"რიკოთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა ჯდება 2,6 მილიარდი"- რა ეტაპზეა ავტომაგისტრალის მშენებლობა? | Allnews.Ge

"რიკოთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა ჯდება 2,6 მილიარდი"- რა ეტაპზეა ავტომაგისტრალის მშენებლობა?

ჩვენ ერთი მხრივ, უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, აწმყო შევაფასოთ კარგად და ყოველთვის უნდა ვიფიქროთ მომავალზე; მე ჩამოვთვალე დარგები და სექტორები, ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაათმაგებული ტემპებით არის მუშაობა ჩასატარებელი და მასშტაბები უნდა გაფართოვდეს, უნდა გაიშალოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დღეს გამოწვევად რჩება 3 ათას სოფელში მაგალითად, კიდევ ვიმეორებ ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენს მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი. ასევე სირცხვილი იყო, რომ 2012-წლამდე, მაგალითად ცენტრამდე მისასვლელი სულ რამდენიმე გზა არსებობდა კეთილმოწყობილი, მხოლოდ იმერეთის რეგიონში 2000 კილომეტრზე მეტი გზების რეაბილიტაცია შევძელით ბოლო რვა წლის განმავლობაში და ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის - ძველი და ახალი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მოვახერხეთ, 10 ათასი კილომეტრის, 150 კილომეტრზე მეტი ავტობანის მშენებლობა დავასრულეთ.

ჩვენ გუშინ მოვინახულეთ რიკოთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა, რომელიც ჯდება 2 მილიარდ 600 მილიონი, ეს არის საუკუნის პროექტი, მართლაც ძალიან მასშტაბური, ძალიან რთული პროექტები ხორციელდება, 90-ზე მეტი ხიდი, 50-ზე მეტი გვირაბი შენდება და მართლაც უნიკალური იქნება, თბილისიდან ბათუმში ჩავალთ 3 საათში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.