ჰიუ ჯეკმანის შეხვედრა დედასთან, რომელმაც ვაჟი 8 წლის ასაკში მიატოვა - ჰოლივუდის ვარსკვლავის ტკივილიანი ცხოვრების დეტალები | Allnews.Ge

ჰიუ ჯეკმანის შეხვედრა დედასთან, რომელმაც ვაჟი 8 წლის ასაკში მიატოვა - ჰოლივუდის ვარსკვლავის ტკივილიანი ცხოვრების დეტალები

ბროდ­ვე­ის და ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ჰიუ ჯეკ­მა­ნი დე­დას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ამა­ღელ­ვე­ბელ ფო­ტოს, წარ­წე­რით: "დედა", აქ­ვეყ­ნებს.

ჯეკ­მა­ნი მხო­ლოდ რვა წლის იყო, რო­დე­საც დე­დამ, გრე­ის მაკ­ნილ­მა ოჯა­ხი ავ­სტრა­ლი­ა­ში და­ტო­ვა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში წა­ვი­და. 52 წლის ჰიუს თქმით, მან დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ათი წლის წინ აღად­გი­ნა, თუმ­ცა მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო ახლა პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

screenshot-20210824-083832-instagram-696x503-1629887556.jpg

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა ფოტო კომ­პლი­მენ­ტე­ბით შე­ამ­კეს და დე­დას “ასე­თი ჯენტლმე­ნის აღ­ზრდის­თვის“ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს. თუმ­ცა იქვე და­ი­წე­რა სა­პა­სუ­ხო კო­მენ­ტა­რი, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ჰიუ მა­მამ გა­ზარ­და.

2018 წლის იან­ვარ­ში, ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­მა ავ­სტრა­ლი­ურ ჟურ­ნალს Who - თან დე­დის წას­ვლა­ზე ილა­პა­რა­კა.

ბროდ­ვე­ის მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი რვა წლის სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, რო­დე­საც დე­დამ გრე­ის მაკ­ნილ­მა იგი უეც­რად და­ტო­ვა. მა­მამ, კრის­ტო­ფერ ჯეკ­მენ­მა შვი­ლე­ბი მარ­ტო გა­ზარ­და.

მას შემ­დეგ რაც წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და, დები - ზოია და სო­ნია სა­ცხოვ­რებ­ლად დე­დას­თან გა­და­ვიდ­ნენ. ჰიუ და მისი ძმე­ბი - იან და რალ­ფი სიდ­ნე­ი­ში, მა­მას­თან დარ­ჩნენ.

”ეს იყო დიდი ტრავ­მა. ვფიქ­რობ­დი, რომ დედა დაბ­რუნ­დე­ბო­და. შემ­დეგ კი ეს მო­ლო­დი­ნი რა­ღაც­ნა­ი­რად გაგ­რძელ­და და გაგ­რძელ­და”, - თქვა ჰიუმ გა­მო­ცე­მას­თან.

მან გა­იხ­სე­ნა, რომ 12 - 13 წლის იყო, რო­დე­საც გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ დედა აღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და.

hiug-46492-1629887603.jpg

“ჯერ კი­დევ კარ­გად მახ­სოვს დილა, რო­დე­საც ის წა­ვი­და. რო­დე­საც სკო­ლი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დი, არა­ვინ იყო. მამა ყო­ველ სა­ღა­მოს ლო­ცუ­ლობ­და, რომ დედა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. მე არა­სო­დეს მიგ­რძვნია, რომ დე­და­ჩემს არ ვუყ­ვარ­ვარ.

მერე გა­ვი­გე, რომ ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო მას შემ­დეგ, რაც მე და­ვი­ბა­დე. დე­დას მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი დეპ­რე­სია ჰქონ­და, მხარ­დამ­ჭე­რი კი არა­ვინ იყო.“ - იხ­სე­ნებს ვარ­სკვლა­ვი.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, წლე­ბის შემ­დეგ ჰიუ დე­დას შე­უ­რიგ­და.