"როგორც ჩანს, "ასტრაზენეკა" უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების ვაქცინა იქნება, ვიდრე - "ფაიზერი" - ბიძინა კულუმბეგოვი | Allnews.Ge

"როგორც ჩანს, "ასტრაზენეკა" უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების ვაქცინა იქნება, ვიდრე - "ფაიზერი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"კო­ვიდ-19" კვლავ გვი­ტევს, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ისევ დი­დია, ამოქ­მედ­და სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბი. დღე­ვან­დე­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლი­ზი­თა და პროგ­ნო­ზით "კვი­რის პა­ლიტ­რას" ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ესა­უბ­რე­ბა.

- რთუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ­ტი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 58 ათა­სია, კლი­ნი­კა­ში 7 ათა­სამ­დე მკურ­ნა­ლობს. ეს კარ­გია თუ ცუდი, მე­ო­რე სა­კი­თხია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი ჰოს­პიტ­ლებ­ში გა­დაჰ­ყავთ მხო­ლოდ სა­ჭი­რო შემ­თხვე­ვებ­ში, ანუ მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტე­ბი კლი­ნი­კებ­ში აღარ მი­დი­ან, რო­გორც იყო მთე­ლი პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამით ხერ­ხდე­ბა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ზოგ­ვა, თუმ­ცა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამ დატ­ვირ­თვას გა­უძ­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა, რად­გან იწყე­ბა გა­მო­ფიტ­ვა, ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბიც. ამი­ტომ არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მედ­მუ­შა­კი აიც­რას.

ალ­ბათ, სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვის დრო­ზე უნდა ეზ­რუ­ნა, რომ ამ ჯგუფ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცია შე­მო­ე­ღო. ჯა­რის­კა­ცი რომ არ დაგ­ვი­ა­ვად­დეს და ომში არ წაგ­ვექ­ცეს, ზუს­ტად ამის ტოლ­ფა­სია ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი. შენ თუ მას არ ავალ­დე­ბუ­ლებ და თა­ვის ნება-სურ­ვილ­ზე ტო­ვებ, საფრ­თხის წი­ნა­შე დგე­ბა ისიც და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეც, ეს კი ორ­მა­გი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ვა­მარ­თლებ და­მა­ტე­ბი­თი სივ­რცე­ე­ბის და სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის გახ­სნას, რად­გან მეტი გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან წე­ლი­წა­დი და რვა თვე გა­ვი­და, მძი­მე და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის მთა­ვარ მე­დი­კა­მენ­ტად მა­ინც რჩე­ბა ჟანგბა­დი, ამი­ტომ ეს სივ­რცე­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იქ იქ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სჭირ­დე­ბათ არა რე­ა­ნი­მა­ცია, ან ინ­ტენ­სი­უ­რი დახ­მა­რე­ბა, არა­მედ ჟანგბა­დი.

- ანუ ეს არის მაშ­ვე­ლი რგო­ლი და არა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა?

- კი ბა­ტო­ნო, ეს არის მაშ­ვე­ლი რგო­ლი. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის პროგ­ნო­ზე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა პან­დე­მი­ის პიკი გა­დავ­ლის პრო­ცეს­შია, ანუ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას აღარ უნდა ვე­ლო­დოთ.

- ანუ 6 000-ს არ ავ­ცდე­ბით?

- არა. ეს ერთი კვი­რა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თუმ­ცა ჩანს და პროგ­ნო­ზიც ასე­თია, რომ დაღ­მარ­თის­კენ, უფრო სწო­რად, სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ უნდა წა­ვი­დეთ, თუმ­ცა ახა­ლი შემ­თხვე­ვა ძა­ლი­ან ბევ­რია - ყო­ველ­დღე 10-12 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ანუ იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი, ვიდ­რე ჩვენ ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად გა­მო­ვავ­ლენთ. ტესტს ყვე­ლა არ იკე­თებს, კონ­ტაქ­ტე­ბის ძი­ე­ბა არ ხერ­ხდე­ბა, ზოგ­ჯერ ტეს­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით - სწრა­ფი, არ არის 100%-იანი, უსიმპტო­მო ფორ­მებს ვერ ვავ­ლენთ... მოკ­ლედ, ბევ­რი ნი­უ­ან­სია, რის გა­მოც შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ შემ­თხვე­ვა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, თუმ­ცა იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან ყო­ველ­დღი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა, ამას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სიც წა­მო­ეშ­ვე­ლე­ბა. უკვე 900 000 დოზა ვაქ­ცი­ნაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 280 000-მდე ადა­მი­ა­ნი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი მე­ო­რე დო­ზას ელო­დე­ბი­ან. კარ­გი ტენ­დენ­ცი­აა, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 23 000-ია, ხან - 25-26 ათა­სიც, თუმ­ცა მეტი გვინ­და. გა­გარ­ძე­ლეთ კი­თხვა