"ოპოზიციური არხების ყურებისას თავი მოგეჩვენებათ ბოლო დღეებში, აპოკალიფსია პირდაპირ... კრიზისი არის, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ პანიკის გარეშე" - პრემიერი | Allnews.Ge

"ოპოზიციური არხების ყურებისას თავი მოგეჩვენებათ ბოლო დღეებში, აპოკალიფსია პირდაპირ... კრიზისი არის, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ პანიკის გარეშე" - პრემიერი

თუ ჩვენ არ და­ვეხ­მა­რე­ბით ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას, ექი­მებს და არ ავ­ყვე­ბით ამ ფერ­ხულ­ში, რა­საც ჰქვია ვაქ­ცი­ნა­ცია და აცრა, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცუდი სამ­სა­ხუ­რი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

თუ ჩვენ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ და­ვეხ­მა­რე­ბით ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და ჩვენს ექი­მებს და არ ავ­ყვე­ბით ამ ფერ­ხულ­ში, რა­საც ჰქვია ვაქ­ცი­ნა­ცია და აცრა, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცუდი სამ­სა­ხუ­რი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ჩვე­ნი თა­ვის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, წალ­კა­ში, წალ­კის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის, ილია სა­ბა­ძის წარ­დგე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კია.

"ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვედ­რი­ლი, ანუ დამ­ძი­მე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის რის­კე­ბი ასე­ვე იზ­რდე­ბა. 99,99% აც­რი­ლე­ბი­სა არ ხვდე­ბი­ან კლი­ნი­კებ­ში, არ ხდე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ანუ მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, აცრა იცავს სიკ­ვდი­ლის­გან. მე აც­რი­ლი ვარ, კო­ვი­დიც გა­და­ვი­ტა­ნე და ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი აც­რი­ლია. ამით მინ­და, რომ ერ­თგვა­რი ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­გა­ლი­თი მივ­ცე ყვე­ლას, ჩემს გარ­შე­მო მყოფს. ჩავ­რთე ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით მთე­ლი მთავ­რო­ბა, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი, და­ვა­ვა­ლე ყვე­ლას, რომ და­ვი­წყოთ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად აც­რე­ბი. ისე­ვე რო­გორც რე­გი­ო­ნებ­ში გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი, მე­რე­ბი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი, ახლა გა­მო­ვე­დით ხალი ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ ცეს­კოს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი იქ­ნას აც­რი­ლი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, იმის­თვის, რომ ჩა­ვა­ტა­როთ კო­ვიდ-უსაფრ­თხო არ­ჩევ­ნე­ბი. ეს უნდა იყოს ჩვე­ნი საზ­რუ­ნა­ვი“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა იმ­ყო­ფე­ბა აქ­ტი­ურ სა­არ­ჩევ­ნო კა­მპა­ნი­ა­ში და სა­ჭი­როა ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა - პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა და აცრა.

„მეს­მის, რომ კრი­ზი­სია, მაგ­რამ ამას ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად უნდა გა­ვუმკლავ­დეთ მშვი­დად და ყო­ველ­გვა­რი პა­ნი­კის და ის­ტე­რი­ის გა­რე­შე. თუმ­ცა ვუ­ყუ­რებ რა ამ ოპო­ზი­ცი­ურ არ­ხებს, თავი მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ მსოფ­ლი­ოს ბოლო დღე­ებ­ში. აპო­კა­ლიფ­სია პირ­და­პირ. მთელ მსოფ­ლო­ში ეს ხდე­ბა. მა­ნამ­დე მო­მად­გნენ, ყო­ველ დღე აქ­ცი­ებს მი­ტა­რებ­დნენ კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით. ობი­ექ­ტუ­რად მა­შინ ხალ­ხი იყო შე­წუ­ხე­ბუ­ლი. ეს გა­ვა­კე­თეთ. შემ­დეგ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე მო­სახ­ლე­ო­ბის ჩი­ვი­ლი და სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­სას, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა და­ვი­წყეთ, გა­ვა­უქ­მეთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბის რე­გუ­ლა­ცი­აც. დრო­ე­ბით, მაგ­რამ ვაკ­ვირ­დე­ბო­დით სი­ტუ­ა­ცი­ას. ახლა ჩვენ შე­მო­ვი­ღეთ ასე­თი რე­გუ­ლა­ცია - 5 ადა­მი­ან­ზე მეტი თუ იკ­რი­ბე­ბა და მი­თუ­მე­ტეს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ვიმ­ყო­ფე­ბით აქ­ტი­ურ სა­არ­ჩევ­ნო კა­მა­ნი­ა­ში, სა­ჭი­როა ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა - პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა და აცრა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.