"ხშირად ანტივაქსერების შეხედულება დაინფიცირების შემდეგაც არ იცვლება" - ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, რატომ აღმოვჩნდით ეპიდკრიზისში და რაშია გამოსავალი | Allnews.Ge

"ხშირად ანტივაქსერების შეხედულება დაინფიცირების შემდეგაც არ იცვლება" - ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, რატომ აღმოვჩნდით ეპიდკრიზისში და რაშია გამოსავალი

ქვე­ყა­ნა­ში უმ­ძი­მე­სი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­აა. ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც არ არის ცოტა, რის გა­მოც ხალ­ხი მძი­მე, ტრა­გი­კუ­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შეა... ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი არც ისე ნელი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც ჰყავს, ე.წ. ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი, რომ­ლებ­საც რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ ჩი­ხურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­ვე­უ­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. რე­ა­ლუ­რად რამ მი­იყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა ასეთ კრი­ზი­სამ­დე და აქე­დან რა არის გა­მო­სა­ვა­ლი - ჩვენს კი­თხვებს ექ­სპერ­ტი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, კლი­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი, პრო­ფე­სო­რი მაკა ბუ­ლე­იშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- ფაქ­ტია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 30 000 ადა­მი­ა­ნი იც­რე­ბა. ამას ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, თა­ვის მი­ზე­ზი აქვს - რო­გორც კი და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი მა­ტუ­ლობს, მო­სახ­ლე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, თუ მა­ნამ­დე ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე ჭოჭ­მა­ნობ­და, ყო­ვე­ლი ახა­ლი მძი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნის შემ­დეგ ასაც­რე­ლად მი­დის. მათი ეს აქ­ტი­ვო­ბა უმე­ტე­სად ამი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, თო­რემ უმე­ტე­სო­ბას გა­აზ­რე­ბუ­ლი კი არ აქვს, აცრა რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია (რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლას არ ეხე­ბა). ამას­თან, არც ის პე­რი­ო­დი უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, როცა დღე­ში 1000-1500 ადა­მი­ა­ნი იც­რე­ბო­და და ეს არც ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში იყო. ასე­ვე არის კა­ტე­გო­რია, ვინც ფიქ­რობს, რომ დღეს და­ვის­ვე­ნებ და ხვალ, ზეგ ავიც­რე­ბი, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში არას­წო­რად და­ცუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ფონ­ზე ინ­ფი­ცირ­დე­ბა. არა­და, სულ იმას ვამ­ბობთ, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დეც და მე­რეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- სამ­წუ­ხა­როა, ზო­გი­ერთს მარ­თლაც არ აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ რე­კო­მენ­და­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დე­გაც ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას.

- და ამი­ტო­მაც გვაქვს ბევ­რი შემ­თხვე­ვა, როცა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი დო­ზის შემ­დეგ დას­ნე­ბოვ­დნენ და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­დეს. რა­ტომ შე­ვი­და სი­ტუ­ა­ცია ჩიხ­ში? - მე­კი­თხე­ბით. შარ­შან ამ დროს, კარ­გად მახ­სოვს, გუ­ლის ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დე­ბო­დით ვაქ­ცი­ნა, ან რა­ი­მე სა­წამ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ახლა გვაქვს ვაქ­ცი­ნა და ჩვენ­ვე უგუ­ლე­ბელ­ვყოფთ. აქ ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თდრო­უ­ლად იმუ­შა­ვა... რო­დე­საც 15 მარ­ტი­დან ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო, მა­შინ­ვე ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ამ პრო­ცე­სის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი მუხ­რუ­ჭი აღ­მოჩ­ნდა. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილ­ში ში­შის ფაქ­ტორ­მა და­ი­სად­გუ­რა და სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თნენ და ზედ­მი­წევ­ნით იმუ­შა­ვეს ან­ტი­ვაქ­სე­რებ­მა. ეს მა­შინ, როცა, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობ­და... მარ­ტი, აპ­რი­ლი, მა­ი­სი - ამ თვე­ებ­ში რე­გი­ო­ნებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლად მო­აზ­როვ­ნე­ებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ბო­ჭეს ვაქ­ცი­ნა­ცია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორ ბა­ნა­კად და­ი­ყო - ვაქ­ცი­ნის მომ­ხრე­ე­ბად და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბად, რაც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მაა... ბევრ წე­რილს ვი­ღებ, სა­დაც ჩემი მი­სა­მარ­თით არის გაფრ­თხი­ლე­ბა, - შე­ვეშ­ვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბარს, რომ მე­დი­კო­სე­ბი თუ არ გავ­ჩერ­დე­ბით, გან­მე­ორ­დე­ბა „ნი­უნ­ბერ­გის პრო­ცე­სი,“ სა­დაც მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი წარვდგე­ბით და გაგ­ვა­სა­მარ­თლე­ბენ. ამი­ტომ, მირ­ჩე­ვენ, დრო­ზე ვუშ­ვე­ლო თავს და გავ­ჩუმ­დე! მოკ­ლედ, არის ასე­თი თავ­დას­ხმე­ბი და მათ შო­რის, არა­კო­რექ­ტუ­ლიც... მოკ­ლედ, ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა ჩვენ­თან სე­რი­ო­ზულ დო­ნე­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თობ­ლი­ო­ბამ კი შექ­მნა ის მძი­მე სუ­რა­თი, რის წი­ნა­შეც დღეს ვართ.

- რო­დე­საც ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი­დან ვინ­მე ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზრს თუ იც­ვლი­ან და თუ გყო­ლი­ათ ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი?

- ექი­მი ვარ და ყუ­რა­დღე­ბა ყვე­ლას უნდა მო­ვაქ­ციო და ყვე­ლას ვპატ­რო­ნობ კი­დეც. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ჩემ­თვის არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ არის. მას დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა და ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, და­ვეხ­მა­რო. მათი შე­ხე­დუ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ იც­ვლე­ბა, მაგ­რამ დას­ნე­ბოვ­ნე­ბი­სას ოჯა­ხის ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, 112-შიც რე­კა­ვენ და თუ მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ა­ვა­დე­ბის დი­ნა­მი­კა დამ­ძიმ­და, კლი­ნი­კა­შიც გა­ნაგ­რძო­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას. უბ­რა­ლოდ, არ სცნო­ბენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თმა არც ისე მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტა­ნა ინ­ფექ­ცია... ან­ტი­ვაქ­სე­რულ­მა კამ­პა­ნი­ამ დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ფან­ტას­ტი­კის მოყ­ვა­რუ­ლია. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცრურ­წმე­ნე­ბის მიმ­დევ­რე­ბიც საკ­მა­რი­სად არი­ან... ახლა ასე­თი რამ გავ­რცელ­და, რომ ნა­ნემ­სა­რის ად­გილ­ზე 20-თეთ­რი­ანს იდე­ბენ, იკ­რავ­სო... არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაქ­ცი­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყო. ის კამ­პა­ნია, რაც აც­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და, საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. იქ, სა­დაც ერთი კი­თხვის 9-ჯერ შე­მობ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ წი­ნა­და­დე­ბის სხვა­დას­ხვა წყო­ბით, რა­ზეც ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ და ვპა­სუ­ხობთ კი­დეც, ცოტა მეტი სა­მუ­შაო იყო ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ზე, იმ პი­რებ­ზე, იმ რწმე­ნა­ზე, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, თუ ვინ და რო­გორ ესა­უბ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას. ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ა­წო­დოს პირ­მა, ვი­საც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა აქვს - ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! სა­ერ­თოდ კი, რაც არ უნდა გა­ვა­კე­თოთ, ასეა - ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას ვაგ­ვი­ა­ნებთ, შეგ­ვიძ­ლია, მაგ­რამ საქ­მე გა­დაგ­ვაქვს ხვა­ლის­თვის - ეს მიდ­გო­მაა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. არა­და, რაც დღე­საა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, არას­დროს უნდა გა­და­ი­დოს ხვა­ლის­თვის, რად­გან არა­ვინ იცის, ხვალ რა იქ­ნე­ბა...

- ვიცი, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ში ოთხი­ვე ვაქ­ცი­ნის გვერ­დით ეფექ­ტებ­ზე, გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ში, კვლე­ვას ატა­რებ­დით. კვლე­ვამ რა სუ­რა­თი აჩ­ვე­ნა?

- სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ვარ, მყავს ასის­ტენ­ტე­ბი და რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, მათი დახ­მა­რე­ბით, ამ პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე კვლე­ვა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა. 15 მარ­ტი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, 50 000 ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნით გა­მო­ი­კი­თხა. ადა­მი­ა­ნებს ოთხი­ვე ვაქ­ცი­ნა­ზე (სი­ნო­ფარ­მი, სი­ნო­ვა­კი, ას­ტრა­ზე­ნე­კა, პფა­ი­ზე­რი) ვე­კი­თხე­ბო­დით, აც­რი­დან პირ­ვე­ლი 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ რა ჩი­ვი­ლე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დათ. გან­სა­ზღვრუ­ლი იყო ქა­ლე­ბის, მა­მა­კა­ცე­ბის, სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი ჯგუ­ფე­ბი და ჯგუ­ფე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვი­თაც (ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებ­ში 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­დი­ოდ­ნენ):

  • სი­ნო­ფარ­მით და სი­ნო­ვა­კით აც­რის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბის 85%-ს არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. 12%-ს გა­მო­უვ­ლინ­და მხრის, ნა­ნემ­სა­რის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, ქა­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა, გად­მო­ცე­მი­თი ტკი­ვი­ლი მხარ­ში, 2%-მდე იყო თა­ვის ტკი­ვი­ლი და ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა (პირ­ვე­ლი 1-2 დღე), შემ­დეგ ჩი­ვი­ლი იყო - თა­ვის ტკი­ვი­ლი, ძი­ლი­ა­ნო­ბა, მოს­ვე­ნე­ბის სურ­ვი­ლი, მი­ვარ­დნი­ლო­ბა, თავ­ბრუს­ხვე­ვა და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი. ეს სიმპტო­მე­ბი 1-დან მაქ­სი­მუმ 7 დღემ­დე გრძელ­დე­ბა და მერე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლაგ­დე­ბა.

  • ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით აც­რილ­თა 75%-ს სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი ჩი­ვი­ლი არ გა­მო­უვ­ლინ­დათ. და­ნარ­ჩენ პრო­ცენ­ტებ­ში - არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ნა­ნემ­სა­რის ად­გილ­ზე ტკი­ვი­ლი, გა­და­ცე­მი­თი ტკი­ვი­ლი (ყვე­ლა­ზე მეტი ეს იყო). იყო ასე­ვე ნა­ნემ­სარ­ზე შე­წით­ლე­ბა, სის­ხლნაჟ­ღენ­თი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა.

  • ფა­ი­ზერ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 77%-ს არა­ნა­ი­რი ჩი­ვი­ლი არ ჰქო­ნია, და­ნარ­ჩენ პრო­ცენ­ტებ­ში - და­სა­ხელ­და ტკი­ვი­ლი ნა­ნემ­სა­რის ად­გილ­ზე, სე­რი­ო­ზუ­ლი ძლი­ე­რი სა­ერ­თო სი­სუ­ტე (ზოგს სამი დღე, ზოგს - ერთი კვი­რა). იყო შე­შუ­პე­ბაც, სი­წით­ლე, ტკი­ვი­ლის გა­და­ცე­მა მხარ­ში და ამის გამო მოძ­რა­ო­ბის ოდ­ნავ შე­ზღუდ­ვა 2 კვი­რამ­დე. ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, თავ­ბრუს­ხე­ვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, 3%-ს კუნ­თე­ბის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი, ხოლო არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, ღე­ბი­ნე­ბა - ძა­ლი­ან მცი­რე პრო­ცენტს.- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ვაქ­ცი­ნას შე­სა­ბა­მი­სად პა­სუ­ხობს.

- ასეა და უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ეს არის ვაქ­ცი­ნა, მან უნდა იმუ­შა­ოს და ორ­გა­ნიზ­მი და­იც­ვას. მისი მუ­შა­ო­ბის მე­ქა­ნიზ­მით კი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­მუ­შავ­დე­ბა, შემ­დეგ კი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა უსიმპტო­მოდ, ან ძა­ლი­ან მცი­რე სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩეს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz