"აცრა, ცოდვა კი არა - სამოქალაქო ვალდებულება და პატრიოტიზმის გამოხატულებაა!" - პრეზიდენტი | Allnews.Ge

"აცრა, ცოდვა კი არა - სამოქალაქო ვალდებულება და პატრიოტიზმის გამოხატულებაა!" - პრეზიდენტი

11:28 / 28-08-2021 რო­გორც ამ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, მაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა და­გარ­წმუ­ნოთ ყვე­ლა: ერი და ბერი, ექი­მი და ექთა­ნი, პე­და­გო­გი და სტუ­დენ­ტი, დიდი და პა­ტა­რა, რომ აცრა, ცოდ­ვა კი არა - სა­მო­ქა­ლა­ქო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და დღე­ვან­დელ დღეს პატ­რი­ო­ტიზ­მის უდი­დე­სი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა! თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ნიშ­ნავს სხვი­სი სი­ცო­ცხლის საფრ­თხის ქვეშ და­ყე­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას! - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, აც­რა­ზე უა­რის თქმა სხვებ­საც უქ­მნის საფრ­თხეს.

„მინ­და ყვე­ლას მო­გი­ლო­ცოთ დღეს მა­რი­ა­მო­ბა, ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა მა­რი­ამს, ჩემს პა­ტა­რა მა­რი­ამს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს!

ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სა­სა­წა­უ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი დღე­სა­სა­წა­უ­ლია, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის!

რო­გორც ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი ქვე­ყა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო მისი მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა და მით უფრო, დღე­ვან­დე­ლი გან­საც­დე­ლის დროს, ჩვენ მას ვე­ბა­რე­ბით.

თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს და არ უნდა ნიშ­ნავ­დეს, იმას რომ ჩვენ, ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ჩვე­ნი პა­ტა­რა ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც გაგ­ვაჩ­ნია ჩვენ პი­რა­დად თუ კო­ლექ­ტი­უ­რად. ეს ნიშ­ნავს დაც­ვის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას: პირ­ბა­დის ტა­რე­ბას, დის­ტან­ცი­ის დაც­ვას, თავ­ყრი­ლო­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას.

რა ფასი უნდა ჰქონ­დეს ქორ­წილს, და­ბა­დე­ბის დღეს, ან ქელეხს თუ, მას მოჰ­ყვე­ბა ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა და შე­საძ­ლო გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

ერთი მხრივ, სა­კუ­თარ თავ­ზე ეგო­ის­ტუ­რად რა­ღა­ცე­ბის გვე­ში­ნია, და მე­ო­რე მხრივ, სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებთ სხვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის საფრ­თხის ქვეშ და­ყე­ნე­ბის უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

აც­რა­ზე უა­რის თქმა სხვებ­საც უქ­მნის საფრ­თხეს, და დღეს უკვე ვხე­დავთ რომ, ეს საფრ­თხე ჩვილ ბავ­შვებ­სა და ორ­სულ ქა­ლებს, ანუ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ემუქ­რე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა არ და­ვი­ნა­ხოთ რამ­ხე­ლა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და მისი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგრა­დო­ბის­თვის.

არ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ვი­მე­ო­რო თუ რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია აცრა, რამ­დე­ნად გვი­ცავს ის და­ა­ვა­დე­ბის, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბე­ბის­გა­ნაც კი.

არ შე­მიძ­ლია არ ვი­ფიქ­რო, რომ უარ­ყო­ფი­თი პრო­პა­გან­და, რო­მე­ლიც ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ავ­რცე­ლებს და ცრუ ში­შებს ბა­დებს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მუ­შავ­დე­ბა და ვრცელ­დე­ბა.

ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ რო­გორც ამ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, მაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა და­გარ­წმუ­ნოთ ყვე­ლა: ერი და ბერი, ექი­მი და ექთა­ნი, პე­და­გო­გი და სტუ­დენ­ტი, დიდი და პა­ტა­რა, რომ აცრა, ცოდ­ვა კი არა - სა­მო­ქა­ლა­ქო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და დღე­ვან­დელ დღეს პატ­რი­ო­ტიზ­მის უდი­დე­სი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა! თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ნიშ­ნავს სხვი­სი სი­ცო­ცხლის საფრ­თხის ქვეშ და­ყე­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას!

მე­კი­თხე­ბი­ან არ­ჩევ­ნებ­ზე რას ფიქ­რობ­თო. პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: აქაც ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თუ რამ­დე­ნად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დე­ბით ამ საქ­მეს. ვფიქ­რობ, რომ ამ ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბას არ წა­ად­გე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­ტან- გად­მო­ტა­ნა, და რო­გორც 2020 წელს შევ­ძე­ლით, დღე­საც უნდა იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, რათა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ყვე­ლა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მა იყოს და­ცუ­ლი. თუმ­ცა ვი­თა­რე­ბა გვი­კარ­ნა­ხებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ტენ­დენ­ცი­ას სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა­კენ, რაც ბოლო დღე­ებ­ში შე­იმ­ჩნე­ვა.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მა­ღა­ლი ტემ­პი არ უნდა შე­ნელ­დეს, ყვე­ლამ უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მჯე­რა, რომ შევ­ძლებთ არ­ჩევ­ნებ­საც და სკო­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბა­საც. ერ­თიც და მე­ო­რეც ჩვენს ხელ­შია!" - აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი.