"ინფიცირებულები ნუ დადიხართ ქუჩა-ქუჩა. დაეტიეთ სახლში! იმ დღეს ვიტირე, რადგან ვხედავ, ექიმები ვეღარ დაგეხმარებით!" - რას ყვება ექიმი კოვიდპაციენტებსა და გადაღლილ მედპერსონალზე | Allnews.Ge

"ინფიცირებულები ნუ დადიხართ ქუჩა-ქუჩა. დაეტიეთ სახლში! იმ დღეს ვიტირე, რადგან ვხედავ, ექიმები ვეღარ დაგეხმარებით!" - რას ყვება ექიმი კოვიდპაციენტებსა და გადაღლილ მედპერსონალზე

„სხვი­სი ჭირი - ღო­ბეს ჩხი­რი“ - ასე გგო­ნი­ათ ხომ? ეს ყვე­ლას ტკი­ვი­ლი და მწუ­ხა­რე­ბაა, კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ნუ და­დი­ხართ ქუჩა-ქუჩა. და­ე­ტი­ეთ სახ­ლში! უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მედ­პერ­სო­ნა­ლი, ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ თქვენს დახ­მა­რე­ბას. ახლა გულ­გრი­ლო­ბის დროა? ახლა დროს­ტა­რე­ბის დროა? რას ფიქ­რობთ, რას? ყვე­ლა­ფე­რი ისევ ჩვენს ხელ­შია... დღეს ვი­ტი­რე, უნებ­ლი­ედ ვი­ტი­რე, ვხე­დავ, რომ ვე­ღარ შევ­ძლებთ თქვენს დახ­მა­რე­ბას! თი­თო­ე­უ­ლი თქენ­თა­გა­ნი უძ­ვირ­ფა­სე­სია! სი­ცო­ცხლემ უნდა აჯო­ბოს ამ ჯო­ჯო­ხეთს! გთხოვთ, და­ი­ცა­ვით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი! გთხოვთ, ატა­რეთ ნი­ღა­ბი! გთხოვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ერ­თეთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში! უნდა გა­დავ­ლა­ხოთ ეს უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი. რო­გორ? რო­გორ და უნდა ვიბ­რძო­ლოთ და და­ვუდ­გეთ ერ­თმა­ნეთს გვერ­დში. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არაა!“ - ეს ექი­მის მაკა ბუ­ლე­იშ­ვი­ლის ემო­ცი­უ­რი პოს­ტია... ადა­მი­ა­ნუ­რად თა­ნა­ვუგ­რძნობ მედ­პერ­სო­ნალს - უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში მო­უხ­დათ საქ­მი­ა­ნო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა მათ ხელ­შია და უამ­რა­ვი იხ­სნეს კი­დეც ამ სა­ში­ნე­ლი ვირუ­სის­გან. თუმ­ცა ყო­ვე­ლი დამ­ძი­მე­ბუ­ლი და გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტი მათი ტკი­ვი­ლია. ისი­ნიც ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან...

AMBEBI.GE მაკა ბუ­ლე­იშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გქონ­დათ. შო­კის­მომ­გვრე­ლი მა­ინც ის ეპი­ზო­დია, სა­დაც მი­მარ­თავთ, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც თურ­მე, ქუ­ჩა­შიც და­დი­ან და უამ­რავ ადა­მი­ანს საფრ­თხეს უქ­მნი­ან...

- კი, ემო­ცი­უ­რი გა­მო­ვი­და, მაგ­რამ ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, მთელ მედ­პერ­სო­ნალს ვგუ­ლის­ხმობ და იმ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მელ­შიც ახლა გვი­წევს საქ­მი­ა­ნო­ბა. რო­დე­საც პა­ცი­ენტს ოჯა­ხის ექი­მი მი­მარ­თვას აძ­ლევს, რომ ტეს­ტი­რე­ბა­ზე წა­ვი­დეს, იმას კი არ ეუბ­ნე­ბა, რომ სა­ნამ ტესტს გა­ი­კე­თებ, მა­ნამ­დე მო­ი­ა­რე ყვე­ლა ბა­ზა­რი, მა­ღა­ზია, მე­გობ­რე­ბი, ხალ­ხს ხელი ჩა­მო­არ­თვი, მო­ი­კი­თხე. ან რო­დე­საც უკვე ჩა­ი­ტა­რებ ტეს­ტი­რე­ბას და შემ­დგომ გა­რეთ იარე და სხვა საქ­მე­ე­ბი მო­ი­ლი­ეო. პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, რო­დე­საც იგებს, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი­თაც სარ­გებ­ლობს, მარ­კეტ­ში შე­დის... რაც დავ­წე­რე, ტყუ­ი­ლად არ და­მი­წე­რია... რამ­დე­ნი­მე ასე­თი პა­ცი­ენ­ტი გზა­ში მეც შე­მომ­ხვდა, გუ­შინ რომ და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დი და დღეს ქუ­ჩა­ში და­დის... გა­სა­გე­ბია, რომ ესე­ნი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან, მაგ­რამ მათ აქვთ კო­ვი­დი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო­ე­ბი არი­ან.

- მარ­თლაც, უსიმპტო­მო­ბა პრობ­ლე­მას არ ხსნის. თი­თო­ე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლია...

- ამა­შია საქ­მე... წინა პე­რი­ოდ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­რეთ ვერ გა­მო­ვი­დო­და, დას­ჯა­დი იყო და შეგ­ნე­ბაც ჰქონ­და, რომ არ უნდა გა­სუ­ლი­ყო. ახლა ამ ადა­მი­ა­ნებს შე­ეც­ვა­ლათ მიდ­გო­მა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, კლა­სი­კუ­რი კო­ვი­დის დროს, ინ­ფექ­ცია ასე­თი გა­დამ­დე­ბი არ იყო, რო­გო­რიც „დელ­ტას“ შემ­თხვე­ვა­შია. ამი­ტომ, თუ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ და­ი­ცა­ვი, ელ­ვის სის­წრა­ფით ვრცელ­დე­ბა. ორ­მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­აა სა­ჭი­რო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არ არ­სე­ბობს, რომ არ გა­და­გე­დოს.

მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც კო­ვი­დი აქვს, უნდა ეს­მო­დეს, რომ გა­რეთ არ უნდა გა­ვი­დეს და მას მა­ინ­ცდა­მა­ინც ჟან­დარ­მი არ უნდა სჭირ­დე­ბო­დეს, რომ ეს არ გა­ა­კე­თოს- ვირუ­სის გა­და­დე­ბა პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა­საც ხდე­ბა?

- პირ­ბა­დე ამ ეტა­პის­თვის და ყვე­ლა ეტა­პის­თვის არის ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ასე თუ ისე, მოხ­დეს ამ ვირუ­სის გა­და­ცე­მის შე­კა­ვე­ბა. პირ­ბა­დის შემ­თხვე­ვა­ში 95% და­ცუ­ლი ხარ, მაგ­რამ პირ­ბა­დე სწო­რად უნდა ეკე­თოთ. თუ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ერ­თად ერთი სა­ა­თი დგა­ხარ და ის პირ­ბა­დე კი­დევ ორ­ჯერ ჩა­მო­ი­წიე, მერე არ გა­და­აგ­დე, ხელი არ და­ი­ბა­ნე და ყა­ვის და­სა­ლე­ვა­დაც გახ­ვე­დი, მო­იხ­სე­ნი, ისევ გა­ი­კე­თა, რა აზრი აქვს? ნიღ­ბის ცუ­დად ტა­რე­ბა ეს უპი­რო­ბოდ გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა.

- აცრა ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის­გან იცავს, მაგ­რამ პირ­ბა­დე მა­ინც გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­კა­ვებ­ლად უპი­რო­ბო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამ ეტაპ­ზე ის აც­რი­ლებ­საც სჭირ­დე­ბათ და აუც­რე­ლებ­საც, ხომ?

- კი, ჩვენ ვამ­ბობთ, რომ აცრა არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის­გან იცავს, მაგ­რამ არა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან. აცრა იმის­თვი­საა, რომ კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი არ დამ­ძიმ­დეს და მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტა­ნოს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ასეთ პა­ცი­ენ­ტებს შო­რის ორ­ჯერ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი მოვხდნენ და მათ­გან ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე­ნიც. ასე­თი არა­ერ­თი მყავს, ამ რა­ო­დე­ნო­ბას მუდ­მი­ვად ვით­ვლი. უმ­რავ­ლე­სო­ბამ 5-6 დღის შემ­დეგ და­ტო­ვა კლი­ნი­კა და არ­ცერ­თთან არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა ცუდი შე­დე­გით. მე მხო­ლოდ ჩემს პრაქ­ტი­კულ მო­ნა­ცე­მებ­ზე ვსა­უბ­რობ. ჩემ­თან ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი არ გა­დარ­ცვლი­ლა.

- სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ში ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის სათ­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ აღ­წევს სა­თა­ნა­დო ნორ­მას?

- ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ამი­ტომ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგომ მო­სახ­ლე­ო­ბას არ უნდა ჰქონ­დეს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლია და მან არ უნდა და­იც­ვას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ მას კო­ვი­დი არ და­ე­მარ­თე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ მე­ტად უნდა და­იც­ვას თავი და გა­ა­კონ­ტრო­ლოს, რომ არ და­ინ­ფი­ცირ­დეს. პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგომ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გროვ­დე­ბა, მაგ­რამ მე­ო­რე აც­რის შემ­დგ უკვე ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ტიტ­რი მო­დის, რაც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს იცავს. მერე ორ­გა­ნიზმს აქვს უნა­რი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვირუსს შე­ებ­რძო­ლოს და არ მოხ­დე­ბა ის გა­მო­სა­ვა­ლი, რა­ზეც ვი­ლა­პა­რა­კეთ.

ჯან­დაც­ვა დღეს ექი­მე­ბის კი­სერ­ზე დგას და ეს ხალ­ხიც ერთხე­ლაც იტყვის, რომ აღარ შეგ­ვიძ­ლია და ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით- თქვენს სტა­ტუს­ში ასე­ვე ემო­ცი­უ­რი იყო ეპი­ზო­დი, სა­დაც წერ­დით, რომ „ვტი­რი, რად­გან უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ვე­ღარ შეძ­ლებს თქვენს დახ­მა­რე­ბას“...

- მარ­თლაც ვი­ტი­რე, რო­დე­საც იმ კონ­კრე­ტულ დღეს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის რი­ცხვის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე... ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რო­მე­ლი პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი? რო­მე­ლი ექი­მი ან მთავ­რო­ბა უშ­ვე­ლის სი­ტუ­ა­ცი­ას?! ადა­მი­ნე­ბი უკვე წე­ლი­წა­დი და 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვცხოვ­რობთ. ეს ყვე­ლა ჩემს კო­ლე­გას ეხე­ბა. დრო უკვე ისე მაქვს არე­უ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად ზა­ფხუ­ლი­სა, სულ მგო­ნია, რომ ზამ­თა­რია, თით­ქოს დრო არ იც­ვლე­ბა. რთულ პი­რო­ბებ­ში მოგ­ვი­წია მუ­შა­ო­ბამ. ეს ჩვენს ფსი­ქი­კა­ზეც მოქ­მე­დებს, ღამე არ გვძი­ნავს. ამ­დე­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის გარ­და, მუ­შა­ობ კლი­ნი­კა­ში, სა­ო­ჯა­ხო მე­დი­ცი­ნა­ში, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მე­ნე­ჯმენ­ტი გი­წევს. რო­მე­ლიც სწო­რად უნდა მარ­თო რო­გორც პირ­და­პირ, ასე­ვე ონ­ლა­ინ. უნდა შეძ­ლო, რომ არ და­გიმ­ძიმ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა, რამე არ გა­გე­პა­როს და პა­ცი­ენ­ტი არ და­გე­ღუ­პოს. ამი­ტომ იყო რომ ვთქვი, „სხვი­სი ჭირი ღო­ბეს ჩხი­რი“-მეთ­ქი. ნუთუ ეს არ არის ყვე­ლას ჭირი?! ნუთუ ეს მხო­ლოდ დღე­ში გარ­დაც­ვლი­ლი სი­ტყვა­ზე, 54 ოჯა­ხის ტკი­ვი­ლია მხო­ლოდ, რომ­ლის უკან კი­დევ სხვა ოჯა­ხე­ბი­ცაა და ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მათ­ში ახ­ლობ­ლე­ბიც იყ­ვნენ - ეს ხომ სა­ქარ­თვე­ლოა? მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ტი­რი­ლით და­მა­წე­რი­ნა ის, რაც დავ­წე­რე. ცრემ­ლე­ბი იმი­ტომ კი არ წა­მო­მი­ვი­და, რომ უძ­ლუ­რი ვი­ყა­ვი. ეს არ მჩვე­ვია. ვი­ტი­რე იმი­ტომ, რომ ერთ დღე­საც ექი­მი პა­ცი­ენ­ტებს რომ ვე­ღარ მო­გემ­სა­ხუ­როს...

არა­ჩე­უ­ლებ­რი­ვია გარ­თო­ბა, დას­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ როცა რე­კო­მენ­და­ცი­ას არ იცავ და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის შრო­მა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია და კი­დევ ექი­მებს ლან­ძღავ, ცუ­დია! არ ვამ­ბობ, რომ არ უნდა გა­ვერ­თოთ და გლო­ვა გა­მო­ვა­ცხა­დოთ, - ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია, მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც არა­ვინ ადარ­დებთ. ის ჯან­დაც­ვა დღეს ექი­მე­ბის კი­სერ­ზე დგას და ეს ხალ­ხიც ერთხე­ლაც იტყვის, რომ აღარ შეგ­ვიძ­ლია და ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც კო­ვი­დი აქვს, უნდა ეს­მო­დეს, რომ გა­რეთ არ უნდა გა­ვი­დეს და მას მა­ინ­ცდა­მა­ინც ჟან­დრა­მი არ უნდა სჭირ­დე­ბო­დეს, რომ ეს არ გა­ა­კე­თოს. ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ა­წე­რეს და უა­რე­სი ჩა­ი­დი­ნეს. მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ამ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა რო­გორ მოხ­დე­ბა... ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კონ­ცერ­ტებ­ზე, ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა დის­ტან­ცია და პირ­ბა­დე უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ, რა­ო­დე­ნობ­რი­ვა­დაც უნდა შე­ზღუ­დონ. თუ არა­და, არა­ფე­რი გა­მო­ვა...

ლალი ფაცია

ambebi.ge