სად და ვისთან ერთად ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ცნობილი ქართველები
მართალია, მსოფლიოში მეორე წელია პანდემია მძვინვარებს და თითქმის ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული შეზღუდვები მოქმედებს, მაგრამ ზოგიერთი ქართველი ვარსკვლავი მაინც ახერხებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასვენებას.
შორენა ბეგაშვილი ესპანეთში, ყველაზე რომანტიკულ კუნძულ კოსტა ბრავაზე ისვენებს. მოდელი და ტელეწამყვანი ყოველ ზაფხულს ესპანეთის სხვადასხვა კურორტებს ანიჭებს უპირატესობას, სადაც საყვარელ მამაკაცთან, ლაშა ბარათელთან ერთად მიემგზავრება.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ხორვატიაში ისვენებენ. როგორც ჩანს, წყვილმა რომანტიკული არდადეგები შვილის გარეშე მოიწყო, რადგან ფოტოებზე არ ჩანს ანნა, რომელიც მშობლებთან ერთად ხშირად პოზირებს.