"საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღევანდელი 70-80-ის ნაცვლად გვექნებოდა 5-6 გარდაცვალება" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკზე | Allnews.Ge

"საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღევანდელი 70-80-ის ნაცვლად გვექნებოდა 5-6 გარდაცვალება" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკზე

მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რად უნდა გაგ­რძელ­დეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექი­მე­ბის ნა­წი­ლის დის­კუ­სი­ას ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი თქმით, ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ადრე ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია სა­ბო­ლოო ჯამ­ში მცდა­რი აღ­მოჩ­ნდა და ჯერ­ჯე­რო­ბით არც მისი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბის სი­მარ­თლე არ დას­ტურ­დე­ბა.

„გა­დავ­წყვი­ტე მოკ­ლედ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო. ამას­თან შე­ვეც­დე­ბი არ შე­ვი­დე თე­ო­რი­ულ წი­აღსვლებ­ში, რად­გან ისე­დაც ბევ­რი და­ი­წე­რა. ბოლო პე­რი­ოდ­ში რო­გორც იქნა მიღ­წე­ულ იყო მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა და ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა, თუ გა­მოთ­ქმუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა მას­ზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი იყო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რიგი შე­საძ­ლო ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი: ე.წ. VADE/ADE, ვაქ­ცი­ნა­რე­ზის­ტენ­ტუ­ლი შტა­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ე.წ. მჟო­ნა­ვი ვაქ­ცი­ნე­ბით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ COVID-19 გავ­რცე­ლე­ბის გაზ­რდი­ლი რის­კი, და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკდ­ვი­ლო­ბის (IFR- infection fatality rate) შე­საძ­ლო გაზ­რდა დღე­ვან­დე­ლი 0.2-0.3%-იდან 0.7-0.9%-მდე და სხვ. კი­დევ შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს სხვა ას­პექ­ტე­ბიც მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი და­იყ­ვა­ნე­ბა ერთ კი­თხვა­ზე: ვაქ­ცი­ნა­ცია სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია და უნდა გაგ­რძელ­დეს, თუ პი­რი­ქით?

ამ სა­კი­თხზე ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა სა­კი­თხზე თე­ო­რი­უ­ლი კა­მა­თი და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი პრაქ­ტი­კაა და ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი შე­დე­გე­ბით. რა თქმა უნდა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მო­მა­ვალ­ში.

პრაქ­ტი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი კი სა­დღე­ი­სოდ ასე­თია: ვაქ­ცი­ნებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბით და სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით ვაქ­ცი­ნა­ცია სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებს ინ­ფექ­ცი­ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის/ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბას და რაც მთა­ვა­რია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად, სა­შუ­ა­ლოდ 80-90%-ით ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბას (მათ შო­რის დელ­ტა შტა­მით გა­მოწ­ვე­ულ­საც). სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბი­დან 5 თვე­ში სამ­წუ­ხა­როდ დავ­კარ­გეთ 3623 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და მათ­გან მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი იყო ორ­ჯე­რა­დად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი.

სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ანა­ლო­გი­ით და მარ­ტი­ვი გათ­ვლე­ბით შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ - სა­ქარ­თვე­ლოც რომ დღეს სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა იყოს დღე­ვან­დე­ლი 70-80 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვის ნაც­ვლად გვექ­ნე­ბო­და 5-6 გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

VADE/ADE-ს და ვაქ­ცი­ნა­რე­ზის­ტენ­ტუ­ლი შტა­მე­ბის რის­კე­ბი:

რამ­დე­ნა­დაც ამ კონ­კრე­ტულ ვაქ­ცი­ნებ­ზე კვლე­ვე­ბის და­წყე­ბი­დან უკვე გა­სუ­ლია ერთ წელ­ზე მეტი, ხოლო მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბი­დან რვა თვე­ზე მეტი და უკვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნე­ბის 5 მი­ლი­არ­დზე მეტი დოზა, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი არ იწ­ვე­ვენ VADE/ADE-ს ან თუ იწ­ვე­ვენ ისე იშ­ვი­ა­თად, რომ ისი­ნი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა და არ ახ­დენს გავ­ლე­ნას სიკ­ვდი­ლო­ბა­ზე. ამა­ვე მო­საზ­რე­ბას ამ­ყა­რებს ის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბიც, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლია, თუ რა­ტომ არ იწ­ვე­ვენ COVID-19 ვაქ­ცი­ნე­ბი VADE/ADE-ს (სა­მიზ­ნედ სპა­იკ პრო­ტე­ი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ნუკ­ლე­ოპ­რო­ტე­ი­ნის ნაც­ვლად და სხვ.). ასე­ვე სა­დღე­ი­სოდ არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­რე­ზის­ტენ­ტუ­ლი შტა­მე­ბის გა­ჩე­ნა ავად­მყო­ფებ­ში. ასე რომ: „მგლის ში­შით ცხვა­რი ვის გა­უ­წყვე­ტია?!“. თუ ვაქ­ცი­ნა­რე­ზის­ტენ­ტუ­ლი შტა­მე­ბი მო­მა­ვალ­ში მა­ინც გაჩ­ნდე­ბა, მათ­თან გამ­კლა­ვე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია და ეს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე უა­რის თქმის სა­ფუძ­ვლად ისე­ვე რო­გორც ბუს­ტე­რუ­ლი დო­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის ან პე­რი­ო­დუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის მიერ COVID-19-ის უფრო სწრა­ფი და ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბის რის­კებს, ვერც ეს ჩით­ვლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის არ­გუ­მენ­ტად. შე­საძ­ლოა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სად უსიმპტო­მო და მცი­რე­სიმპტო­მი­ა­ნი ფორ­მე­ბის გამო მათი ნა­წი­ლის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ვერ მოხ­დეს და მათ­გან შე­საძ­ლოა და­ინ­ფი­ცირ­დნენ სხვა (ძი­რი­თა­დად არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი) პი­რე­ბი, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბი მა­ინც გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში, ხოლო მას შემ­დეგ რაც ქვეყ­ნე­ბი მო­ა­ხერ­ხე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ეს სა­კი­თხი სა­ერ­თოდ მო­იხ­სნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად IFR-ის 0.2-0.3%-იდან 0.7-0.9%-მდე გაზ­რდის (სიკ­ვდი­ლო­ბის სულ ცოტა სამ­ჯერ გაზ­რდის) შე­საძ­ლებ­ლო­ბას ეს ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რად­გან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბი­დან უკვე საკ­მა­რის­ზე მეტი დრო გა­ვი­და და მსგავ­სი არ­სად არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ იმ ფაქტს რომ სა­დღე­ი­სოდ IFR 0.2-0.3%-ია ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნაკ­ლე­ბად სარ­წმუ­ნოა, ვი­ნა­ი­დან ამ შემ­თხვე­ვა­ში 7408 გარ­დაც­ვლი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტი­ვი გათ­ვლე­ბით COVID-19 გა­და­ტა­ნი­ლი უნდა ქონ­დეს და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს, რაც და­მე­თან­ხმე­ბით ძა­ლი­ან ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გა­მოთ­ქვამს, რბი­ლად რომ ვთქვათ, გან­სხვა­ვე­ბულ მო­საზ­რე­ბას და პო­ზი­ცი­ას COVID-19-ის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ალ­ბათ ბევ­რს ახ­სოვს, რომ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლომ ეფექ­ტი­ა­ნი წინმსწრე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით პრაქ­ტი­კუ­ლად მო­ა­ხერ­ხა COVID-19 პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი აქ­ტი­უ­რად გვსაყ­ვე­დუ­რობ­და, თუ რა­ტომ არ და­ვუშ­ვით 2020 წლის გა­ზა­ფხულ-ზა­ფხულ­ში ქვე­ყა­ნა­ში COVID-19 ინ­ფექ­ცი­ის „რე­გუ­ლი­რე­ბა­დი“??!! (სი­ტყვა­სი­ტყვით) გავ­რცე­ლე­ბა და ამით „პირ­და­პირ და­ვუ­მიზ­ნეთ“ (სი­ტყვა­სი­ტყვით) შე­მოდ­გო­მა-ზამ­თარ­ში გრი­პის და COVID-19-ის ეპი­დე­მი­ე­ბის ერ­თდრო­ულ პი­კურ გავ­რცე­ლე­ბას მძი­მე გა­მო­სავ­ლე­ბით. რო­გორც იცით, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თარ­ში გრი­პის და COVID-19-ის არა­ნა­ი­რი ერ­თდრო­უ­ლი პი­კუ­რი გავ­რცე­ლე­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ხოლო COVID-19 პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ვერც ერ­თმა იმ ქვე­ყა­ნამ ვერ შეძ­ლო, ვინც გა­ზა­ფხულ-ზა­ფხულ­ზეც პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა. ამის გარ­და ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ღიად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ღია სივ­რცე­ში პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბას პან­დე­მი­ის მე­ო­რე და მე­სა­მე პი­კის პე­რი­ოდ­ში მა­შინ რო­დე­საც ამ პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მას პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვე­ყა­ნა იყე­ნებ­და, ალ­ბათ გახ­სოვთ ბა­ტო­ნი გი­ორ­გის D-დი­მერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბოლ­შე­ვი­კუ­რი პლა­კა­ტი. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ასე­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში „რემ­დე­სი­ვი­რის“ შე­მო­ტა­ნას და დიდ ხანს იყო COVID-19-ით მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი, მა­შინ რო­დე­საც ორი­ვე მე­დი­კა­მენ­ტი დღეს მთელს მსოფ­ლი­ო­ში COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ ძი­რი­თად სა­შუ­ა­ლე­ბე­ბად ით­ვლე­ბა. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ამ­ტკი­ცებ­და, COVID-19-ის დროს სიკ­ვდი­ლო­ბა არ აღე­მა­ტე­ბა გრი­პით გა­მოწ­ვე­ულ სიკ­ვდი­ლო­ბას მა­შინ რო­დე­საც ამ ორი და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სიკ­ვდი­ლო­ბას შო­რის სულ ცოტა ხუთ­ჯე­რა­დი გან­სხვა­ვე­ბაა.

რო­გორც ვხე­დავთ, ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია სა­ბო­ლოო ჯამ­ში მცდა­რი აღ­მოჩ­ნდა. ჯერ­ჯე­რო­ბით არც მისი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბის სი­მარ­თლე არ დას­ტურ­დე­ბა. ამი­ტომ მიგ­ვაჩ­ნია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რად უნდა გაგ­რძელ­დეს“, - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.