ვინ არის ულამაზესი გოგონა პრეზიდენტის დაცვიდან? | Allnews.Ge

ვინ არის ულამაზესი გოგონა პრეზიდენტის დაცვიდან?

2018 წლის 28 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლომ რი­გით მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩია და ის პირ­ვე­ლად გახ­და ქალი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი... და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­დატ­მა მე­ო­რე ტურ­ში გრი­გოლ ვა­შა­ძე და­ა­მარ­ცხა. ქალი პრე­ზი­დენ­ტი სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა მე­დი­ის­თვის. ხში­რად ხდე­ბო­და გან­ხილ­ვის სა­გა­ნი მისი გარ­დე­რო­ბი და სხვა­თა­შო­რის დღემ­დე ასეა, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ მის ბოლო შეხ­ვედ­რას რო­მის პა­პთან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დაც­ვის ერთ-ერთი წევ­რი ეს მშვე­ნი­ე­რი ქალი „მის სა­ქარ­თვე­ლოს“ ყო­ფი­ლი კონ­კურ­სან­ტი 30 წლის თამო რი­ჟა­მა­ძეა. პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ ქალ ლი­დერს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰყავ­დეს დაც­ვის რი­გებ­ში თა­ვი­სი­ვე სქე­სის ადა­მი­ა­ნი. თა­მუ­ნა რი­ჟა­მა­ძეს შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­პო­ვეთ.

239680951-343510810759044-5569635677089905143-n-73858-1629870259.jpg

ქალი წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან არის. პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, მა­გის­ტრა­ტუ­რა პი­ა­რის კუ­თხით გა­ი­ა­რა და ახლა იუ­რი­დი­ულ­ზე სწავ­ლობს. თა­მუ­ნას ცხოვ­რე­ბა­ში იყო რამ­დე­ნი­მე სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი, ის ერთ-ერთ წელს „მის სა­ქარ­თვე­ლოს“ კონ­კურ­სან­ტიც იყო. თა­მუ­ნას მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, რომ სტუ­დენ­ტო­ბის დროს ის მუდ­მი­ვად ვარ­ჯი­შობ­და, ოც­ნე­ბობ­და სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა­ზე და დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა­ზე.

240365945-268352581472651-1913392737819151510-n-73872-1629870310.jpg

ათა­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი გა­ი­ა­რა და ზუს­ტად იქ აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც უნ­დო­და - გვიყ­ვე­ბა მე­გო­ბა­რი. თა­მუ­ნა მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა და ერთ შვილს ზრდის.

240078363-311486367397478-3878059731706022279-n-73990-1629870365.jpg