"მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია, სექტემბერში მილიონი აცრა უნდა ჩავატაროთ" - გამყრელიძე განმარტავს, რამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს | Allnews.Ge

"მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია, სექტემბერში მილიონი აცრა უნდა ჩავატაროთ" - გამყრელიძე განმარტავს, რამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს

ჩვე­ნი წლე­ვან­დე­ლი სა­მიზ­ნე არის მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ის ორ­ჯე­რა­დად აცრა, ეს არის მი­ლი­ონ 700 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გა­მუყ­რე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბაც იკ­ლებს.

„იმის­თვის, რომ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა შე­ვა­ჩე­როთ, მო­სახ­ლე­ო­ბის 30%-ის აცრა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. 30%-ზე უკვე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბა ჩერ­დე­ბა, ხოლო 40%-ის შემ­თხვე­ვა­ში, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად იკ­ლებს. აგ­ვის­ტო­ში გავ­დი­ვართ 650 000 აც­რა­ზე და ყო­ველ­მხრივ უნდა ვე­ცა­დოთ, რომ სექ­ტემ­ბერ­ში მი­ლი­ო­ნი აცრა ჩა­ვა­ტა­როთ, ეს არ არის მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, არა­მედ მი­ლი­ო­ნი აცრა, რად­გან იცით, რომ ვაქ­ცი­ნა ორ­ჯე­რა­დად კეთ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, ატა­რონ პირ­ბა­დე, რო­გორც შიდა ასე­ვე გარე სივ­რცე­ში და მო­ე­რი­დონ დიდი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მას­შტა­ბუ­რი შეკ­რე­ბე­ბი აკ­რძა­ლუ­ლია, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, მა­ინც იმარ­თე­ბა, რაც ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკს ქმნის.

„ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 4-5 ათა­სის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ზე მძი­მე ინ­დი­კა­ტო­რი - სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა არის მო­მა­ტე­ბუ­ლი და ეს შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია. რაც მთა­ვა­რია, პროგ­ნო­ზიც არ არის კე­თილ­სა­ი­მე­დო, თუ არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი არ გახ­დე­ბა აც­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლამ უნდა ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე და­ხუ­რულ თუ ღია სივ­რცე­ებ­ში და მყა­რად და­ვიც­ვათ ეს რე­კო­მენ­და­ცია. მე­ო­რე, თავი შე­ვი­კა­ვოთ ყო­ველ­გვა­რი დიდი შეკ­რე­ბე­ბის­გან, და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია. კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ, აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ­რამ მა­ინც იმარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა ფორ­მით დიდი წვე­უ­ლე­ბე­ბი, შეკ­რე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი „ბუს­ტე­რი“ და იცით, რომ ბოლო დღე­ებ­ში ამ ტი­პის სხვა­დას­ხვა შეკ­რე­ბე­ბით ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი გა­მოვ­ლინ­და.

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვის­კენ და ასე­ვე, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი უნდა ადა­მი­ა­ნი აიც­რას“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.