"მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა" - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს | Allnews.Ge

"მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა" - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

"თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ფიც­ვა შე­წყვი­ტეს. პროფ­კავ­ში­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფილ­და. მათ ხელ­ფა­სი პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან გა­ეზ­რდე­ბათ, თუმ­ცა მოხ­დე­ბა თუ არა ხელ­ფა­სის გაზ­რდა 50%-ით, რა­საც გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ითხოვ­ნდნენ, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

რო­გორც პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­თან " და თბი­ლი­სის მე­რი­ის წარ­მო­მად­გენლ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ის 7 პუნ­ქტი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მათ წა­რად­გი­ნეს, დაკ­მა­ყო­ფილ­და. პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, 7-დან 6 პუნ­ქტი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ მო­თხოვ­ნებ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღე­ბის მი­თი­თე­ბას ით­ვა­ლი­წი­ნებ­და, 15 დღე­ში დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, ხოლო მე-7 პუნ­ქტი - ხელ­ფა­სის გაზ­რდა კი, პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან მოხ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­სა­უფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ტა­შით შეხ­ვდნენ და ისი­ნი მუ­შა­ო­ბას დღე­ი­დან გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლის გა­ფიც­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც კახა კა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შრომ­ლებს გა­სულ წელს ხელ­ფა­სე­ბი 20%-ით გა­ე­ზარ­დათ, ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი კი 2022 წლის იან­ვარ­ში კვლავ გა­და­ი­ხე­დე­ბა.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა იმ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე რაც და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფორ­მებს უკავ­შირ­დე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მუ­შაო ფორ­მე­ბის შე­ძე­ნაც ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა, ბოლო შეს­ყიდ­ვი­სას კი ტენ­დერ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა იყო და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია არის და თა­ნამ­შრომ­ლებს სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ახა­ლი ფორ­მე­ბი ექ­ნე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნი­კას, მან გა­ნა­ცხა­და, რომ ტყუ­ი­ლი ით­ქვა, თით­ქოს 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა არ მომ­ხდა­რა.