ვინ დგას საქართველოში ანტივაქსერული კამპანიის უკან და როგორ ებრძვის მას სახელმწიფო? | Allnews.Ge

ვინ დგას საქართველოში ანტივაქსერული კამპანიის უკან და როგორ ებრძვის მას სახელმწიფო?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­დნენ, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აგი­ტა­ტო­რებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი პრო­პა­გან­და საკ­მა­რი­სად არ მი­იჩ­ნი­ეს და ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიდ­ნენ.

ან­ტი­ვაქ­სერ­თა პირ­ვე­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სწო­რედ იმ დღეს გა­ი­მარ­თა, როცა სა­ქარ­თვე­ლომ აშშ-სგან ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დოზა "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნა სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო.

ვინ არი­ან ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი და სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი?

ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტი აკა­კი ზო­ი­ძე სა­კუ­თარ ბლოგ­ში - "ვინ არი­ან და რა ამოძ­რა­ვებთ ან­ტი­ვაქ­სე­რებს“ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბის პრე­ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს. ექ­სპერ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ ან­ტი­ვაქ­სე­თა გზავ­ნი­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შეც­ვლი­ლა. ისი­ნი იმა­ვე ცრუ არ­გუ­მენ­ტე­ბით აპე­ლი­რებ­დნენ მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­შიც, რა­საც დღეს ვის­მენთ პი­რად სა­უბ­რებ­სა თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა არა­ხა­ლია, პირ­ვე­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი ედუ­არდ ჯე­ნე­რის მიერ 1796 წელს ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბის პე­რი­ო­დი­დან გაჩ­ნდნენ. ყვა­ვი­ლი უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა იყო, რო­მე­ლიც კლავ­და ყო­ველ მე­სა­მე ინ­ფი­ცი­რე­ბულს და რო­მე­ლიც სწო­რედ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად სრუ­ლად აღ­მო­ი­ფხვრა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ისე­ვე რო­გორც ეს ცოტა ხან­ში მოხ­და მე­ო­რე უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბის – პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის შემ­თხვე­ვა­ში, რაც კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში მე­დი­ცი­ნის და ზო­გა­დად მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთი უდი­დე­სი მიღ­წე­ვაა. ჯე­ნე­რის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ მოგ­ვლე­ნოდ­ნენ „თეთრ რა­ინ­დე­ბად“, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ში­შებს და ეჭ­ვებს გა­მო­ხა­ტავ­დნენ და ავ­რცე­ლებ­დნენ, რათა სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ გმი­რე­ბად წარ­მო­ე­ჩი­ნათ.

235473872-860667661523816-354202529246844817-n-62279-1628844969.jpg

ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის აქ­ცია თბი­ლის­ში - ფოტო: სპუტ­ნი­კი

ასე, მა­გა­ლი­თად, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვარს, პოლა ლარ­სონს "გარ­დი­ა­ნის" სტა­ტი­ა­ში მო­აქვს დოქ­ტორ ალექ­სან­დრე რო­სის (ექი­მის!) იმ დრო­ის­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი პამ­ფლე­ტი, რო­მე­ლიც კა­ნა­და­ში ფარ­თოდ გავ­რცელ­და, რო­დე­საც მონ­რე­ალ­ში იყო ყვა­ვი­ლის ეპი­დე­მია 1885 წელს: ის არ­წმუ­ნებ­და მკი­თხველს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია არ ახ­დენს ყვა­ვი­ლის პრე­ვენ­ცი­ას, მაგ­რამ იწ­ვევს ისე­თი „სა­ზი­ზღა­რი“ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, რო­გო­რიც სი­ფი­ლი­სია (ათა­შან­გი) და თვი­თონ ყვა­ვი­ლიც ასე­ვე აც­რის შე­დე­გად ვრცელ­დე­ბა და „უც­ბად“ კლავს ბავ­შვებს (რო­სის სხვა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ეს აცრა ასე­ვე იწ­ვევს უნა­ყო­ფო­ბას)! მე­ტიც, ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ „მონ­რე­ალ­ში რე­ა­ლუ­რად ყვა­ვი­ლის ეპი­დე­მია არ არის და გვა­ტყუ­ე­ბენ" და რომც იყოს, ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა არის "სუფ­თა ჰა­ე­რი, ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი (ალ­კოჰო­ლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა)“. "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბად" როსი სთა­ვა­ზობ­და რამ­დე­ნი­მე ინ­დი­ვი­დის აზრს, რო­მელ­თა წო­დე­ბე­ბი იწყე­ბო­და შთამ­ბეჭ­და­ვი პრე­ფიქ­სე­ბით: "პროფ"; "დოქ­ტო­რი", "სერ" და ა.შ...

ხომ არ გეც­ნო­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გეც­ნო­ბათ და არა­ერ­თი მსგავ­სი არ­გუ­მენ­ტი მო­გის­მე­ნი­ათ და „პამ­ფლე­ტი“ წა­გი­კი­თხავთ კო­ვიდ-19-ზე და მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებ­ზე, იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზე­ბის გამო, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა ამ პამ­ფლეტ­ში ასა­ხულ ნა­ცად ტაქ­ტი­კას და ხერ­ხებს იყე­ნებ­და და იყე­ნებს მთე­ლი მისი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე“ - წერს ზო­ი­ძე.

ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო

მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი კომ­პა­ნია "ფე­ის­ბუქ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბით აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის ქარ­თუ­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ. ორ­გა­ნი­ზა­ცია ინ­ტენ­სი­უ­რად ადევ­ნებს თვალ-ყურს ტრა­დი­ცი­ულ მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გზავ­ნი­ლებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი თა­მარ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ "ფა­ი­ზე­რით" ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ი­ზარ­და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ნა­კა­დი. მისი თქმით, 24 ივ­ლი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მას შემ­დეგ, რაც აშშ-ს ნა­ჩუ­ქა­რი 0.5 მლნ დოზა ვაქ­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, ყალ­ბად სულ მცი­რე 200 პოს­ტი მო­ნიშ­ნეს.

"2020 წლი­დან არა­ერ­თი ყალ­ბი ან­გა­რი­ში გა­მო­ვავ­ლი­ნეთ. მას შემ­დეგ, რაც "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნა ჩა­მო­ვი­და, ჩვენ ვნა­ხეთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დის გაზ­რდა, რაც გვიქ­მნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რულ მოძ­რა­ო­ბას აქვს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სახე. ამას მოწ­მობს ისიც, რომ მათ მიერ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ჩან­დნენ არამ­ხო­ლოდ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი, არა­მედ ლე­ვან ვა­სა­ძის მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. ისი­ნი აქ­ცი­ის მე­დი­ით გა­შუ­ქე­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ. სწო­რედ ამ ჯგუ­ფებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის ფე­ის­ბუქ-ან­გა­რი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ტენ­სი­უ­რად ცდი­ლო­ბენ მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი ცნო­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლონ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის ჩა­მოს­ვლი­სას ასე­თი მძლავ­რი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი ტალ­ღა არ ყო­ფი­ლა“, - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge -ს თა­მარ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

განაგრძეთ კითხვა