რას ნიშნავს საკვების შეფუთვაზე დატანილი E და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება | Allnews.Ge

რას ნიშნავს საკვების შეფუთვაზე დატანილი E და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

ჯანსაღად კვებისათვის უმნიშვნელოვანესია საკვები პროდუქტის ხარისხი, რაზეც, უპირველესად, პროდუქტის იერსახე მეტყველებს.

რას გვამცნობს ასო E

ამ ასოთი საკვები დანამატები აღინიშნება, ანუ ის, რაც ბუნებრივად არ მოიპოვება მოცემული პროდუქტის შემადგენლობაში და დამატებული აქვს გემოს გასაუმჯობესებლად.

ასეთი დანამატი ბევრია. ზოგიერთი მათგანი განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია. ეს იმიტომ, რომ ისინი არცთუ უვნებელია. მაგალითად, E 250-ს - ნატრიუმის ნიტრიტს, რომელიც ხორცის პროდუქტებში გვხვდება, შეუძლია არტერიული წნევის მოშლა.

E 621 - ნატრიუმის გლუტამატი, რომელსაც ამატებენ ატრიას, სანელებლებს, ჩიფსებს - იწვევს ასთმას, გულის მუშაობის დარღვევას, თავის ტკივილს. -0:07 ზოგიერთი კი საკმაოდ სასარგებლო ან ნეიტრალურია: E-300 - C ვიტამინი, E-330 - ლიმონის მჟავა, E-160 - კაროტინი.

ოღონდ ჭარბად ნურც ამათ მიიღებთ - საშიშია.

საზოგადოდ კი, თუ პროდუქტების თვეობით შენახვას არ აპირებთ, უმჯობესია, მალფუჭებადი საკვები შეიძინოთ და მალევე გამოიყენოთ.

შესაფუთ მასალაზე არსებულმა წარწერამ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას პროდუქტის შესახებ.

1. აუცილებლად შეამოწმეთ ვადა. არა მხოლოდ მალფუჭებადი რძის ნაწარმის, ბურღულეულისა და მშრალი ნამცხვრებისაც. რამდენიმე წლის განმავლობაში თაროზე ნადებ წიწიბურასა თუ ბრინჯს არასასიამოვნო სუნი და გემო აქვს ხოლმე.

2. შეამოწმეთ კალორიები და, სურვილისამებრ, აარჩიეთ უფრო მსუბუქი საკვები.

3. წაიკითხეთ პროდუქტის შემადგენლობა. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რამდენ ცხიმს, შაქარსა და მარილს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. ამასთან, ხორცის ნაწარმში, ნახევარფაბრიკატებში, ასევე - ჩიფსებსა და საწებლებში ბევრია ფარული მარილიც.

ეტიკეტებზე სხვა მონაცემებიც არის დატანილი. მაგალითად, თევზის კონსერვის ქილაზე მითითებულია: “თევზი, მცენარეული ზეთი, მარილი, წიწაკა”. ეს ნიშნავს, რომ აქ ყველაზე მეტია თევზი და ზეთი.

ხოლო თუ სოსისის ეტიკეტზე წერია: “მცენარეული ცილა, ხორცი, მარილი”, - იცოდეთ, რომ სოსისი დამზადებულია სოიის დანამატისგან, ხორცი იქ ცოტაა.ყოველივე ამასთან ერთად, ეტიკეტზე შეამჩნევთ დანამატების ჩამონათვალს და E ასოთი აღნიშნულ ციფრების კომბინაციას.