კალაძე, გახარია, მელია - რატომ შეხვდნენ თბილისის მერი და ექსპრემიერი ერთმანეთს და ვის რა საარჩევნო შანსი აქვს? | Allnews.Ge

კალაძე, გახარია, მელია - რატომ შეხვდნენ თბილისის მერი და ექსპრემიერი ერთმანეთს და ვის რა საარჩევნო შანსი აქვს?

მას მერე, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბის­თვის ექ­სპრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რი­აც იბ­რძო­ლებს, არა მხო­ლოდ თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, არა­მედ ზო­გა­დად, მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ერ­თი­ო­რად გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ ქა­ო­ტუ­რია. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­ხა­რია მე­რო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ის სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქმამ­დე, კახა კა­ლა­ძეს შეხ­ვდა. ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის კი­თხვა: რა­ტომ შედ­გა ეს შეხ­ვედ­რა?

"შეხ­ვედ­რა იყო, რამ­დენ­ჯერ­მე და­მი­რე­კა და მო­ი­თხო­ვა შეხ­ვედ­რა ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე, სა­დაც ვე­ტყო­დი, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში შევ­ხვდით, თუმ­ცა არა­ფე­რი ისე­თი, უბ­რა­ლოდ მი­თხრა, რომ აპი­რებ­და თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბას და ეს რომ არ გა­მე­გო ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან”, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მტკი­ცე­ბით, გა­ხა­რი­ას მხრი­დან იყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მცდე­ლო­ბა შუ­ა­მავ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ფი­ნან­სურ თე­მა­ზე. ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ეს ინ­ფორ­მა­ცი­აც უარ­ყო და თქვა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი ოპო­ნენ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს”.

"კა­ლა­ძის უკან დგას "ბო­სე­ბის" უზარ­მა­ზა­რი რაზ­მი, რო­მელ­საც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს რა არის ღირ­სე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, რა არის ტყუ­ი­ლი, ღა­ლა­ტი", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

paatazaqar-56458-1630662008.jpg

"არ ვიცი რა­ტომ შეხ­ვდნენ გა­ხა­რია და კა­ლა­ძე ერ­თმა­ნეთს. უბ­რა­ლოდ, ერთი რე­ა­ლო­ბა ისაა, რომ ორი­ვე კარ­გად ხვდე­ბა სა­მო­მავ­ლოდ ერ­თმა­ნე­თი სჭირ­დე­ბათ. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გა­ნაც ეს სჭირ­დე­ბა, რო­გორც მას, ასე­ვე ქვე­ყა­ნას და მის პარ­ტი­ას. მარ­თა­ლია მე­ო­რე ტური იქ­ნე­ბა და გა­ხა­რია გა­მარ­ჯვე­ბას ვერ შეძ­ლებს, რად­გა­ნაც კა­ლა­ძე და გა­ხა­რია თუ დარ­ჩნენ, მა­ინც კა­ლა­ძის შან­სე­ბი უფრო დი­დია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ხა­რი­ას პარ­ტია და გუნ­დის წევ­რე­ბი წელ­ში გა­მარ­თუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და ეცო­დი­ნე­ბათ 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის რა შან­სე­ბი ექ­ნე­ბათ. მე­ო­რეც - ეს პო­ლი­ტი­კო­სის­თვის სა­კუ­თა­რი რე­ი­ტინ­გის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­სა­ზო­მად კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რი იქ­ნე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში რაც არ უნდა მოხ­დეს, მა­ინც მგო­ნია, რომ კა­ლა­ძეს და გა­ხა­რი­ას ერ­თმა­ნე­თი სჭირ­დე­ბათ. ცალ-ცალ­კე თუ ერ­თად, ორი­ვეს ძა­ლი­ან კარ­გი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი აქვს. ქვე­ყა­ნა­ში ახლა ისი­ნი არი­ან ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ფი­გუ­რე­ბი. ამი­ტომ, თუ ისი­ნი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან 2024 წლის­თვის, ამ ორ­პო­ლუ­სი­ან პო­ლი­ტი­კურ ველს სა­ერ­თოდ და­ას­რუ­ლე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ექ­სპერ­ტმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ არ­სე­ბობს მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა, რომ კა­ლა­ძე მე­ო­რე ტურ­ში ვერც გა­ვი­დეს.

"არ­სე­ბობს მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა, რომ კა­ლა­ძე მე­ო­რე ტურ­ში ვერ გა­ვი­დეს.

რა­ტომ? - მე­ლი­ას ჰყავს სტა­ბი­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი."ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" + სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო ამომ­რჩე­ველ­ში გა­ხა­რი­ას მიმ­ღებ­ლო­ბა უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე კა­ლა­ძის. ეს ჩანს პერ­სო­ნა­ლურ რე­ი­ტინ­გებ­ში", - და­წე­რა მან "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ანა­ლი­ტი­კოს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, კა­ლა­ძის მხა­რეს გარ­და პი­რა­დი რე­ი­ტინ­გი­სა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სია, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტო­რია. მი­სი­ვე თქმით, ნიკა მე­ლი­ას საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამომ­რჩე­ვე­ლი ჰყავს, კი­დევ ცდი­ლობს ზო­გად ოპო­ზი­ცი­ურ კან­დი­და­ტად წარ­მო­ჩინ­დეს; - ხოლო გა­ხა­რია ის მო­თა­მა­შეა, რო­მე­ლიც ამ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა­ში მე­სა­მე პო­ლუ­სად არის შე­სუ­ლი:

"წინ ეს სა­მე­უ­ლი რომ იქ­ნე­ბა, ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, მაგ­რამ პირ­ველ, მე­ო­რე, მე­სა­მე­ზე ვინ გავა, ვინ გავა მე­ო­რე ტურ­ში, ეს მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე, ასე­ვე, რას გა­ა­კე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. იგი­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რო­გორ მო­იქ­ცე­ვა, გა­ხა­რია რა ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს. ყვე­ლა­ფე­რი ბოლო მო­მენ­ტში გა­ირ­კვე­ვა. რთუ­ლია გა­დაჭ­რით თქმა, გინ­და თუ არა ეს ორი ადა­მი­ა­ნი გავა და აქე­დან ერთ-ერთი მო­ი­გებ­სო.

ფაქ­ტია, გა­ხა­რი­ას შე­მოს­ვლამ მეტი ინ­ტრი­გა შე­მო­ი­ტა­ნა და თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და.

ამ ეტაპ­ზე რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბი?ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ხა­რია კარ­გად მი­დის. მი­სი­ვე დაკ­ვირ­ვე­ბით, ძა­ლი­ან ცდი­ლობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ასო­ცი­რე­ბას და ამ თვალ­საზ­რი­სით, ორ­მხრი­ვი დარ­ტყმის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა ("ნაც­მოძ­რა­ო­ბა", მას­თან ახ­ლოს მყო­ფი ოპო­ზი­ცი­აც აკ­რი­ტი­კებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც), მაგ­რამ ეს გა­ხა­რი­ას რე­ი­ტინგზე მხო­ლოდ და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა.

david-zurabishvili-39934-1630662072.jpg

"რად­გან მისი ამომ­რჩე­ვე­ლი ძი­რი­თა­დად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი ელექ­ტო­რა­ტია და კი­დევ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ყოყ­მა­ნე ნა­წი­ლი, რო­მელ­საც მკა­ფიო ორი­ენ­ტი­რი არ აქვს. ამი­ტომ ეს ორ­მხრი­ვი კრი­ტი­კა მის­თვის უფრო სა­სარ­გებ­ლოა. თუ გა­ხა­რია უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, არა ზო­გა­დი სა­უ­ბა­რი, - არც მიშა და არც ბი­ძი­ნა, აგერ მეო, - თვი­თონ ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნულ პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პო­ზი­ტი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი ექ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ მეტი ხმე­ბიც აი­ღოს.

გა­სა­გე­ბია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­საც მი­მარ­თავს. სხვა­თა შო­რის, კა­ლა­ძის კამ­პა­ნია ცოტა გან­სხვავ­დე­ბა ზო­გა­დი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კამ­პა­ნი­ის­გან. კა­ლა­ძე ცდი­ლობს უფრო ქა­ლაქ­ზე მზრუნ­ვე­ლის და მე­რის იმი­ჯით წარ­მოდ­გეს. როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, აი, ჩვენ თუ არა, ისევ "ნა­ცე­ბი" მოვ­ლე­ნო.

ნიკა მე­ლია ასე­ვე ცდი­ლობს პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­და­იყ­ვა­ნოს ეს ყვე­ლა­ფე­რი და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რე­ფე­რენ­დუ­მად წარ­მო­ა­ჩი­ნოს, - ქვე­ყა­ნა იღუ­პე­ბა და უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნო­თო. ამ გზით მოძ­რა­ო­ბენ და ამ მე­სი­ჯით ალ­ბათ უფრო რა­დი­კალ და ენმ-ს მომ­ხრე ამომ­რჩე­ველს წა­იყ­ვა­ნენ. ზო­მი­ერ ამომ­რჩე­ველ­თან ცოტა გა­უ­ჭირ­დე­ბა, ვინც არ მი­იჩ­ნევს, რომ ახლა აპო­კა­ლიფ­სი გვიდ­გას.

განაგრძეთ კითხვა