დამშვიდდება თუ არა ოქტომბრიდან ეპიდსიტუაცია და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? | Allnews.Ge

დამშვიდდება თუ არა ოქტომბრიდან ეპიდსიტუაცია და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ექი­მე­ბი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის პროგ­ნო­ზით, ეპიდ­ვი­თა­რე­ბა ოქ­ტომ­ბრი­დან უნდა დას­ტა­ბი­ლურ­დეს. რო­გორც მან მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და აცრა არის გა­მო­სა­ვა­ლი, იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა არ ჩა­ი­კე­ტოს და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა გაგ­რძელ­დეს.

ამ თე­მა­ზე ambebi.ge-ს პირ­ვე­ლი მო­პა­სუ­ხე ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი სერ­გო ჩიხ­ლა­ძეა, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

- ვიდ­რე პრე­მი­ე­რი ოქ­ტომ­ბერს ახ­სე­ნებს, ჯერ სექ­ტემ­ბერ­ზე ვი­სა­უბ­როთ. ამ დღე­ებ­ში, კვი­რებ­ში რას აკე­თე­ბენ, დღი­უ­რად გა­წე­რი­ლი გეგ­მა რო­გო­რია, ჯობს ამა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რა­დღე­ბა. სექ­ტემ­ბერ­ში ათა­სო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა თუ გვექ­ნე­ბა, ეს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ოქ­ტომ­ბერ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით იმას ჰგავს, ათი წლის შემ­დეგ რო­გო­რი გან­ვი­თა­რე­ბა გვექ­ნე­ბა, იმის "გეგ­მა“ რომ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს. რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი მსჯე­ლო­ბაა. კი­დევ ერთხელ მე­ტყვე­ლებს, სექ­ტემ­ბერ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ოთხმოც ადა­მი­ანს დავ­კარ­გავთ, ასს თუ მეტს, ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ. ადგა და მთელ სექ­ტემ­ბერს გა­და­ახ­ტა, რო­დე­საც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე მეტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ თვე­ზე მოვა. 4-5-6 ათა­სი შემ­თხვე­ვა რომ გვქონ­და, პიკი სწო­რედ ახლა იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, რომ ოქ­ტომ­ბერს არ­ჩევ­ნე­ბი ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ჩა­ა­ტა­რონ და მერე...

ზო­გა­დად კი, არის აღ­მა­ვალ-დაღ­მა­ვა­ლი ტალ­ღე­ბი და, რა თქმა უნდა, ყვე­ლა პიკს დაღ­მა­ვა­ლი ტალ­ღა მოჰ­ყვე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სექ­ტემ­ბრის ბოლო, ოქ­ტომ­ბე­რი. ასე­ვე, იქ­ნე­ბა სხვა ტალ­ღე­ბი, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, ნო­ემ­ბერ­ში. ამის­თვი­საც არა­ნა­ი­რი მზა­ო­ბა არ არ­სე­ბობს.

- მა­ინც რო­გო­რია მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- პრობ­ლე­მაც ისაა, რომ არა­ნა­ი­რი გეგ­მა არ არ­სე­ბობს. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი და იმა­ვე­ზე ვსა­უბ­რობთ. 18 თვის წინ რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, დღე­საც არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი. რო­მელ კარგ მარ­თვა­ზეა ლა­პა­რა­კი? ხში­რად გვეს­მის, ისე კარ­გად ვმარ­თავთ, ამე­რი­კას და ევ­რო­პას ვას­წავ­ლი­თო, ტაშს გვიკ­რა­ვე­ნო, თვალ­ში ნაც­რის შეყ­რაც აღარ ჰქვია. კარ­გად რო­გორ მარ­თა­ვენ, რო­დე­საც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით, სულ მო­სახ­ლე­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ოდე­ნო­ბით, მუდ­მი­ვად პირ­ველ ად­გილ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში; რო­დე­საც მე­ო­თხე ტალ­ღის პი­რო­ბებ­ში, მსოფ­ლი­ო­ში არა­ვინ ლა­პა­რა­კობს "ლოკ­და­უნ­ზე", ტრან­სპორ­ტის შე­ზღუდ­ვა­ზე, სწავ­ლის არ­და­წყე­ბა­ზე და ა.შ. ანუ, მსოფ­ლი­ომ ის­წავ­ლა პან­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა, მარ­თვა; სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მცირ­დე­ბა, ახალ-ახალ შე­ზღუდ­ვებ­ზე კი არა, გახ­სნა­ზე სა­უბ­რო­ბენ; აქ პი­რი­ქით, მე­ო­თხე ტალ­ღის პი­რო­ბებ­შიც ყვე­ლა­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვართ. უა­რე­სი შე­დე­გე­ბი გვაქვს 18 თვი­სა და მე­ო­თხე ტალ­ღის თავ­ზე, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე უუ­ნა­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც თა­ვის ან სხვის შეც­დო­მებ­ზე რა­ღაც უნდა ეს­წავ­ლა.

- მდგო­მა­რე­ო­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად რა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­და­იდ­გას?

- ეს არის მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა-ვაქ­ცი­ნა­ცია, 112-ის, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის, ოჯა­ხის ექი­მის ინ­სტი­ტუ­ტის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა, პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა; მთე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, ექიმ-ექთ­ნე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, დრო­უ­ლად ხელ­ფა­სის მი­ცე­მა, მუდ­მი­ვი ტრე­ნინ­გი-გა­დამ­ზა­დე­ბა, - ის ძი­რი­თა­დი მე­ქა­ნიზ­მე­ბია, რო­მე­ლიც უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რათა ასეთ კა­ტას­ტრო­ფულ შე­დე­გე­ბამ­დე აღარ მი­ვი­დეთ.

რო­დე­საც უკვე ასე­თი შე­დე­გი დგე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა ორი-სამი კვი­რა მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­კაც­რე, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გო­ნივ­რულ ფარ­გლებ­ში, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­კეთ­დეს ის, რაც ზე­მოთ ჩა­მოვ­თვა­ლე; რათა დრო­უ­ლად მივ­ხე­დოთ ტეს­ტი­რე­ბას, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, სა­მე­დი­ცი­ნო-ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორს...

გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი გვაქვს, მე­ო­რე მხრივ, ძი­რი­თა­დი საბ­რძო­ლო ხაზი, სა­დაც უნდა გა­ვი­დეს (რაც ჩა­მოვ­თვა­ლე), ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ აკე­თებს და ეს შე­ზღუდ­ვე­ბიც ვხე­დავთ, არ და ვერ სრულ­დე­ბა. ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას, მო­ნი­ტო­რინგს და აღ­სრუ­ლე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მთავ­რო­ბა.

ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი, ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი:

- სა­ერ­თოდ, კო­ვიდ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პროგ­ნო­ზი რთუ­ლი სა­კი­თხია. რა­საც ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის ქმე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვხე­დავთ, აღ­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით სამ თვეს გრძელ­დე­ბა. შემ­დეგ სამი თვე არის სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ისევ ახა­ლი ტალ­ღის ნიშ­ნე­ბი იწყე­ბა. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ასეა, სა­დაც შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა.

თუ ამ ლო­გი­კას მივ­ყვე­ბით (რა თქმა უნდა, ჩვენ­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ არის), რე­ა­ლუ­რად ეს მეტ-ნაკ­ლე­ბი სტა­ბი­ლუ­რო­ბა მა­ინც ბუ­ნებ­რივ­მა ფაქ­ტო­რებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ასე­ვე, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს ინ­ფექ­ცია გა­და­ტა­ნი­ლი აქვს, მათ­გან ნა­წი­ლი აც­რი­ლია. ალ­ბათ სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ამ ტემ­პით სა­ერ­თო მო­სახ­ლე­ო­ბის 20% უნდა იყოს აც­რი­ლი. მეტი პროგ­ნო­ზის კე­თე­ბა ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია. აქ ორ დო­ზა­ზეა სა­უ­ბა­რი; კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც და­ე­მა­ტე­ბი­ან.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, საკ­მა­რი­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ არის და დიდი ყუ­რა­დღე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა, რომ პან­დე­მი­ის მე­ხუ­თე ტალ­ღა ნა­ად­რე­ვად არ და­ი­წყოს. ეს სიჩ­ქა­რე ძლი­ე­რად სა­მარ­თა­ვია და მუხ­რუ­ჭებ­ზე მუდ­მი­ვად ფეხი უნდა ედოთ; რო­გორც თავ­დაღ­მარ­თში სი­ა­რუ­ლი­სას მუხ­რუ­ჭებს ფეხი არ უნდა აუშ­ვა და ასე იარო, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­ვეა ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის სი­ტუ­ა­ცია. წა­მი­თაც მიშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს.

ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ნე­ბის­მი­ერ დროს ეს სტა­ტუსკვო შე­იძ­ლე­ბა და­ირ­ღვეს. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ეს ბუ­ნებ­რი­ვი სტა­ბი­ლუ­რო­ბაა და აქ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გავ­ლე­ნა თით­ქმის არ არის. ამი­ტომ 4-5 ათა­სის ფარ­გლებ­შია და არ ჩა­მო­დის, რაც უზარ­მა­ზა­რი ციფ­რია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის; როცა უკვე ექი­მე­ბი ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან; შე­უძ­ლე­ბე­ლი­ცაა, რო­დე­საც 55 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ამი­ტომ დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს.

ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და გა­და­ტა­ნი­ლე­ბის პრო­პორ­ცია იმას რომ გვი­ქად­დეს, ოქ­ტომ­ბერ­ში ქვე­მოთ ჩა­მო­ვი­დეს და თუნ­დაც 200-300 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს, ამის პერ­სპექ­ტი­ვაც პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის. სა­უ­ბა­რია, აღ­მა­ვა­ლი მრუ­დი არ დაგ­ვე­წყოს, თუ დრო­ზე ადრე მო­ვეშ­ვე­ბით და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­ურ სა­ხეს არ მივ­ცემთ; არ და­ი­წყოს მე­ხუ­თე ტალ­ღა, სი­ცი­ვის პე­რი­ოდ­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის­თვის უფრო ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი იქ­მნე­ბა.

ამი­ტომ ჯერ სტა­ბი­ლუ­რო­ბაა შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი, მერე მაქ­სი­მუ­მია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ ამ ციფ­რებ­მა და­იკ­ლოს. და­ნარ­ჩე­ნი მე­ო­რე ნა­წი­ლია არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მკაც­რი აღ­სრუ­ლე­ბა და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თვა; რათა სა­შუ­ა­ლო ციფ­რი 30-ათა­სი­დან 40 ათასს შო­რის მა­ინც მერ­ყე­ობ­დეს. შემ­დგომ­ში უკვე კარ­გი პროგ­ნო­ზის კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს.

- სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გზა­ზე რა და­მა­ტე­ბი­თი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­და­იდ­გას?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბის სტან­დარ­ტე­ბი შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ეს გზა ძი­რი­თა­დად ისევ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზე გა­დის; ამ საქ­მე­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის ჩა­დე­ბა­ზე. მიმ­დი­ნა­რე კამ­პა­ნია უფრო ფრაგ­მენ­ტულ ხა­სი­ათს ატა­რებს, გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლია.

მე­ო­რე გზა მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბის გა­კე­თე­ბა­ზეა. ჩემი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა რომ იყოს, მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრებს მა­სობ­რივ ტეს­ტი­რე­ბა­საც მი­ვა­ბამ­დი. ანუ იქვე მივ­ცემ­დი ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და მო­ვუ­წო­დებ­დი ამის­კენ. რაც უფრო მეტ ადა­მი­ანს აღ­მო­ვა­ჩენთ, თუნ­დაც უსიმპტო­მო მა­ტა­რე­ბელს, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნებს, რომ პან­დე­მი­ის მარ­თვას ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა; რად­გან ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ კო­ვიდს, და­დი­ან კლი­ნი­კებ­ში, მა­ღა­ზი­ებ­ში, გა­სარ­თობ ცენ­ტრებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში და ა.შ. ჩვენ ამით პან­დე­მი­ის შე­ნე­ლე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბო­დით.

მოკ­ლედ, ვაქ­ცი­ნა­ცია პლუს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ახ­ლოს ყვე­ლა ცენ­ტრში მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გაჩ­ნდეს.

- გვაქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა?

- დღეს მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია ამ ან­ტი­გე­ნის ტეს­ტე­ბის შე­ძე­ნის­თვის. ჩვენ რა პრობ­ლე­მა გვაქვს სამ მი­ლი­ონ ნა­ხე­ვა­რი მო­სახ­ლის­თვის, როცა დიდი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, მა­გა­ლი­თად ჩი­ნე­თი ორ-სამ დღე­ში 11 და 12 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს, მთელ ქა­ლაქს იკ­ვლევს. შე­იძ­ლე­ბა ერთ და ორ დღე­ში ვერ შევ­ძლოთ... მაგ­რამ ჩვე­ნი ტეს­ტი­რე­ბა რე­ა­ლუ­რად იმას ეფუძ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნი როცა ავა­დაა მა­შინ მი­დის და ტესტს იღებს. ამი­ტომ ტეს­ტი­რე­ბუ­ლო­ბის მა­სობ­რი­ო­ბა უნდა გა­მო­ცხად­დეს. თუნ­დაც პან­დე­მი­ის სტა­ბი­ლუ­რო­ბის ამ ფა­ზა­ზე შემ­დგომ კვი­რებ­ში. უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი უნდა ვი­პო­ვოთ უსიმპტო­მოდ მა­ტა­რე­ბე­ლი, მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, დრო­უ­ლად გან­ვა­რი­დოთ. ეს არის მთა­ვა­რი - აღ­მო­ჩე­ნა, კა­რან­ტი­ნი­ზა­ცია და მათ­თვის იზო­ლა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მერე ინ­ფექ­ცია არ გა­ავ­რცე­ლონ.

ავ­ტო­რი: მე­რაბ ბე­რი­ძე