სახლი დიღომში, რომელიც 8,820 მილიონი ლარი ღირს (ფოტოები) | Allnews.Ge

სახლი დიღომში, რომელიც 8,820 მილიონი ლარი ღირს (ფოტოები)

თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 8 820 000 ლარს შეადგენს.

როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლი მდებარეობს დიღომი 7-ში, ახალაშენებულია, არის 2-სართულიანი 800 კვ.მ, ვიტრაჟული, თანამედრვე იდეალური რემონტით.

saxli3-1629373124-1629438091.jpg

„ინტერიერზე იმუშავეს ქვეყნის წამყვანმა დიზაინერებმა. სახლი მოიცავს 7 საძინებელს, ყველა მასტერბედრუმით, სავარჯიშო სატრენაჟორო, გასართობ დარბაზებს, ვერანდებს, ავტოფარეხს 3 ავტომობილზე. ეზოში არის საცურაო აუზი, დაცვითს ოთახი და მომსახურე პორსონალისთვის განკუთვნილი სივრცე. მხოლოდ ვიპ კატეგორიის მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

saxli5-1629373184-1629438126.jpg

იხილეთ უფრო მეტი ფოტო