საიდან იღებს სათავეს ყალბი ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და უშვილობის შესახებ და როგორია რეალობა? | Allnews.Ge

საიდან იღებს სათავეს ყალბი ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და უშვილობის შესახებ და როგორია რეალობა?

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ ადა­მი­ან­ში თე­სავს უნ­დობ­ლო­ბას და უბიძ­გებს იმის­კენ, რომ ამ დრო­ის­თვის პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის ერ­თა­დერთ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა­ზე, უარი თქვას.

ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზო­გი­ერ­თი ან­გა­რი­შით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი ზი­ანს აყე­ნე­ბენ ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას და ბავ­შვის გა­ჩე­ნის­თვის სა­მო­მავ­ლოდ სა­ხი­ფა­თოა.

მსგავ­სი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი ცნო­ბე­ბი მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თულ ნა­წილ­ში არ ვრცელ­დე­ბა, ეს მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი სხვა ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაც არის. (ცნო­ბის­თვის, ამ ეტაპ­ზე ორ­სუ­ლე­ბის­თვის "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ამ დრო­ის­თვის შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი მხო­ლოდ ამ ვაქ­ცი­ნა­ზე არ­სე­ბობს)

vaqcina1-51999-1628688348.jpg

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC-ი წერს, არ­სე­ბობს არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ვაქ­ცი­ნა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე და არც ორ­სუ­ლო­ბის პრო­ცეს­ზე.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის, რომ ექი­მე­ბი ორ­სუ­ლე­ბის აც­რის სა­კითხს თა­ვი­დან­ვე დიდი სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბოდ­ნენ, ამი­ტო­მაც, პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და, ისი­ნი ორ­სუ­ლებს ურ­ჩევ­დნენ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ის, რად­გა­ნაც იმ პე­რი­ო­დის­თვის არ იყო საკ­მა­რი­სი კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ ახლა უკვე არ­სე­ბობს არა­ერ­თი კვლე­ვა და მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­დი­კო­სებს აძ­ლე­ვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ან­თი მიდ­გო­მა შეც­ვა­ლონ. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა ორ­სულს საფრ­თხეს არ უქ­მნის, ორ­სუ­ლის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს კო­რო­ნა­ვირუ­სი.კვლე­ვის თა­ნახ­მად, ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ვაქ­ცი­ნა აკუ­მუ­ლირ­დე­ბა საკ­ვერ­ცხე­ში, არის ყალ­ბი

ეს თე­ო­რია წარ­მო­იშ­ვა ერთ-ერთი ია­პო­ნუ­რი კვლე­ვის არა­ზუს­ტი გა­გე­ბის გამო. კვლე­ვა ჩა­ტარ­და შემ­დეგ­ნა­ი­რად - ვირ­თხებს გა­უ­კე­თეს ვაქ­ცი­ნის გა­ცი­ლე­ბით დიდი დოზა, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნებს უკე­თე­ბენ. ცდამ აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნის მთლი­ა­ნი დო­ზის 0,1 %, მისი გა­კე­თე­ბი­დან 48 სა­ა­თის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვერ­ცხე­ში (შე­ნიშ­ვნა: სა­უ­ბა­რია "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნა­ზე).

sakvercxe-52135-1628688388.jpg

გა­ცი­ლე­ბით მეტი - ვაქ­ცი­ნის 53%, გა­კე­თე­ბი­დან ერთი სა­ა­თის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა ინექ­ცი­ის ად­გი­ლას (ადა­მი­ან­ში ჩვე­უ­ლებ­რივ ეს არის მკლა­ვი), ხოლო ამა­ვე ად­გი­ლას, 48 სა­ა­თის შემ­დეგ იყო ვაქ­ცი­ნის 25%.

შემ­დე­გი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი, სა­დაც ვაქ­ცი­ნა აკუ­მუ­ლირ­და, იყო ღვიძ­ლი (48 სა­ათ­ში 16%), ანუ ად­გი­ლას, რო­მე­ლიც სის­ხლი­დან ნარ­ჩე­ნე­ბის მო­შო­რე­ბას უწყობს ხელს.

რო­გორც BBC-ი წერს, ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღე­ბა ე.წ. ცხი­მის ბუშ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ვირუ­სის გე­ნე­ტი­კურ მა­სა­ლას, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში. ვინც აცხა­დებ­და, რომ ვაქ­ცი­ნა კვერ­ცხუ­ჯრედ­ში გროვ­დე­ბა, ასე­ვე მი­უ­თი­თებ­და, რომ ვაქ­ცი­ნის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლა აკუ­მუ­ლირ­დე­ბო­და საკ­ვერ­ცხე­ში, რაც კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­ი­რი­ცხა.

ვაქ­ცი­ნამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს პლა­ცენ­ტა­ზე - კი­დევ ერთი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ციაზო­გი­ერ­თი ან­ტი­ვაქ­სე­რი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შე­საძ­ლოა, ვაქ­ცი­ნა­ში არ­სე­ბულ­მა ცი­ლამ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს პლა­ცენ­ტა­ზე. ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ სწო­რედ ეს მო­საზ­რე­ბა გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი იმ რწმე­ნი­სა, რომ ვაქ­ცი­ნებ­მა შე­საძ­ლოა, ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას.

ექი­მე­ბის თქმით, დაკ­ვირ­ვე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ვაქ­ცი­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე არა­ვი­თარ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს და ამის არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს.

მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კელ ექიმს, მეც­ნი­ერს, რენ­დი მო­რისს, რო­მე­ლიც უშ­ვი­ლო წყვი­ლებს მკურ­ნა­ლობს, სურ­და რომ უშუ­ა­ლოდ თა­ვად ეპო­ვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე, ამი­ტო­მაც, მან და­ი­წყო თა­ვის პა­ცი­ენ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

nayofiereba-52160-1628688422.jpg

ექი­მი მო­რი­სი აკ­ვირ­დე­ბო­და 143 პა­ცი­ენტს, რო­მელ­თა შო­რი­საც იყ­ვნენ რო­გორც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და ამას­თან, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ქა­ლე­ბი.

მო­რი­სის დაკ­ვირ­ვე­ბამ კი გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ზე არა­ვი­თარ გავ­ლე­ნას არ ახ­დენ­და ვაქ­ცი­ნა­ცია და რო­გორც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მი მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მსგავს რე­აქ­ცი­ას ავ­ლენ­და.

ექი­მი მო­რი­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თე­სა­ვენ ვაქ­ცი­ნის მი­მართ შიშს, არ გან­მარ­ტა­ვენ, თუ რა­ტომ სჯე­რათ, რომ ვაქ­ცი­ნის მიერ წარ­მოქ­ნი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე. ექი­მი მო­რი­სი უშ­ვი­ლო­ბას­თან ვაქ­ცი­ნის კავ­შირს "შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას უწო­დებს" და ამ­ბობს, რომ ამას არა­ფე­რი სა­ერ­თო არ აქვს რე­ა­ლო­ბას­თან.