"საგანგაშოა ის ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან ვრცელდება" - თამარ გაბუნია | Allnews.Ge

"საგანგაშოა ის ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან ვრცელდება" - თამარ გაბუნია

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­წოლ­ფონ­დი ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლია. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი 7000-მდე სა­წო­ლი­დან 6400 და­კა­ვე­ბუ­ლია.

"სა­წოლ­ფონ­დი არის ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი, დღეს 6400 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს ჰოს­პი­ტალ­ში და 7000-მდე სა­წო­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. თუ არ შე­ჩერ­და ეპი­დე­მი­ის აღ­მას­ვლა და ეს­კა­ლა­ცი­ის სახე მი­ი­ღო, ბუ­ნებ­რი­ვია, ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორს გა­უ­ჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვა და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი რე­სურ­სიც არის შე­ზღუ­დუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფი­ცი­რე­ბის პიკი, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლი და გარ­კვე­უ­ლი ზრდის მო­ლო­დი­ნი, რო­გორც მიმ­დი­ნა­რე ზრდის ტენ­დენ­ცი­ი­დან იკ­ვე­თე­ბა, მომ­დევ­ნო კვი­რა­შიც უნდა გვქონ­დეს.

"ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი ზრდა ბოლო დღე­ებ­ში აღარ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა გრძელ­დე­ბა. პიკი, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლი და გარ­კვე­უ­ლი ზრდის მო­ლო­დი­ნი, რო­გორც მიმ­დი­ნა­რე ზრდის ტენ­დენ­ცი­ი­დან იკ­ვე­თე­ბა, მომ­დევ­ნო კვი­რა­შიც უნდა გვქონ­დეს. შემ­თხვე­ვე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი რჩე­ბა ბი­ნა­ზე, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი დღეს გვაქვს იმა­ზე უფრო და­ბა­ლი, ვიდ­რე გვქონ­და ნო­ემ­ბე­რი-დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბა­თუმ­ში არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას. მისი შე­ფა­სე­ბით, ვი­დე­ო­ე­ბი და ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა სა­გან­გა­შოა.

"ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა დღეს შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს "ბუს­ტე­რი" ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის, ამი­ტომ ყვე­ლა მხა­რეს უნდა ვი­ყოთ ძა­ლი­ან ფხიზ­ლად. ბა­თუმ­ში რომ აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ამას ყვე­ლა ვხე­დავთ, ნამ­დვი­ლად სა­გან­გა­შოა ის ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბა­თუ­მის გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან, თუ სო­ცი­ა­ლუ­რი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.