი საქმიანობით, დღემდე აღიარებს, რომ მას ახალგაზრდობაში მოტივაცია აკლდა.

”მე ვიყავი ტიპიური აპათიური სტუდენტი. კოლეჯში არ მივსულვარ და დრო მაჰჯონგისა და პაჩინკოს თამაშში გავატარე, ” - აღიარებს იანაი ნიპონ “შაჩოსთან“ ინტერვიუში.

მამის რჩევით, იანაიმ მაღაზია Jusco-ში დაიწყო მუშაობა. თუმცა მთელი ეს პროცესი მას ძალიან ღლიდა. მალევე სამსახური დატოვა და სახლში დაბრუნდა. მუშაობა კი მამის მაღაზიაში დაიწყო. სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა მისი სწრაფვა ბიზნესისადმი.

”მე მივხვდი, რომ მნიშვნელოვანია არ არსებობდეს რაიმე წინასწარ განსაზღვრული სცენარი. თქვენ შეგიძლიათ ერთი და იგივე რამ ბევრჯერ სცადოთ“, - ამბობს იანაი.

ორი წლის შემდეგ, იანაის მამამ დატოვა ბიზნესი და მაღაზიის მმართველობა შვილს გადაულოცა. იანაიმ კომპანიის რებრენდინგი დაისახა მიზნად და სამიზნე ახალგაზრდა აუდიტორია გახდა. მან დანიშნა შეხვედრა Giordano International– ის დამფუძნებელ ჯიმი ლაისთან და ისინი თანაშრომლობაზე დაითანხმა.

განაგრძეთ კითხვა