განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას | Allnews.Ge

განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას

სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით! სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან - ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

სამსუნგი თავის მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შანსს ისარგებლონ Trade-In აქციით. აღნიშნული აქციის ფარგლებში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩააბაროთ ნებისმიერი ბრენდის ძველი სმარტფონი და შეიძინოთ სამსუნგის Galaxy S21 სერიის ფლაგმანები კიდევ უფრო განსაკუთრებულ ფასად. 1 სექტემბრიდან, კი აქციაში უახლესი კეცვადი სმარტფონები Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის ჩაერთვებიან და წინასწარი შეკვეთის პერიოდში Trade-In საშუალებაც გექნებათ.

Trade-In პროცესი მარტივია. საკმარისია მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში, სადაც სპეციალისტები ეკრანის, აკუმულატორის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობისა და სხვა მონაცემების დიაგნოსტიკის შემდეგ შეაფასებენ მას (300₾-დან 4,499₾-მდე) და გადმოგცემენ ფასდაკლების ვაუჩერს თქვენი სასურველი ფლაგმანის შესაძენად.

გარდა ამისა, განსაკუთრებული შეთავაზება დაგხვდებათ ოფიციალური Galaxy S21 და Note20 სერიის შეძენისას. თქვენ საჩუქრად უსაზღვრო ეკრანის 1 წლიანი გარანტიაც გადმოგეცემათ - რაც გულიხსმობს, 1 წლის განმავლობაში დაზიანებული ეკრანის შეცვლას, მხოლოდ მომსახურების ფასად; Galaxy S21 სერიის ტელეფონები დამატებით 1 წლიანი გარანტიით, ანუ ჯამში 2 წელი გარანტიით არის უზრუნველყოფილი;

გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს! და გასაჩუქრებს..

(R)