დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება - ნახეთ, კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდა 4 სექტემბრამდე ქვეყანაში? | Allnews.Ge

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება - ნახეთ, კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდა 4 სექტემბრამდე ქვეყანაში?

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე, რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის ტენ­დენ­ცი­ის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ი­ღო.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 14 აგ­ვის­ტო­დან 4 სექ­ტემ­ბრამ­დე, 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმოქ­მე­დებს შემ­დე­გი შე­ზღუდ­ვე­ბი:

• შე­ი­ზღუ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტს;

• სრუ­ლად იზღუ­დე­ბა ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი და სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი;

• იზღუ­დე­ბა ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბის მუ­შა­ო­ბა;

• კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა, ნაც­ვლად ღა­მის 00:00 სა­ა­თი­სა, და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა 23:00 სა­ა­თამ­დე;

• სა­ჯა­რო უწყე­ბებს ეძ­ლე­ვათ და­ვა­ლე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­და­იყ­ვა­ნონ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე და ანა­ლო­გი­უ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს საბ­ჭო კერ­ძო დამ­საქ­მებ­ლებს;

• ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, აც­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან სამ­ხედ­რო ექი­მე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ბრი­გა­დე­ბი; მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის შე­ზღუდ­ვის პი­რო­ბებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს ძი­რი­თად ამცრელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მო­სახ­ლე­ო­ბის რე­გუ­ლა­რულ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას;

• ჯან­დაც­ვის უწყე­ბა გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას და­მა­ტე­ბი­თი სა­წო­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

• მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­კაცრ­დე­ბა კონ­ტრო­ლი მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე, მათ შო­რის ისე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვა­ზე, რო­გო­რი­ცაა ქორ­წი­ლი, ქელე­ხი და ა.შ. მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მას­პინ­ძლო­ბის­თვის, ობი­ექ­ტე­ბი ჯა­რიმ­დე­ბი­ან 10 ათა­სი ლა­რით, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით დარ­ღვე­ვი­სას - ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან და­ლუქ­ვას;

• ამას­თან, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­მარ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ით, სექ­ტემ­ბრი­დან, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში, სპა სა­ლო­ნებ­ში, ფიტ­ნეს­ცენ­ტრებ­სა და მსგავ­სი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, პირ­თა დაშ­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ერთი აც­რის ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სრუ­ლი კურ­სის, ბოლო 72 სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR ან ბოლო 24 სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი ან­ტი­გე­ნის ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის სა­ფუძ­ველ­ზე. საბ­ჭო აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 466 326 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 412 420 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 6 279 ადა­მი­ა­ნი.

ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 64 ადა­მი­ა­ნი, კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში - 3 288 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 6 627 პირი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.