"საქართველოში ახალგაზრდები რუსულად კი არა, ინგლისურად ლაპარაკობდნენ, თარჯიმანი დამჭირდა. ეს კატასტროფაა" - ალექსანდრე ლუკაშენკო | Allnews.Ge

"საქართველოში ახალგაზრდები რუსულად კი არა, ინგლისურად ლაპარაკობდნენ, თარჯიმანი დამჭირდა. ეს კატასტროფაა" - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბე­ლა­რუ­სუ­ლი და რუ­სუ­ლი მა­ს­მე­დია ავ­რცე­ლებს პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს მიერ მინ­სკში 9 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თუ­ლი მას­შტა­ბუ­რი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­სა­ლებს, რუბ­რი­კით "დიდი სა­უ­ბა­რი პრე­ზი­დენ­ტთან", რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ექ­სპერ­ტო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ბე­ლა­რუ­სის ლი­დერს ჰკი­თხეს - იქ­ნებ ღირ­დეს, რომ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ქვეყ­ნებ­მა მო­ი­ლა­პა­რა­კონ "ერ­თად გა­და­სარ­ჩე­ნად" და რა­ღაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შექ­მნან, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ან ევ­რო­კავ­ში­რის მსგავ­სი.

რად­გა­ნაც ეს კი­თხვა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, პარ­ტია "ნე­იტ­რა­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რის - ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას მიერ იყო დას­მუ­ლი, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო­მაც პა­სუ­ხის გა­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თით და­ი­წყო:

"სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა ჩემი "თა­ვის­ტკი­ვი­ლია"... საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში აფხა­ზეთ­ში არა­ერ­თხელ ვარ ნამ­ყო­ფი, თუმ­ცა სამ­ხრეთ ოსეთ­ში - არ­ცერ­თხელ... ბევ­რი ად­გი­ლი მქონ­და ნა­ნა­ხი, თბი­ლი­სის გარ­და... ქარ­თვე­ლე­ბი "ვოლ­გე­ბით", ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი... დიახ, რუ­სებს, ბე­ლა­რუ­სებს, უკ­რა­ი­ნე­ლებს ქარ­თვე­ლე­ბის ყო­ველ­თვის შურ­დათ.

მე არა­ფერს ვამ­ბობ მიღ­წე­ვებ­ზე - სა­ქარ­თვე­ლო ამ მხრივ აყ­ვა­ვე­ბულ ოა­ზისს წარ­მო­ად­გენ­და... მაგ­რამ რაც იქ შემ­დეგ მოხ­და...

თბი­ლის­ში ვი­ზი­ტით ყოფ­ნი­სას, როცა ქვეყ­ნის იმ­დრო­ინ­დელ პრე­ზი­დენ­ტთან - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ვსე­ირ­ნობ­დი ქუ­ჩა­ში, შე­ვამ­ჩნიე, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით - ახალ­გაზ­რდე­ბი, უფრო თა­ვი­სუფ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ ინ­გლი­სურ ენა­ზე, ვიდ­რე - რუ­სუ­ლად. ისი­ნი ჩემ­თან შეხ­ვედ­რი­სას რუ­სუ­ლად კი არა, ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რა­კობ­დნენ, თარ­ჯი­მა­ნი დამ­ჭირ­და, რა­ღაც რომ გა­მე­გო. მე ამის შე­სა­ხებ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­საც მო­ვუ­ყე­ვი. ეს უკვე კა­ტას­ტრო­ფაა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა