"მორიგი შტურმია ჩემს საინფორმაციო ველში... მეკითხებიან, კოვიდგადატანილზე ვაქცინის ერთი დოზაა საჭირო თუ ორი?" - რას პასუხობენ ექიმები აქტუალურ კითხვას | Allnews.Ge

"მორიგი შტურმია ჩემს საინფორმაციო ველში... მეკითხებიან, კოვიდგადატანილზე ვაქცინის ერთი დოზაა საჭირო თუ ორი?" - რას პასუხობენ ექიმები აქტუალურ კითხვას

ბოლო დროს სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა, თუ რამ­დენ­ჯერ უნდა აიც­რან კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსოფ­ლი­ოს უმე­ტეს ქვე­ყა­ნა­ში ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლებს ორი დო­ზით ცრი­ან.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სა­დაც კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის მი­უ­ხე­და­ვათ იმუ­ნო­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის ფორ­მი­რე­ბის­თვის მა­ინც ჭირ­დე­ბათ ვაქ­ცი­ნის ორი დოზა.

"მო­რი­გი შტურ­მია ჩემს სა­ინ­ფორ­მა­ციო ველ­ში... კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლებ­ში ერთი თუ ორი დოზა ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.მე­გობ­რე­ბო და კო­ლე­გე­ბო თავი შე­ი­კა­ვეთ კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტო­ნის­გან, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი შე­სა­ბა­მი­სი მყა­რი არ­გუ­მენ­ტა­ცია თან არ ახ­ლავს. დღეს მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მა­გა­ლი­თად აშშ-ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, ახლო და შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის მო­უ­ხე­და­ვათ ადა­მი­ა­ნე­ბი იც­რე­ბი­ან ვაქ­ცი­ნის ორი დო­ზით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ით­ვლე­ბა პი­როვ­ნე­ბა სრუ­ლად ვა­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იმ ქვეყ­ნე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ით.მარ­თა­ლია არ­სე­ბობს მეც­ნი­ე­რუ­ლი ძლი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა იმის, რომ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ვაქ­ცი­ნის ერთი დო­ზით მი­იღ­წე­ვა ისე­თი­ვე იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი, რო­გორც ორ­ჯერ აც­რი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

თუმ­ცა ამა­ვე დროს არ­სე­ბობს სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი სა­დაც კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის მი­უ­ხე­და­ვათ იმუ­ნო­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის ფორ­მი­რე­ბის­თვის მა­ინც ჭირ­დე­ბათ ვაქ­ცი­ნის ორი დოზა.გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ამ სა­კით­ზე იმუ­ნო­ლო­გებს შო­რის სრუ­ლი კონ­სე­სუ­სი არაა. ასე გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ნა­წი­ლი თქვენ ერთი დო­ზით არ მი­გიჩ­ნევთ სრუ­ლად იმუ­ნი­ზი­რე­ბუ­ლად (რაც მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს შექ­მნის სრულ გა­უ­გებ­რო­ბას), ამი­ტომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯერ ინარ­ჩუ­ნებს ამ რე­გუ­ლა­ცი­ას.თუ შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბი მოხ­დე­ბა WHO-ს და CDC-ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო მყი­სი­ე­რად მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას" - წერს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე პოს­ტებს ავ­რცე­ლე­ბენ ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ნანა გე­გეჭ­კო­რი და ზუ­რაბ გუ­რუ­ლი. ამე­რი­კუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი პირი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა ორი­ვე დო­ზი­დან ორი კვი­რის გას­ვლის შემ­დეგ.

ნანა გე­გეჭ­კო­რი: ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, კო­ვიდ გა­და­ტა­ნილ­ზე ერთი თუ ორი დოზა ვაქ­ცი­ნის?ამე­რი­კუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით ნე­ბის­მი­ე­რი, ვი­მე­ო­რებ ნე­ბის­მი­ე­რი პირი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა Pfizer-ის და Moderna-ს გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე დო­ზი­დან ორი კვი­რის გას­ვლის შემ­დეგ და J&J-ს გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერთი დო­ზი­დან ორი კვი­რის გას­ვლის შემ­დეგ.

სხვა შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს ვერ მი­ი­ღებ. ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი QR კო­დიც სწო­რედ ორი­ვე დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბი­დან მე-15 დღეს ხდე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ამ მხრივ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემს პი­რად მა­გა­ლითს.რო­გორც ქვე­მოთ ატ­ვირ­თუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ 23 ივ­ნისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის თა­ნახ­მად, ჯერ კი­დევ აღ­მე­ნიშ­ნე­ბო­და კო­ვიდ სპე­ცი­ფი­უ­რი IgG და IgM ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი.

მათ შო­რის IgG-ს ტიტ­რი ჩანს რომ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია (და­დე­ბი­თო­ბის ზღვა­რი ამ ერ­თე­უ­ლებ­ში <9). პირ­ვე­ლი დო­ზით ავი­ცე­რი 30 ივ­ნისს და მე­ო­რე დო­ზით 21 ივ­ლისს. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პას­პორ­ტი ჩემ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და მე­ო­რე დო­ზი­დან მე-15 დღეს. რო­გორც ხე­დავთ ეს­საა სულ რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი. ამ წე­სე­ბით აიც­რა უკვე ორი ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ამე­რი­კა­ში.

ვინც ინ­გლი­სუ­რი იცის, ქვე­მოთ და­ვურ­თე ამო­ნა­რი­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ამე­რი­კუ­ლი პლატ­ფორ­მა UpTodate-დან კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე.რო­გორც ამ წე­სე­ბი­დან ჩანს, კო­ვიდ-გა­და­ტა­ნილს შე­უძ­ლია აიც­რას და­ა­ვა­დე­ბის მწვა­ვე ფა­ზის ჩამ­თავ­რე­ბის და იზო­ლა­ცი­ის ვა­დის გას­ვლის­თა­ნა­ვე. იგი­ვე ეხე­ბათ ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზის შემ­დგომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­საც.

ისი­ნიც იც­რე­ბი­ან და­ა­ვა­დე­ბის მწვა­ვე ფა­ზის ჩამ­თავ­რე­ბის და იზო­ლა­ცი­ის ვა­დის გას­ვლის­თა­ნა­ვე. ჯამ­ში ეს პე­რი­ო­დი ზოგ­ჯერ ერთ თვე­ზე ნაკ­ლებ დრო­საც მო­ი­ცავს. იზო­ლა­ცია ამე­რი­კუ­ლი წე­სე­ბით მთავ­რდე­ბა პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის ან პო­ზი­ტი­უ­რი ტეს­ტი­დან 10 დღის გას­ვლის შემ­დგომ, ბოლო 72 სა­ა­თი უნდა იყოს უსი­ცხო. Bidzina Kulumbekov - ვიცი შენც ბევ­რი კი­თხვა შე­მო­გი­ვი­და ამ სა­კი­თხზე და აგერ ამე­რი­კუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნიც და ჩემი პი­რა­დი მა­გა­ლი­თიც.

განაგრძეთ კითხვა