რა კავშირია ტვინსა და მუცლის საშიშ ცხიმს შორის | Allnews.Ge

რა კავშირია ტვინსა და მუცლის საშიშ ცხიმს შორის

პორტუგალიელმა მეცნიერებმა გამოავლინეს საკვანძო პროცესი, რომლის საშუალებითაც ტვინი და იმუნური სისტემა ურთიერთქმედებს რათა დაიწვას მუცელში ვისცერალური ცხიმის ღრმა მარაგები.

ვისცერალური ცხიმი განლაგებულია მუცლის ღრუს ორგანოების ირგვლივ, თუმცა ჭარბი რაოდენობით ის იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგალითად გულის დაავადებებსა და კიბოს.

ნერვულ და იმუნურ სისტემასა და ამ ცხიმის რაოდენობის კონტროლს შორის კავშირის გამოსავლენად, მეცნიერებმა თაგვების ვისცერალური ცხიმიდან მოაშორეს მეზენქიმალური უჯრედები. აღმოჩნდა, რომ ამასთან მეზობელი იმუნური უჯრედები- თანდაყოლილი ლიმფოიდური 2-ე ტიპის უჯრედები (ILC2), აღარ ახდენდნენ ცხიმების ზრდის რეგულაციას. მეზენქიმალური უჯრედების მაინერვირებელ ნერვებზე დასაკვირვებლად, მეცნიერებმა თაგვების ნერვულ ბოჭკოებში შეიყვანეს მანათობელი რეტროვირუსი. აღმოჩნდა, რომ ვისცერალური ცხიმის მაკონტროლირებელი სიგნალები გამოდიოდა თავის ტვინის ღეროს, შუა ტვინის, და ჰიპოთალამუსის ცალკეული უბნებიდან.

მეცნიერების ვარაუდით, ჰიპოთალამუსის ბირთვი წარმოადგენს ცხიმის კონტროლის "ცენტრალურ კვანძს". აქედან სიგნალები გადაეცემა, გარკვეულ იმუნურ უჯრედებს მთელს სხეულში ენერგეტიკული ბალანსის უზრუნველსაყოფად.

სიმსუქნე წარმოადგენს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის განვითარების რისკს. ამის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია სპეციალური დიეტის დაცვა, სადაც აქცენტი იქნება ზღვის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და არარაფინირებულ ცხიმებზე (მაგალითად ზეითუნის ზეთი).