როგორ დავძლიოთ კოვიდის შემდგომი ძლიერი სისუსტე და უღონობა? - ენდოკრინოლოგის რჩევები და საკვები, რომელიც იმუნიტეტს აგიმაღლებთ | Allnews.Ge

როგორ დავძლიოთ კოვიდის შემდგომი ძლიერი სისუსტე და უღონობა? - ენდოკრინოლოგის რჩევები და საკვები, რომელიც იმუნიტეტს აგიმაღლებთ

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ფიქ­რია ში­ომღდვ­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც იძ­ლე­ვა რჩე­ვებს, თუ რო­გორ უნდა ვძლი­ოთ კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ და­ტო­ვე­ბულ სი­სუს­ტე­სა და უღო­ნო­ბას.

მე­დი­კო­სი შე­სა­ბა­მის დი­ე­ტა­საც გვი­ზი­ა­რებს, რო­მე­ლიც იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

"დღეს რა­მო­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტმა მკი­თხა, თუ რო­გორ სძლი­ოს კო­ვი­დის შემ­დგომ ძლი­ერ სი­სუს­ტეს და უღო­ნო­ბას, რო­მე­ლიც აქვს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ვი­ცით რომ, ნე­ბის­მი­ერ ვირუ­სულ თუ ბაქ­ტე­რი­ულ ინ­ფექ­ცი­ას ებ­რძვის ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა. ჩავ­თვა­ლოთ რომ T ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის სა­ხით ჯა­რის­კა­ცე­ბი გვყავს ორ­გა­ნიზ­მში,რომ­ლე­ბიც იღ­ლე­ბი­ან ძლი­ე­რი ბრძო­ლის შე­დე­გად.

რა სჭირ­დე­ბა დაღ­ლილ ჯა­რის­კაცს?

  • ჯან­სა­ღი,მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კვე­ბა
  • კარ­გი დას­ვე­ნე­ბა,გა­მო­ძი­ნე­ბა
  • კარ­გი გან­წყო­ბა

რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა საკ­ვებს, დარ­წმუნ­დით, რომ მას­ში არის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით და შე­მად­გენ­ლო­ბით ნუტ­რი­ენ­ტე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი - იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე და სუს­ტია მათი ნაკ­ლე­ბო­ბი­სა ან დის­ბა­ლან­სის დროს.

სა­სურ­ვე­ლია, საკ­ვე­ბი არა მხო­ლოდ ეპი­დე­მი­ე­ბის დროს, არა­მედ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც იყოს სრულ­ყო­ფი­ლი, შე­ი­ცავ­დეს ცი­ლე­ბი­სა და სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წყა­როს, ისეთს რო­გო­რი­ცაა

  • ხორ­ცი ( უპი­რა­ტე­სად თეთ­რი ხორ­ცი)
  • თევ­ზი,
  • ქათ­მის კვერ­ცხი,
  • რძის პრო­დუქ­ტე­ბი(რძე,Ხაჭო,ნა­დუ­ღი,კე­ფი­რი,ყვე­ლი...)
  • ბოსტნე­უ­ლი,(სა­ტა­ცუ­რი,სტა­ფი­ლო,ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბო­ა­ტო,ბრო­კო­ლი,მწვა­ნე ლო­ბიო, მარ­ცვა­ლი ლო­ბიო,მწვა­ნე წი­წა­კა,პო­მი­დო­რი, ჭარხლის ფო­თო­ლი,ის­პა­ნა­ხი, წი­თე­ლი ფხა­ლი,ხახ­ვი,ნი­ო­რი,თალ­გა­მი,კიტ­რი...)
  • ხილი( სე­ზო­ნუ­რი),
  • ცეხ­ვი­ლი ფქვი­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი პური,
  • ბრინ­ჯი,
  • ოსპი,
  • ფეტვი დამარ­გე­ბე­ლი ცხი­მე­ბი-ნი­გო­ზი,
  • ნუში,
  • თხი­ლი,
  • ზე­ი­თუ­ნის ზეთი, და ა.შ.

ცნო­ბი­ლია, რომ ხორ­ცი რკი­ნის, თუ­თი­ის და B ჯგუ­ფის, პირ­ველ რიგ­ში B1, B2, B12, PP ვი­ტა­მი­ნე­ბის და სა­სარ­გებ­ლო ცი­ლე­ბის წყა­როა, რაც ესა­ჭი­რო­ე­ბა ორ­გა­ნიზმს ჰორ­მო­ნე­ბის სინ­თე­ზის­თვის, აგ­რეთ­ვე ქსო­ვი­ლებ­სა და იმუ­ნუ­რი ცი­ლე­ბის - ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვა­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის, ვირუ­სე­ბი­სა და უჯრედ­გა­რე­შე პა­რა­ზი­ტე­ბის­გან.

ასე­ვე ცნო­ბი­ლია რომ, თევ­ზი, მა­გა­ლი­თად, ორა­გუ­ლი, ქა­შა­ყი, ტუნა, სკუმბრია, სარ­დი­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ ომე­გა -3 მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლას ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბა­თა წარ­მო­ე­ბის­თვის, რაც სა­სარ­გებ­ლო გავ­ლე­ნას ახ­დენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე.

ხოლო, მა­გა­ლი­თად, ქათ­მის კვერ­ცხი მდი­და­რია ვი­ტა­მი­ნე­ბით A, E, D, K, B და ბეტა-კა­რო­ტი­ნით. ასე­ვე შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ნე­რა­ლებს, რკი­ნას, მაგ­ნი­უმს, კა­ლი­უმს, კალ­ცი­უმს, ისე­ვე თუ­თი­ას, რო­მე­ლიც ზრდის ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას, აფერ­ხებს ვირუ­სე­ბის გამ­რავ­ლე­ბას და ამ­ცი­რებს ინ­ფექ­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბას, გა­აჩ­ნია ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თვი­სე­ბე­ბი.

კვერ­ცხი (არა­უ­მე­ტეს 2 ცალი დღე­ში), ისე­ვე რო­გორც ქათ­მის ხორ­ცი, ასე­ვე მდი­და­რია სე­ლე­ნით, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­აა ძლი­ე­რი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტის - ფერ­მენ­ტის გლუ­ტა­თი­ონ პე­რო­ქ­სი­და­ზის შექ­მნა, რო­მე­ლიც იცავს ერით­რო­ცი­ტებს და უჯრე­დულ მემ­ბრა­ნებს თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის მავ­ნე მოქ­მე­დე­ბის­გან.

ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, ასე­ვე ფა­სე­უ­ლია პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ააქ­ტი­უ­რე­ბენ ორ­გა­ნიზ­მის თავ­დაც­ვის სის­ტე­მას.

რძე მჟა­ვა პრო­დუქ­ტი სა­სარ­გებ­ლოა თა­ვი­სი ცი­ლე­ბი­თა და ნახ­შირ­წყლე­ბით, მდი­და­რია კალ­ცი­უ­მით, კა­ლი­უ­მით, მაგ­ნი­უ­მით, რკი­ნით, ფოს­ფო­რით, D, A, აგერ­თვე B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით, ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი­თა და მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბით, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან იმუ­ნოს­ტი­მუ­ლა­ტო­რუ­ლი ეფექ­ტით.

გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ პო­პუ­ლა­რულ ხალ­ხუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც და კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას ნივ­რი­სა და ხახ­ვის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და­ვი­წყოთ. ნი­ო­რი და ხახ­ვი შე­ი­ცა­ვენ ფი­ტო­ცი­დებს - მცე­ნა­რე­ე­ბის მიერ წარ­მოქ­მნილ ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც კლა­ვენ ან აფერ­ხე­ბენ ბაქ­ტე­რი­ე­ბის, მიკ­როს­კო­პუ­ლი სო­კო­ე­ბის ზრდას და გან­ვი­თა­რე­ბას. ისი­ნი ასე­ვე წარ­მო­ად­გე­ნენ სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და სე­ლე­ნის წყა­როს. ხოლო სე­ლე­ნი, რო­გორც უკვე იცით, მო­ნა­წი­ლე­ობს იმუ­ნუ­რი კომ­პლექ­სე­ბის სინ­თე­ზის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის წარ­მოქ­მნა­ში და აუ­ცი­ლე­ბე­ლია პოს­ტინ­ფექ­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის ფორ­მი­რე­ბი­სათ­ვის.

ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ ორ­გა­ნიზ­მის ჰიდ­რა­ტა­ცი­ას, თუ რა­ი­მე სა­მე­დი­ცი­ნო აკ­რძალ­ვა არ აქვს ადა­მი­ანს, (ქრო­ნი­კუ­ლი თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა, გუ­ლის შე­გუ­ბე­ბი­თი უკ­მა­რი­სო­ბა, ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა...) სა­სურ­ვე­ლია ლიტ­რი­დან ორ ლიტ­რამ­დე სი­თხე მი­ი­ღოს დღის მან­ძილ­ზე.

და დას­კვნის სა­ხით - რა თქმა უნდა ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ დღე­ში არ უნდა მი­ვირ­თვათ. კვე­ბი­თი დის­ციპ­ლი­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია არამ­ხო­ლოდ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბი­სას, არა­მედ სა­ერ­თოდ. ვე­ცა­დოთ, რომ კვე­ბა იყოს დღე­ში 4-5 ჯე­რა­დი, სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ნახ­შირ­წყლე­ბის,ცი­ლე­ბის და ცხი­მე­ბის­გან შემ­დგა­რი პრო­დუქ­ტე­ბით" - წერს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი.

myquiz