"ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და უნდა მოვსულიყავი სტაციონარში" - ლელა წურწუმიას მიმართვა კლინიკიდან | Allnews.Ge

"ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და უნდა მოვსულიყავი სტაციონარში" - ლელა წურწუმიას მიმართვა კლინიკიდან

მომ­ღე­რა­ლი ლელა წურ­წუ­მია, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კი­დან "ინ­სტაგ­რამ­ზე" ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

"მო­გე­სალ­მე­ბით, ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში. ნორ­მა­ლუ­რად ვარ, საკ­მა­ოდ მძი­მედ შე­მო­ვე­დი, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და სუნ­თქვა. ყელი გა­სივ­და შიგ­ნი­დან და გა­რე­დან. ორი დღე ვებ­რძო­ლე, მაგ­რამ ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ სხვა გზა არ მქონ­და და უნდა მოვ­სუ­ლი­ყა­ვი სტა­ცი­ო­ნარ­ში და ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

ორ­ჯერ ვარ აც­რი­ლი და ამან ძა­ლი­ან გა­ა­ად­ვი­ლა ის, რომ ძა­ლი­ან ად­ვი­ლად და­ვექ­ვემ­დე­ბა­რე მკურ­ნა­ლო­ბას და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხე­ვარ დღე­ში ფეხ­ზე და­მა­ყე­ნეს ამ სა­ო­ცარ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ექი­მებს, არ ვიცი, რის ფა­სად აკე­თე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს. ბა­ტონ ლე­ვან რა­ტი­ანს ჰყავს უმაგ­რე­სი გუნ­დი და მად­ლო­ბა ამ თავ­და­დე­ბის­თვის. დიდი მად­ლო­ბა თქვენ, ვინც მგულ­შე­მატ­კივ­რობთ, ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო", - ამ­ბობს ლელა წურ­წუ­მია.

მომ­ღე­რა­ლი მი­მარ­თვას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზეც ავ­რცე­ლებს:

"ჩემო მა­გა­რო ადა­მი­ა­ნე­ბო, დიდი მად­ლო­ბა ამ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რის­თვის… ჩემი თხოვ­ნაა, ნუ მი­აქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას ამ ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რებს… მთა­ვა­რია, თქვენ ხართ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რნი. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მიყ­ვარ­ხართ", - წერს წურ­წუ­მია.