საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდას შეადგენდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამება იყო.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან 05:51 საათზეც, რომელიც სიმძლავრეც 3.2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 მიწისძვრა დაფიქსირდა.