რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე სავალდებულო ვაქცინაციაზე?- "შეიძლება დადგეს მომენტი, როცა გარკვეული სეგმენტისთვის პრაქტიკად დაინერგოს" | Allnews.Ge

რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე სავალდებულო ვაქცინაციაზე?- "შეიძლება დადგეს მომენტი, როცა გარკვეული სეგმენტისთვის პრაქტიკად დაინერგოს"

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა­ცია გარ­კვე­უ­ლი სეგ­მენ­ტის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრაქ­ტი­კად და­ი­ნერ­გოს.

ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. თუმ­ცა, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე არ მსჯე­ლო­ბენ.

"ამ ეტაპ­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე ჩვენ არ ვმსჯე­ლობთ. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა დად­გეს მო­მენ­ტი, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა­ცია გარ­კვე­უ­ლი სეგ­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე ჩვენ­თა­ნაც დად­გეს პრაქ­ტი­კად. მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­იძ­ლე­ბა ავი­რი­დოთ მსგავ­სი მო­თხოვ­ნე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, მი­ნის­ტრმა ბავ­შვებ­ში ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ბავ­შვე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა სულ უფრო და უფრო ნაკ­ლე­ბია.

"ბავ­შვე­ბის ტალ­ღა ჩვენ თით­ქმის გა­და­ვი­ა­რეთ, რად­გან გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი გვყავ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 კვი­რის წინ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­ვუ­კე­თეთ ბავ­შვთა სა­წო­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლურ რა­ო­დე­ნო­ბას. დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სულ უფრო და უფრო ნაკ­ლე­ბია ბავ­შვებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბა. ჩვენ ამას ალ­ბათ ვირუ­სის თვი­სე­ბას არ და­ვაბ­რა­ლებთ, და­ვაბ­რა­ლებთ უფრო მე­ტად იმას, რომ მშობ­ლე­ბიც, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ და­ი­ნა­ხეს რამ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლია ვირუ­სი ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, გა­ცი­ლე­ბით უფრო ფრთხი­ლე­ბი გახ­დნენ და იცა­ვენ იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.