"მდგომარეობა ისეთია, უნდა გამოცხადდეს გლოვის დღეები... დაეშვას სახელმწიფო დროშები" - გია ხუხაშვილი | Allnews.Ge

"მდგომარეობა ისეთია, უნდა გამოცხადდეს გლოვის დღეები... დაეშვას სახელმწიფო დროშები" - გია ხუხაშვილი

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მიმ­დი­ნა­რე ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­სა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ქვე­ყა­ნა­ში გლო­ვის დღე­ე­ბი უნდა გა­მო­ცხად­დეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხუ­ხაშ­ვი­ლი პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს:

"მდგო­მა­რე­ო­ბა ისე­თია, უნდა გა­მო­ცხად­დეს გლო­ვის დღე­ე­ბი. და­ეშ­ვას სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი და მა­ნამ­დე აღარ აღი­მარ­თოს, სა­ნამ ამ უბე­დუ­რე­ბას არ და­ვაღ­წევთ თავს. იქ­ნებ ასე მა­ინც მიხ­ვდეს რა­მეს პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად მოქ­მე­დი, ან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად უმოქ­მე­დოა..." - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და. ვირუს­მა ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 74 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 46 595 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 27 813 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით და 18 782 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 4 901 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 510 941-ს.