საქართველოს საგარეო უწყება, ურთიერთობების აღდგენისთვის მზადყოფნის შესახებ, რუსეთის განცხადებას ეხმაურება | Allnews.Ge

საქართველოს საგარეო უწყება, ურთიერთობების აღდგენისთვის მზადყოფნის შესახებ, რუსეთის განცხადებას ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის მე-13 წლის­თა­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­ე­ცა­და მო­რი­გი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ნა­რა­ტი­ვის შე­თხზვას ე.წ. ახა­ლი რე­ა­ლო­ბი­სა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შე­სა­ხებ“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დრ ბი­კან­ტო­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუ­სე­თი თბი­ლის­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის­თვის მზად არის იმ დო­ნე­ზე, რამ­დე­ნა­დაც ამის­თვის ქარ­თუ­ლი მხა­რეა მზად.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი პა­რა­ლე­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი ერ­თი­ა­ნია რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის, ოკუ­პა­ცი­ი­სა და დე-ფაქ­ტო ანექ­სი­ის პრო­ცე­სის პი­რის­პირ.

„წელს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­არ­ქვა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომს და და­ად­გი­ნა სა­მარ­თლებ­რი­ვი ფაქ­ტი, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, რო­გორც სა­ო­კუ­პა­ციო ძალა და ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია უშუ­ა­ლოდ ომის დროს და ოკუ­პა­ცი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვებ­ში.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას და­ა­კის­რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და ხაზი გა­უს­ვა მოს­კო­ვის მიერ 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­დე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა გან­ცხა­დე­ბა­ში.

ზალ­კა­ლი­ა­ნის უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ცი­ნი­კუ­რი და სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის მიერ გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი, რად­გან რუ­სეთ­მა, სწო­რედ ამ შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვით და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სია, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მი­წე­ბის მი­ტა­ცე­ბა. სა­მი­ნის­ტრის თქმით, სამ­წუ­ხა­როა რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დე­გაც რუ­სე­თის მიზ­ნად სხვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სია რჩე­ბა.

„თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მებ­სა და პრინ­ცი­პებ­ზე დგას, დღეს არა­ვინ შე­ე­გუ­ე­ბა რუ­სე­თის მიერ წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მის მორ­ყე­ვა­სა და ევ­რო­პა­ში სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის ძა­ლის­მი­ე­რი გზით ცვლი­ლე­ბის მცდე­ლო­ბას ისე­ვე, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წი­ნა­შე ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას მოს­კო­ვის მიერ.

თუკი რა­ი­მე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის თა­ნას­წორ და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ კე­თილ­მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ესაა თა­ვად რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა, მის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის ურ­ღვე­ო­ბის შე­ლახ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­მა­ვა­ლი გა­დის სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ა­სა და რუ­სე­თის მიერ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე“, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.